თომას აბტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თომას აბტი
Thomas Abbt.jpg
მშობ. სახელი გერმ. Thomas Abbt
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი, 1738
ულმი
გარდ. თარიღი 3 ნოემბერი, 1766
ბიუკებურგი
ეროვნება გერმანელი

თომას აბტი (გერმ. Thomas Abbt; დ. 25 ნოემბერი, 1738, ულმი — გ. 3 ნოემბერი, 1766, ბიუკებურგი) — გერმანელი ფილოსოფოსი და მწერალი. დაიბადა ნიღბების ოსტატის ოჯახში. 1756 წელს მოხვდა ჰალეს უნივერსიტეტში, სადაც მათემატიკასა და ფილოსოფიას სწავლობდა. 1760 წლიდან ასწავლიდა ფილოსოფიას ოდერის ფრანკფურტში, შემდეგ მათემატიკას რინტელნში, ხოლო 1761-62 წლებში ორივე საგანს ბერლინში. ბერლინში ყოფნისას გაიცნო კრისტოფ ფრიდრიხ ნიკოლაი და გაერთიანდა მის „ბერლინურ წრეში“, ასევე დაუახლოვდა მოზეს მენდელსონს. საფრანგეთში 9 თვიანი მოგზაურობისას, ჟენევის მახლობლად, ფერნში, ვოლტერთან საუბარიც მოახერხა. დიდი პოპულარობა მოუტანა 1765 წელს ბერლინში გამოცემულმა ნაშრომმა „დამსახურებების შესახებ“ («Vom Verdienst»). ამავე წელს გადაწყვიტა გრაფ ვილჰელმ შაუმბურგ-ლიპსკის სამეფო კარის მრჩეველი გამხდარიყო, თუმცა მალევე დაიღუპა ჰემოროიდების დაავადების გამო. მისი ნაშრომები მისივე სიკვდილის შემდეგ გამოიცა 6 ტომად «Vermischten Werke» (6 ტ. 1768-81 წწ., მე-2 გამოც. 1790 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Eva Piirimäe, "Dying for the fatherland: Thomas Abbt’s theory of aesthetic patriotism," History of European Ideas, 35,2 (2009), 194-208.
  • Bender, A. (1922). Thomas Abbt.