ანტუან ლავუაზიე
ანტუან ლავუაზიე | |
---|---|
ფრანგ. Antoine Laurent Lavoisier | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 26 აგვისტო 1743[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბ. ადგილი | პარიზი[12] [13] |
გარდ. თარიღი | 8 მაისი 1794[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [10] (50 წლის) |
გარდ. ადგილი | კონკორდის მოედანი |
დასაფლავებულია | Errancis Cemetery |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | ქიმია |
მუშაობის ადგილი | Ferme générale |
ალმა-მატერი | პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი |
მეუღლე | მარია ანა პიერეტ პოლზა[13] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, ოქროს მედალი, Hommes illustres, 72 names on the Eiffel Tower და კონკურ ჟენერალ |
გავლენა მოახდინეს
| |
ხელმოწერა |
![]() |
ანტუან ლორან ლავუაზიე (ფრანგ. Antoine-Laurent de Lavoisier; დ. 26 აგვისტო,1743, პარიზი - გ. 8 მაისი, 1794, იქვე) — ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1772, ადიუნქტი 1768-დან).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ამავე დროს სწავლობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგებს, განსაკუთრებით ფიზიკასა და ქიმიას. საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში (1789-1794) კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო. 1794 ლავუაზიეს თავი მოკვეთეს. ლავუაზიეს შრომებმა ქიმია აქცია ზუსტ გაზომვებზე დაფუძნებულ მეცნიერებად. მასის შენახვის კანონზე დაყრდნობით ლავუაზიემ უარყო ფლოგისტონის მცდარი ჰიპოთეზა. მან მთელი რიგი ცდების საფუძველზე დაასაბუთა, რომ წვა და გამოწვა ნივთიერების ჟანგბადთან შეერთების პროცესია. ლავუაზიემ ფრანგი სამხედრო ინჟინერ ჟ. მენიესთან ერთად დაადგინა, რომ წყალი ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთია (1783). მათვე მიიღეს წყალი წყალბადისა და ჟანგბადისაგან (1785). ფრანგ ქიმიკოსებთან ( კ. ბერთოლე, ლ. გიტონ დე მორვო, ა. ფურკრუა) ერთად 1786-1787 დაამუშავა რაციონალური ქიმიური ნომენკლატურის პროექტი, რომლის ძირითადი პრინციპები დღემდეა შემონახული. ლავუაზიემ სხვა ფრანგ მეცნიერებთან ერთად დააარსა ქიმიური ჟურნალი „Annales de chimie“ (1789), გამოაქვეყნა „ქიმიის საწყისი კურსი“, რომელშიც ქიმია განსაზღვრა, როგორც მეცნიერებათა შედგენილობისა და ანალიზის შესახებ. ლავუაზიემ თავისი შრომებით მყარი საფუძველი მოუმზადა ქიმიაში ატომიზმის შემოტანას. XIX საუკუნის დამდეგს მისმა შეხედულებებმა საყოველთაო აღიარება პოვა. ლავუაზიე თერმოქიმიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. 1783 ლავუაზიემ და ლაპლასმა პირველად განსაზღვრეს მთელი რიგი ნაერთების დაშლის სითბო მისი წარმოქმნის სითბოს ტოლია. 1777 ლავუაზიემ დაამტკიცა, რომ სუნთქვის დროს შთაინთქმება ჟანგბადი და გამოიყოფა ნახშირორჟანგი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 103.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 Comité des travaux historiques et scientifiques — 1834.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1995.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978.
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ 8.0 8.1 GeneaStar
- ↑ Roglo — 1997. — 8261991 ეგზ.
- ↑ 10.0 10.1 Pas L. v. Genealogics — 2003. — ed. size: 683713
- ↑ Bibliothèque interuniversitaire de Santé — 2011.
- ↑ Лавуазье Антуан Лоран // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 13.0 13.1 Brock W. H. The fontana history of chemistry — 1992. — ISBN 0-00-686173-3