შინაარსზე გადასვლა

ჩეხური კრონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეხური კრონა
ჩეხ. koruna
1000 ჩეხური კრონა
1000 ჩეხური კრონა
კოდი ISO 4217 CZK
ქვეყანა ჩეხეთი
ოფიციალური
მომხმარებლები
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
შედგება 100 ჰალერჟი
სიმბოლო
მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 50 ჩეხური კრონა.
ბანკნოტები 100, 200, 500, 1000, 2000, 5000 ჩეხური კრონა.
ცენტრალური ბანკი ჩეხეთის ეროვნული ბანკი
გაცვლითი კურსი
(2012 თვის)
1 USD = 19,399 CZK
1 EUR = 25,295 CZK
1 GBP = 30,122 CZK

ჩეხური კრონა (ჩეხ. koruna) — ფულის ერთეული ჩეხეთში. ერთი კრონა შედგება 100 ჰალერჟისაგან. 1993 წელს ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის კრონა ჩაანაცვლა ჩეხურმა კრონამ.

ჩეხური კრონა ერთ-ერთი უძველესი ფულის ერთეულია ევროპაში. კრონა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე X საუკუნეში შეიქმნა. როგორც ყველა სხვა მონეტა, ისიც პატარა ფოლადისგან იჭრებოდა. რადგან ძალიან მძიმე იყო, წონის შესამსუბუქებლად მასში თაფლს ამატებდნენ. მეფე ოტაკარ I-მა აკრძალა ასეთი სახის მონეტების დაბეჭდვა. მან შექმნა თხელი ვერცხლის ფირფიტის ფული, რომელზეც ლომი გამოსახეს. მას დინარს უწოდებდნენ, ხოლო უფრო პატარა ფულს დინარიუმს. დინარი თანდათანობით იხვეწებოდა და საბოლოოდ იგი ოქროს სახით გამოდიოდა და საკმაო ხანი შეუცვლელი დარჩა.

1919 წლისთვის ჩეხებმა XX საუკუნისთვის ფულის დიზაინი შეცვალეს და მიმოქცევაში ჩეხური კრონა გამოუშვეს, რომელზეც ქვეყანაში წარმატებული რეკორდსმენი ქალი გამოსახეს. ყველაზე დიდი ათას კორუნიანი ბანკნოტები ამერიკაში იბეჭდებოდა, ხოლო დანარჩენი ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. პირველი ქაღალდის ფული კი ავსტრიის იმპერატორმმა მარია ტერეზიამ შეუქმნა ჩეხებს.

პრაღის ალფონს მუხას მუზეუმში მთელი ერთი დაფა დათმობილი აქვს იმ ადამიანების სურათებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩეხური ფულის შექმნაში. აქვე ინახება 1000-კორუნიანი კუპიურა, რომელმაც პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ლამაზი ფულის ტიტული მიიღო.

ჩეხეთში ყველა მონეტას გააჩნია სხვადასხვა ფორმა და ზომა. მონეტები ძირითადად იჭრება ფოლადისგან ან ფოლადის და ნიკელის ნარევისგან.

1993 წლის თებერვალში მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 10, 20 და 50 ჰალერჟი, 1, 2, 5, 10, 20 და 50 კრონა, ასევე ბანკნოტები ნომინალით 20, 50, 100, 200, 500, 1000, 2000 და 5000 კრონა.

2008 წლის 1 სექტემბრიდან ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან ამოიღო მონეტები - ჰალერჟები. ეს მონეტები მიმოქცევაში იყო 116 წელი. ამჟამად მიმოქცევაშია მხოლოდ მონეტები - კორუნები.

სურათი ნომინალი გამოშვების თარიღი
1 კრონა
1993
2 კრონა
1993
5 კრონა
1993
10 კრონა
1993
20 კრონა
1993
50 კრონა
1993

2008 წლის 1 სექტემბერს ჩეხეთის ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან ამოიღო ბანკნოტები 20 კრონას ნომინალით[1]., ხოლო 2011 წლის 1 აპრილს ბანკნოტები 50 კრონას ნომინალით[2]. ამჟამად მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით 50, 100, 200, 500, 1000, 2000 და 5000 კრონა.

ჩეხური კრონა
სურათინომინალი
ავერსირევერსი
100
200
500
1000
2000
5000

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. «Novinky.cz», «Skončila platnost padesátníků a papírových dvacetikorun», 31 августа 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-13. ციტირების თარიღი: 2012-01-07.
  2. «Česká národní banka», «Ukončení platnosti padesátikorunové bankovky», 20 января 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-03. ციტირების თარიღი: 2012-01-07.