შინაარსზე გადასვლა

სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბომონთის ქართული ეკლესია

სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესია 1898 წელს
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°03′31″N 28°58′58″E / 41.058611° ჩ. გ. 28.982778° ა. გ. / 41.058611; 28.982778
ქვეყანა თურქეთი
სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი ისტორიული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1861
სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესია ვიკისაწყობში

სტამბოლის ღვთისმშობლის ქართული კათოლიკური ეკლესია (თურქ. Bomonti Gürcü Katolik Kilisesi) — ლურდის ღვთისმშობლის სახელობის ქართულ-კათოლიკური ტაძარი სტამბოლში, შიშლის რაიონის, ფერიქოის უბანში; ბომონთის კვარტალში.

მოქმედია დღეისთვისაც. ერთ-ერთია მცირეოდენ ქართულ კათოლიკურ ეკლესიათაგან. აგებულია 1861 წელს, ქართველი კათოლიკე აბატისა და ეპისკოპოსის, პეტრე ხარისჭირაშვილის თაოსნობით. ფერიქოიშივე დააარსა მანვე დედათა და მამათა მონასტრები. შემდგომში, სტამბოლში მცხოვრებ ქართველ კათოლიკეთა რიცხვის შემცირების გამო, მრევლში მოიმატა თურქ და სომეხ კათოლიკეთა წილმა. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ქალაქში 10 000-მდე მარტო კათოლიკე ქართველი ცხოვრობდა. ადნან მენდერესის პრემიერობისას, 1955 წლის სტამბოლის დარბევის შემდეგ ბევრმა აქაურმა ქართველმა დატოვა ქალაქი. დღესდღეობით სტამბოლის ქართულ-კათოლიკური თემი 200-დან 250-მდე კაცისაგან-ღა შედგება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]