სტანისლავ ლეშჩინსკი
იერსახე
სტანისლავ I ლეშჩინსკი (დ. 20 ოქტომბერი, 1677, ლვოვი — გ. 23 თებერვალი, 1766, ლუნევილი) — პოლონეთის მეფე 1704–1711, 1733–1734. პოლონელი დიდაზნაური, პოზნანის ვოევოდა. პოლონეთის მეფედ აირჩიეს შვედეთის ზეგავლენით, მაგრამ შლიახტის უმრავლესობამ მეფედ არ ცნო. 1709 წელს პოლტავასთან შვედების დამარცხების ემიგრაციაში წავიდა ჯერ პრუსიაში, შემდეგ საფრანგეთის მეფე ლუი XV-სთან. 1733 წელს საფრანგეთის დახმარებით კვლავ აიყვანეს პოლონეთის ტახტზე. პოლონური მემკვიდრეობისათვის ომის (1733–1735) დროს გააძევეს პოლონეთიდან. ვენის ზავით (1738) უარი თქვა თავის პრეტენზიებზე და მემკვიდრეობით სამფლობელოდ მიიღო ლოთარინგია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 548.