კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიოგრაფიების პორტალში
ბიოგრაფია (ბერძნ. bios – სიცოცხლე, grapho - ვწერ), ადამიანის ცხოვრების აღწერა, ლიტერატურისა და ზოგიერთი მედიის (მაგ. კინოს) ერთ-ერთი ჟანრია, რომელსაც ინდივიდუალური ცხოვრების წერილობითი აღწერა უდევს საფუძვლად. ბიოგრაფია ძირითადად დოკუმენტურ წყაროებს ეყრდნობა და გამოგონილი არ არის. იგი კომპლექსურად აღწერს ადამიანის პერსონალურ მახასიათებლებს, რომელიც მისი გამოცდილების ინტიმურ დეტალებსაც ეყრდნობა. (სრულად...)
რჩეული ბიოგრაფია
მზია ამაღლობელი (დ. 12 მაისი, 1975, შუახევი) — ქართველი ჟურნალისტი, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის წევრი. 2025 წლის 12 იანვარს, საქართველოს საპროტესტო აქციების დროს, მზია ამაღლობელი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ, რაც ბათუმის პოლიციის უფროსს სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ სილა გააწნა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ამაღლობელს 7 თვის მანძილზე წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. (სრულად...)
მარგარეტ ფოსტერი თავის ლაბორატორიაში. სურათის „National Photo Company“-ის მიერ გაკეთებული თავდაპირველი წარწერაა „ქალბატონი მარგარეტ დ. ფოსტერი, ბიძია სემის ერთადერთი ქალი ქიმიკოსი, 4/19 ოქტომბერი“. ფოსტერი, ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის პირველი ქალი ქიმიკოსი იყო.