უილიამ ჰაიდ უოლასტონი
იერსახე
| უილიამ ჰაიდ უოლასტონი | |
|---|---|
| ინგლ. William Hyde Wollaston | |
|
| |
| დაბ. თარიღი | 6 აგვისტო 1766 |
| დაბ. ადგილი | Dereham |
| გარდ. თარიღი | 22 დეკემბერი 1828 |
| გარდ. ადგილი | ლონდონი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ინჟინერი, მეტალურგი და ასტრონომი |
| მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | გონვილი და კაიუსის კოლეჯი და ჩარტერჰაუსის სკოლა |
| მამა | ფრენსის უოლასტონი |
| დედა | ალთეა ჰაიდი |
| ჯილდოები | კოპლის მედალი |
უილიამ ჰაიდ უოლასტონი (/ˈwʊləstən/; ინგლ. William Hyde Wollaston; დ. 6 აგვისტო 1766 — გ. 22 დეკემბერი 1828) — ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი, რომელიც ცნობილია პალადიუმისა და როდიუმის აღმოჩენით. გამოიგონა კამერა-ლუციდა (1807) და ამრეკლი გონიომეტრი (1809). ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1793). დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი (1788). მისი ძირითადი შრომები შეეხება ფიზიკის, ქიმიის, ასტრონომიის, მინერალოგიის, კრისტალოგრაფიისა და ბოტანიკის საკითხებს. გეოლოგიის დარგში დაწესებულია უოლასტონის მედალი.