შინაარსზე გადასვლა

ნაჯახავოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაჯახავოს ეკლესიაეკლესია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში. ეკლესია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა. თარიღდება X საუკუნით.

ნაჯახავოს ეკლესია კუპელჰალეს ტიპის ნაგებობა იყო. მისი გეგმა წარმოადგენს მცირედ წაგრძელებულ, აღმოსავლეთით აფსიდური შვერილით დაბოლოვებულ ცალნავიან სწორკუთხედს (8,3X 11,8 მ.). მისი გრძივი კედლები ერთმანეთს არ უტოლდება: ჩრდილოეთი მხარე შესამჩნევად გრძელია სამხრეთისაზე. შიდა სივრცეში ორი წყვილი გუმბათქვეშა შვერილია - აღმოსავლეთისა უშუალოდ აფსიდს ესაზღვრება. ამის გამო, დარბაზის სივრცე ორნაწილიანია (დასავლეთი მონაკვეთი და გუმბათქვეშა); არ არის საკურთხევლისწინა, აღმოსავლეთი მონაკვეთი, რაც შვერილთა ორი წყვილის შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ასეთი ტიპის ტაძრებში. თვით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი უჩვეულოდ განიერია, ნავის თითქმის მთელი სიგანის მომცველი.

ნაჯახავოს ეკლესია ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

  • გენგიური ნ., „კუპელჰალე“, თბ., 2005
  • ელიავა გ., აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღისშესანიშნაობანი, თბ., 1971
  • კაპანაძე თ., ნაჯახავოს "გუმბათოვანი დარბაზის" ტიპის ეკლესია, ძეგლის მეგობარი, კრ.76, 1987