ნიკონ სოფიისკი (ეგზარქოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთავარეპისკოპოსი ნიკონი

მთავარეპისკოპოსი ნიკონი (ერისკაცობაში — ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიისკი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (9 ივნისი, 190628 მაისი, 1908 წწ.).

ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიისკი დაიბადა 1861 წელს, კოსტრომის გუბერნიის ცუხლომის უეზდის სოფელ ოზარნიკოვოში სამღვდელოს ოჯახში. დაამთავრა სოლიგალიჩის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კოსტრომის სასულიერო სემინარია. 1883 წლიდან მღვდელი. დაქვრივების შემდეგ, 1887 წელს აღიკვეცა ბერად. სანქტ–პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1888 წელს დაინიშნა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1891 წელს ვლადიმირის სასულიერო სემინარიის რექტორად, 1891 წელსვე აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში. 1898 წლის 8 მარტს ვოლსკის ეპისკოპოსი, 1901 წლიდან მოყოლებული ეკავა ნარვის, ვიატკისა და სლობოდის საეპისკოპოსო კათედრები.

1906 წლის 9 ივნისიდან დაინიშნა ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსად, უწმიდესი სინოდის წევრად და საქართველოს ეგზარქოსად.

1908 წლის 28 მაისს, თბილისში, სინოდალური კანტორის ვესტიბიულში მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით, დღემდე დაუდგენელიმა პიროვნებამ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]