კამალა ჰარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამალა ჰარისი
კამალა ჰარისი
აშშ-ის 49-ე ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 იანვარი, 2021
პრეზიდენტი  ჯო ბაიდენი
წინამორბედიმაიკ პენსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2017 – დღემდე
წინამორბედიბარბარა ბოკსერი

კალიფორნიის გენერალური პროკურორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2011 – 3 იანვარი, 2017
წინამორბედიჯერი ბრაუნი
მემკვიდრეხავიერ ბესერა

დაბადებული20 ოქტომბერი, 1964
ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
პოლიტიკური პარტიააშშ-ის დემოკრატიული პარტია
მამადონალდ ჰარისი
დედაშამალა გოპალანი
მეუღლედუგლას ემჰოფი
განათლებაჰარვარდის უნივერსიტეტი
რელიგიაბაპტიზმი
ხელმოწერა

კამალ დევი ჰარისი (ინგლ. Kamala Devi Harris; დ. 20 ოქტომბერი, 1964, ოკლენდი, კალიფორნია) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის წევრი. აშშ-ის სენატორი კალიფორნიიდან (2017 წლიდან). აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2020 წლის არჩევნებზე. კალიფორნიის გენერალური პროკურორი 2011-2017 წლებში. 2021 წლის 20 იანვარს დაიკავა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. იგი არის პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამალა ჰარისი იმიგრანტების შვილია (მისი სახელი სანსკრიტის ენაზე „ლოტოსის ყვავილს“ ნიშნავს). დედა — შამალა გოპალანი წარმოშობით ინდოელია. მამა — დონალდ ჰარისი ეკონომიკის პროფესორია, წარმოშობით იამაიკიდან. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც კამალა ხუთი წლის იყო[1]. კამალას უმცროსი და მაია ჰარისი, იურისტი, ჰილარი კლინტონის გუნდის წევრი იყო, მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კამალა არასწრულწლოვანი იყო დედამისი, შამალა გოპალან-ჰარისი ასწავლიდა მაკგილის უნივერსიტეტში და თავის დასთან ერთად ცხოვრობდა დედასთან მონრეალში[2].

კამალა ჰარისმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, შემდეგ კი მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტის ჰასტინგსის კოლეჯში და მუშაობდა ალამიდის ოლქის პროკურორის თანაშემწედ[3].

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს აირჩიეს სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურორად და ეს თანამდებობა ეკავა 2004-2011 წლებში. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მაშინ, როდესაც მან უარი თქვა დევიდ ჰილის სიკვდილით დასჯის მოთხოვნაზე, რომელიც ბრალდებული იყო პოლიციელ ისააკ ესპინოზას მკვლელობაში. კალიფორნიის სენატორებმა ბარბარა ბოქსერმა და დაიან ფეინშტაინმა და შემდეგ გენერალურმა პროკურორმა ბილ ლოკერმა დაგმო მისი გადაწყვეტილება, ხოლო ოკლენდის მერმა ჯერი ბრაუნმა დაიწყო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება, მაგრამ დარღვევები ვერ აღმოაჩინეს.

2010 წელს აირჩიეს კალიფორნიის გერნერალურ პროკურორად და 2011 წელს შეუდგა მოვალეობის შესრულებას. გახდა პირველი აფრო-ამერიკელი და აზიური წარმოშობის ადამიანი და მეორე ქალი ამ თანამდებობაზე. 2014 წელს აირჩიეს მეორე ვადით[4].

2017 წლიდან აშშ-ის სენატის წევრია კალიფორნიის შტატიდან[5].

2019 წლის 21 იანვარს გამოაცხადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ[6]. 2019 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის არჩევნების ოფიციალურ დაწყებამდე სამი თვით ადრე, კამალა ჰარისის რეიტინგი იყო 3 %[7]. 2020 წლის 8 მარტს ჰარისმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებდა მისი კამპანიის დასრულების შესახებ და მოუწოდა თავის მომხრეებს, მხარი დაუჭირონ ჯო ბაიდენის კანდიდატურას[8].

2020 წლის 11 აგვისტოს გახდა პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ძირითადი პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ამერიკის შეერთებულ შტატებში[9].

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჰარისი დაიკავებს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2021 წლის 20 იანვარს[10]. იგი იქნება პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე და მეორე ფერადკანიანი ჩარლზ კურტისის შემდეგ[11].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Michael Finnegan. (2015-09-30) How race helped shape the politics of Senate candidate Kamala Harris. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2016-11-11.
  2. Kamala Harris: Who is Biden's running mate in 2020 US election?. BBC News (2020-08-12). ციტირების თარიღი: 2020-08-12.
  3. Donna Owens. (2016-11-08) Meet Kamala Harris, the Second Black Woman Elected to the U.S. Senate. NBC News. ციტირების თარიღი: 2016-11-11.
  4. Kamala D. Harris. National Association of Attorneys General (NAAG). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-12. ციტირების თარიღი: 2016-11-11.
  5. Phil Willon. (2016-11-08) Kamala Harris breaks a color barrier with her U.S. Senate win. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2016-11-11.
  6. Li Zhou. (2019-01-21) Kamala Harris announces her historic 2020 presidential campaign. Vox. ციტირების თარიღი: 2019-01-21.
  7. Lauren Gambino. (2019-11-01) ‘Don't count her out’: can Kamala Harris salvage a languishing 2020 bid?. The Guardian. ციტირების თარიღი: 2019-11-01.
  8. Richard Luscombe. (2020-03-08) Kamala Harris endorses Joe Biden for president ahead of key contests. The Guardian. ციტირების თარიღი: 2020-03-09.
  9. Kathleen Ronayne and Will Weissert. (2020-08-12) Biden picks Kamala Harris as running mate, first Black woman. AP. ციტირების თარიღი: 2020-08-12.
  10. Tensley, Brandon; Wright, Jasmine. Harris bursts through another barrier, becoming the first female, first Black and first South Asian vice president-elect. CNN (November 7, 2020). ციტირების თარიღი: November 8, 2020
  11. Solender, Andrew (August 12, 2020). „Here Are The ‘Firsts’ Kamala Harris Represents With VP Candidacy“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 2, 2020. ციტირების თარიღი: November 8, 2020. ციტატა: „Harris would not be the first person of color to serve as vice president. That honor belongs to Charles Curtis, President Herbert Hoover’s No. 2.“