სიგელი (რკჱ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიგელი (რკჱ) — ტექსტი დაწერილია ალექსანდრე I დიდის ბრძანებით (ქორონიკონს რკჱ) 1440-1441 წლებში და ეხება თემურლენგისათვის მალის (არაბ. مال — „მალი სათათრო“ ანუ ხარკი) არ გადახდას.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„... და ქრონიკონსა რა (1413-1414) მეფედ დავჯდე და საქართველო უსჯულოსა თემურისაგან ... და უნუგეშინისცემო და გასრული დაგხუდა, ესრეთ რომელ უსჯულო ... საქართველოს ქორონიკონსა პჱ (1400-1401) და ვიდრე ჩუჱნად მეფობისა დაჭირვადმდე, ესრეთ ... ტფილისით ციხითა მეფე ბაგრატ და ანა დედოფალი გამოასხნეს ტყუჱდ და მრავალი სული მოესრა და თავად დედა-ქალაქი მცხეთა და რაოდენნი საქართველოს საყდარნი და ეკლესიანი და ციხენი იყუნეს, ყოველნივე საფუძვლითგან დაექცივნეს და სრულიად საქართველო ტყჱ ექმნა და ჩუჱნისა მეფობისა დაჭირვადმდე მუდამი ტყუჱნვა და რბევა იყო საქართველოსა და მოოხრდა და იავარ-იქმნა და ყოვლადვე ძალი და ნუგეშინის-ცემა არსით ეპოებოდა და თუჱნ-მიერითა შეწევნითა და წინამძღრობითა ჯუარისა პატიოსნისათა ვიწყე ბრძოლად უსჯულოთა და განვსხენზღვართაგან ჩუჱნთა და ქრისტიანენი ფრიადს მშვიდობასა დამყუდროებასა მიეცნეს და ვითარ ჩუჱნგან სათანადო იყო, ეგრეთ ვინებე და გულს-მოდგინე ყოველთავე საქართველოსა ციხეთა და საყდართა აღშენებად; მას ჟამსა შემოსავალი ჩუჱნისა სახლისა არსითრა იყო და ამად საქართველოს კუამლსა ზედან ორმოცი თეთრი მალად განვაჩინე, და ას ოცდა რვად ქორონიკონადმდე (1440-1441) რაოდენნი საქართველოსა ციხენი, საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე სრულიად ახლად აღვაშენნენ და შევამკვენ და აწ ჩუჱნსავე ჟამსა შიგან ამოგვიკუჱთია ესრეთ: დღისით წაღმა, რამანცა ჩუჱნთა მომავალთაგანმან მეფეთა ანუ დედოფალთა და ანუ სხვისა გუარისა კაცმან, ადამის ნათესავმან, საქართველოს მალი ითხოოს, მოკრიფოს და წაუღოს, ეწიენ ღმერთო ულხინებელი რისხვა თქუჱნი და ჩუჱნთა ცოდვათა და ბრალთათვის იგი გაკითხულ ქმნენ მას მეორედ მოსვლასა წინაშე თქუჱნსა; და კვალად გევედრები და გვედრებ თქუჱნ ძეთა ჩემთა: ვახტანგს, დიმიტრის და გიორგის და შემდგომთა მეფეთა და დედოფალთა, რომელ ჩუჱნი ათქმული სრულ ყოთ და დრესითგან წაღმა მალისა ღება არავინ ინებოთ; და კუალადვე ამას გევედრები, რომელ საყდარნი ვითარ ახლად აგვიშენებიან და რაოდენნი ქვეყანანი და შესავალნი შეგვიწირვან და მოგვიხსენებიან, იგინი უნაკლულოდ ჰქონდენ და რაოდენნი ზეთი და ცვილი გაგვიჩენია და ჩუჱნისა სულისათჳს მწირველი ანუ სამამულოთა თუ სხვითა სახარჯოთა გაგვიჩენია და ჩუჱნათ მწირველად დაგვიყენებიან, მათ მათი გაჩენილი ნუვისგან მოაკლდების და ჩუჱნ ნურაისა ჟამისა გამოცვალებისა და შემოსრულობისათჳს ნუ მოგვეშლების და ყოველტავე სრულ ქმენით, რათა ღმერთმან თქუჱნი ვედრება და გაგებულიცა სრულ ყოს: დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა რკჱ (1440-1441) ინდიკტიონსა მეფობისა ჩუჱნისასა კჱ (28), ხელითა ფრიად საწყალობელისა და ყოველთა ადამის ნაშვთა უცოდვილესისა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუჱნისა კლიმი კაკლაჩას-ძისათა. ვინცა შემდგომად ჩუჱნსა, ვინცა მეფენი და პატრონნი იყვნენ, მათთვის მალი არავინ აიღოს და თუ ულუსი მოვიდეს და თათართაგან ძალი დაემართოს, რაცა ციხეთა და საყდართა დაუქცეველობისა დათემთა და ქვეყანათა ამოუწყვედლობისა და დაუტყუჱბლობისათჳს არ მოკრიფონ მათთჳს, სხუად მოსახმარებლად მალი არავინ აიღოს.

... ამა მეფეთა ბრძანებასა ჩუჱნ ქრისტეს ღუთისა მიერ კათალიკოზი შიო კანონითა ვამტკიცებთ: ამისნი შემცუალებელნი იყუნენ კრულ, წყეულ და შეჩუჱნებულ და დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს და წმინდამან დედა-ქალაქმან მცხეთამან.

... ამა მეფეთა ბრძანებასა ჩუჱნ ქრისტეს ღუთისა მიერი ამბა ალავერდელი აბრაამ კანონითა ვამტკიცებ ამისნი შემცუალებელნი იყუნენ კრულ, წყეულ და შეჩუჱნებულ.

... ამა მეფეთ მეფისა ალექსანდრეს ბრძანება მოგვივიდა; ჩუჱნ ქრისტეს ღუთის მიერ წილკნელ მთავარ-ეპისკოპოზი ... კანონითა ვამტკიცებთ. ამისნი შემცუალებელნი კრულ, წყეულ და შეჩუჱნებულმცა არიან. ამისნი დამამტკიცებელ ღმერთმა აკურთხნეს. მტკიცე იყოს მეფობა მათი.

მე თბილელი იოანე კანონითა ვამტკიცებ. ამისნი გამთავებელნი ღმერთმან აკურთხნეს.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Акты, собранные Кавказской археографической комиссией», ტ. I, გვ 3.