ტალერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1525 წლის ტალერი.

ტალერი — ვერცხლის მონეტა. პირველად მოჭრეს ჩეხეთში 1518 წელს. 1555 წლიდან ფულის ერთეულად იყენებდნენ საღვთო რომის იმპერიაში, აგრეთვე პოლონეთში, შვედეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში და სხვ. თავდაპირველად შეიცავდა 28-29 გრამ სუფთა ვერცხლს. 1857 წელს ჩრდილოეთ გერმანიასა და ავსტრიაში ტალერის მასა შეადგენდა 16,67 გრამს. 1871-73 წლებში გერმანიაში ფულის რეფორმის დროს ტალერი გაუთაბარეს სამ ოქროს მარკას. ტალერის მოჭრა შეწყვეტილი იყო 1908 წლამდე, შემდგომ კი ისევ აღადგინეს 3 მარკის ნომინალური ღირებულებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]