ისააკ ნიუტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ისააკ ნიუტონი
ინგლ. Isaac Newton[1]
GodfreyKneller-IsaacNewton-1689.jpg
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი, 1642 (4 იანვარი, 1643)[2] [3] [4]
დაბ. ადგილი Woolsthorpe Manor, Lincolnshire, ინგლისის სამეფო[5]
გარდ. თარიღი 20 (31) მარტი, 1727[6] [7] [4] (84 წლის)
გარდ. ადგილი კენსინგტონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო[8]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[9]
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო[10] [1]
Union flag 1606 (Kings Colors).svg დიდი ბრიტანეთის სამეფო[11] [1]
ეროვნება ინგლისელები[1]
საქმიანობა ფიზიკა[12] , მექანიკა[12] , მათემატიკა[12] და ასტრონომია[12]
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი The King's School, Grantham[1] , ტრინიტის კოლეჯი[2] [1] , ტრინიტის კოლეჯი[1] და კემბრიჯის უნივერსიტეტი[13]
განთქმული მოსწავლეები როჯერ კოტსი[13] , John Flamsteed[13] და უილიამ უისტონი[13]
მამა ისააკ ნიუტონი[14] [1] [15]
დედა ჰანა ეისკოუ[1] [15]
ნათესავ(ებ)ი Catherine Barton[16]
ჯილდოები რაინდი-ბაკალავრი[2] [1]
ხელმოწერა Isaac Newton signature ws.svg

სერ ისააკ ნიუტონი (ინგლ. Isaac Newton; დ. 4 იანვარი, 1643 [ძვ. სტ. 25 დეკემბერი , 1642], სულსთორპი, გრემთემის მახლობლად — გ. 31 მარტი [ძვ. სტ. 20 მარტი], 1727, კენსინგტონი) — ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.

ნიუტონი დაიბადა ფერმერის ოჯახში. მამამისი გარდაიცვალა შვილის დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე. 12 წლის ნიუტონმა სწავლა დაიწყო გრენთემის სკოლაში. 1661 წელს შევიდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტი კოლეჯში, 1665 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი.

მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები“, სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად მას ეკუთვნის წვლილი ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის განვითარებაშიც. ნიუტონი პირველი იყო ვინც ჩამოაყალიბა დედამიწისა და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სახის კონუსურ კვეთებს (როგორიცაა ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა).

ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექტრი წარმოჩენილი თეთრი სინათლის სხივის პრიზმაში გავლისას თვით თეთრ სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა (როგორც როჯერ ბეკონი ამტკიცებდა მე-13 საუკუნეში), და ასევე ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება. ნიუტონმა ასევე განავითარა თბოგამტარობის კანონი, დაამტკიცა ბინომიალური თეორემა, ასევე აღმოაჩინა იმპულსის და იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონები.

ნიუტონს მათემატიკის გენიად მიიჩნევენ. ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: „ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 https://www.biography.com/people/isaac-newton-9422656
  2. 2.0 2.1 2.2 Berry A. A Short History of AstronomyLondon: John Murray, 1898.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 The Fine Art Archive — 2003.
  5. http://www.nationaltrustcollections.org.uk/place/woolsthorpe-manor
  6. http://www.bbc.co.uk/timelines/zwwgcdm
  7. http://westminster-abbey.org/our-history/people/sir-isaac-newton
  8. Ньютон Исаак // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1974. — Т. 18 : Никко — Отолиты. — С. 164–166.
  9. https://www.francetvinfo.fr/monde/royaume-uni/stephen-hawking-sera-enterre-au-cote-de-newton-et-darwin-a-l-abbaye-de-westminster_2666542.html
  10. http://www.humanistictexts.org/newton.htm
  11. http://db.stevealbum.com/php/chap_auc.php?site=2&lang=1&sale=4&chapter=17&page=3
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Isaac Newtonbiography.com.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Mathematics Genealogy Project — 1997.
  14. https://www.geni.com/people/Isaac-Newton-Sr/6000000001299332333
  15. 15.0 15.1 Kindred Britain
  16. https://books.google.co.uk/books?id=h3KgCgAAQBAJ&pg=PT149&dq=catherine+barton&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwimjfLe_5jlAhU0QxUIHe5ICYkQ6AEIUDAF#v=onepage&q=catherine%20barton&f=true