ენგუს დიტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენგუს სტიუარტ დიტონი
ინგლ. Angus Stewart Deaton

დაბადების თარიღი 19 ოქტომბერი, 1945
დაბადების ადგილი ედინბურგი, შოტლანდია
ეროვნება ბრიტანელი, ამერიკელი
სამეცნიერო დაწესებულება პრინსტონის უნივერსიტეტი
სამეცნიერო სფერო მიკროეკონომიკა
ალმა-მატერი ფიცუილიამის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი
ჯილდოები Nobel prize medal.svg ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში (2015)

ენგუს სტიუარტ დიტონი (ინგლ. Angus Stewart Deaton; დ. 19 ოქტომბერი, 1945, ედინბურგი) — ანგლო-ამერიკელი ეკონომისტი. 2015 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ეკონომიკაში „მოხმარების, სიღარიბისა და კეთილდღეობის ანალიზისთვის“. ვუდრო ვილსონის საჯარო და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლისა და პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დიტონი დაიბადა ედინბურგში, შოტლანდიაში, 1945 წლის 19 ოქტომბერს. სწავლობდა ფეტესის კოლეჯში. ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1967-68 წლებში მუშაობდა ინგლისის ბანკში. 1976-1983 წლებში ბრისტოლის უნივერსიტეტის ეკონომეტრიკის პროფესორი. 1979-1980 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის მიწვეული, ხოლო 1983 წლიდან სრული პროფესორი. ეკონომეტრიკული საზოგადოების წევრია. 1978 წელს მიიღო ფრიშის მედალი. 2009 წელს ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი.

წიგნები[რედაქტირება]

  • დიტონი, ენგუსი; მუელბაუერი, ჯონი (1980) ეკონომიკა და მომხმარებლის ქცევა. ნიუ-იორკი: კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 0521228506. 
  • დიტონი, ენგუსი (1992) მოხმარების გაგება. ოქსფორდი: კლარენდონის გამომცემლობა. ISBN 0198287593. 
  • დიტონი, ენგუსი (1997) ოჯახური გამოკვლევების ანალიზი: მიკროეკონომიკური მიდგომა განვითარების სტრატეგიისთვის. ბალტიმორი: ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 0801852544. 
  • დიტონი, ენგუსი (2001) ჯანმრთელობა, უთანასწორობა და ეკონომიკური განვითარება. კემბრიჯი. 
  • დიტონი, ენგუსი; კოზელი, ვალერიე (2005) სიღარიბის დიდი ინდური დებატები. ნიუ-დელი: მაკმილან ინდოეთი. 
  • დიტონი, ენგუსი (2013) დიდი გაქცევა: ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უთანასწორობის წარმოშობა. პრინსტონი: პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 9780691153544. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]