დეიზმი
დეიზმი (ლათ. deus — „ღმერთი“) — ფილოსოფიური პოზიცია და რაციონალისტური თეოლოგია,[1] რომელიც შემოქმედი ღმერთის არსებობას აღიარებს, მაგრამ თვლის, რომ იგი შორსაა ქმნილებისაგან და მის ცხოვრებასა და არსებობაში აღარ ერევა. დეისტები ზოგადად უარყოფენ გამოცხადებას როგორც ღვთის შეცნობის წყაროს და ამტკიცებენ, რომ ემპირიული მსჯელობა და სამყაროზე დაკვირვება ლოგიკური და საიმედო გზაა უზენაესი არსების, როგორც სამყაროს შემოქმედის არსებობის დასადგენად.[2] დეიზმი თეიზმისგან განსხვავებით უარყოფს პერსონიფიცირებულ ღმერთს, ღვთის განგებას, რელიგიურ სასწაულებს და საერთოდ, ყოველგვარ ღვთისმეტყველურ, დოგმატურ მოძღვრებებს. დეისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ ღმერთი არ ერევა ბუნებისა და ადამიანის ცხოვრებაში; სხვა დეისტები თვლიან, რომ ღმერთი მაინც ახდენს გავლენას მოვლენებზე, თუმცა ბოლომდე არ მართავს მათ. დეიზმის შიგნით მრავალი მიმართულებაა და მისი საზღვრების ზუსტად დადგენა შეუძლებელია, რადგან თვითონ დეიზმის კონცეპცია არ სთავაზობს მკაცრ კანონებს. დეიზმი დიდად აფასებს ადამიანის გონებასა და თავისუფლებას და ცდილობს მეცნიერებისა და ღვთის არსებობის იდეის ჰარმონიაში მოყვანას და არა ღვთისა და მეცნიერების დაპირისპირებას.
დეიზმმა დიდი მნიშვნელობა XVII და XVIII საუკუნეებში, განმანათლებლობის ეპოქაში მოიპოვა, განსაკუთრებით ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და აშშ-ში. იგი პოპულარული იყო, ინტელექტუალებში რომლებიც აღზრდილნი იყვნენ, როგორც ქრისტიანები და სწამდათ ერთი ღვთის, მაგრამ არ ემხრობოდნენ ორგანიზებულ რელიგიას და არ სწამდათ ზებუნებრივი მოვლენები, ისეთები როგორებიცაა სასწაული, წმინდა წერილების შეუცდომლობა ან სამება.[3] დეისტურ იდეებს გავლენა ჰქონდათ ამერიკული და ფრანგული რევოლუციის რამდენიმე თვალსაჩინო ლიდერზე.[4] ამჟამად არსებობს დეიზმის ორი მთავარი ფორმა: კლასიკური და თანამედროვე დეიზმი.[5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკნაძე ზ., „რელიგია“ // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 19-21, ISBN 978-9941-0-0902-0.
- Betts, C. J. Early Deism in France: From the so-called 'deistes' of Lyon (1564) to Voltaire's 'Lettres philosophiques' (1734) (Martinus Nijhoff, 1984)
- Craig, William Lane. The Historical Argument for the Resurrection of Jesus During the Deist Controversy (Edwin Mellen, 1985)
- Hazard, Paul. European thought in the eighteenth century from Montesquieu to Lessing (1954). pp 393–434.
- Herrick, James A. (1997). The Radical Rhetoric of the English Deists: The Discourse of Skepticism, 1680–1750. U of South Carolina Press.
- Hudson, Wayne. Enlightenment and modernity: The English deists and reform (Routledge, 2015).
- Israel, Jonathan I. Enlightenment contested: philosophy, modernity, and the emancipation of man 1670-1752 (Oxford UP, 2006).
- Lemay, J. A. Leo, ed.Deism, Masonry, and the Enlightenment. Essays Honoring Alfred Owen Aldridge. (U of Delaware Press, 1987).
- Lucci, Diego. Scripture and deism: The biblical criticism of the eighteenth-century British deists (Peter Lang, 2008).
- McKee, David Rice. Simon Tyssot de Patot and the Seventeenth-Century Background of Critical Deism (Johns Hopkins Press, 1941)
- Orr, John. English Deism: Its Roots and Its Fruits (1934)
- Schlereth, Eric R. An Age of Infidels: The Politics of Religious Controversy in the Early United States (U of Pennsylvania Press; 2013) 295 pages; on conflicts between deists and their opponents.
- Willey, Basil. The Eighteenth Century Background: Studies on the Idea of Nature in the Thought of the Period (1940)
- Yoder, Timothy S. Hume on God: Irony, deism and genuine theism (Bloomsbury, 2008).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Deist Alliance დაარქივებული 2021-11-30 საიტზე Wayback Machine.
- A Critical Examination at Deism
- Center for Reasoned Spirituality დაარქივებული 2018-11-08 საიტზე Wayback Machine.
- The Origins of English Rationalism
- Deism დაარქივებული 2008-10-02 საიტზე Wayback Machine.
- World Union of Deists
- დეიზმი — ბიბლიოვიკი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Smith, Merril D., ed. (2015). „Deism“. The World of the American Revolution: A Daily Life Encyclopedia. Vol. 1. Santa Barbara, California: Greenwood Publishing Group, imprint of ABC-Clio. pp. 661–664.
- ↑ Harper, Leland Royce (2020). „Attributes of a Deistic God“, Multiverse Deism: Shifting Perspectives of God and the World. Lanham, Maryland: Rowman & Littlefield, გვ. 47–68. ISBN 978-1-7936-1475-9.
- ↑ Thomsett, Michael C. (2011). Heresy in the Roman Catholic Church: A History. McFarland, გვ. 222. ISBN 978-0-7864-8539-0. ციტირების თარიღი: 2013-05-16.
- ↑ Wilson, Ellen Judy; Reill, Peter Hanns (2004). Deism. Infobase Publishing. pp. 146–148. ISBN 978-0-8160-5335-3. ციტირების თარიღი: 2013-05-16.
- ↑ Hardwick, J. Modern Deism. J. Hardwick. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-08. ციტირების თარიღი: 2010.