ანტონინ დვორჟაკი
იერსახე
ანტონინ ლეოპოლდ დვორჟაკი (ჩეხ. Antonín Leopold Dvořák; დ. 8 სექტემბერი, 1841 — გ. 1 მაისი, 1904) — ჩეხი კომპოზიტორი, რომანტიზმის წარმომადგენელი, რომელიც თავის ნაწარმოებებში მშობლიური ბოჰემიის და მორავიის ფოლკლორულ მელოდიებს იყენებდა. დვორჟაკი ქმნიდა ოპერებს, სიმფონიურ მუსიკას, მუსიკას გუნდისა და სიმებიანი საკრავებისთვის. იგი იყო „უბრალო ჩეხი მუსიკოსი“ – ასე უწოდებდა საკუთარ თავს.
მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ორკესტრისთვის დაწერილი „სლავური ცეკვები“, სავიოლონჩელო კონცერტი, IX სიმფონია. ეს ნაწარმოებები მუდმივად ჟღერს მსოფლიოს საკონცერტო დარბაზებში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ანტონინ დვორჟაკი“ ვიკისაწყობში.
- Comprehensive Dvořák site
- List of Dvořák's works
- Dvořák on Schubert
|