შინაარსზე გადასვლა

წამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წმ. (მრავალმნიშვნელოვანი).
წამი

წამები ციფერბლატზე
სტანდარტი: SI სისტემის ძირითადი ერთეული.
სიდიდე: დრო
სიმბოლო (ქართ): წმ
სიმბოლო (საერთ): s
ეკვივალენტები:
ჯერად
ერთეულებში
1/60 წთ.
1/3600 სთ.
სურათები ვიკისაწყობში

წამი (აღნიშვნა: წმ, s) — დროის ძირითადი საზომი ერთეული, ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში.

1967 წელს ზომა-წონათა XIII გენერალურ კონფერენციაზე მიღებულია წამის შემდეგი განსაზღვრა: „წამი არის დრო, რომელიც ტოლია ცეზიუმის 133 ატომის ძირითადი მდგომარეობის ორ ზენაზ დონეს შორის გადასვლის შესაბამისი გამოსხივების 9192631770 პერიოდისა“. ასე განსაზღვრულ წამს უწოდებენ ატომურს. მისი აღწარმოება ხდება სიხშირისა და დროის ცეზიუმის ეტალონების მეშვეობით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ განვსაზღვროთ 133 ცეზიუმის ატომების გამოსხივების სიხშირე ორ ფიქსირებულ ენერგეტიკულ დონეს შორის.

წამის წილობითი და ჯერადი ერთეულებია: წუთი (წთ, min), საათი (სთ, h) და ასე შემდეგ.

  • 1 წთ = 60 წმ;
  • 1 სთ = 3600 წმ;

ჯერადი და წილობითი ერთეულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წამის“ საზომი ერთეულისათვის, როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ სტანდარტული სი თავსართები (გამონაკლისია დეცი- და სანტი-). დიდი დროის ინტერვალების გასაზომად გამოიყენება ერთეულები წუთი, საათი, დღე და ა. შ.

ჯერადი წილადი
სიდიდე სახელწ. აღნიშვნა სიდიდე სახელწ. აღნიშვნა
101 წმ დეკაწამი დკწმ das 10−1 წმ დეციწამი დწმ ds
102 წმ ჰექტოწამი ჰწმ hs 10−2 წმ სანტიწამი სწმ cs
103 წმ კილოწამი კწმ ks 10−3 წმ მილიწამი მწმ ms
106 წმ მეგაწამი მეგწმ Ms 10−6 წმ მიკროწამი მკწმ µs
109 წმ გიგაწამი გწმ Gs 10−9 წმ ნანოწამი ნწმ ns
1012 წმ ტერაწამი ტწმ Ts 10−12 წმ პიკოწამი პწმ ps
1015 წმ პეტაწამი პაწმ Ps 10−15 წმ ფემტოწამი ფწმ fs
1018 წმ ექსაწამი წმ Es 10−18 წმ ატოწამი აწმ as
1021 წმ ზეტაწამი ზაწმ Zs 10−21 წმ ზეპტოწამი წმ zs
1024 წმ იოტაწამი იაწმ Ys 10−24 წმ იოქტოწამი წმ ys
1027 წმ რონაწამი რაწმ Rs 10−27 წმ რონტოწამი წმ rs
1030 წმ ქვეტაწამი ქაწმ Qs 10−30 წმ ქვექტოწამი წმ qs
  რეკომენდირებულია გამოსაყენებლად
  გამოყენება არაა რეკომენდირებული
  არ გამოიყენება ან გამოიყენება პრაქტიკაში ძალზედ იშვიათდ
  • მუქი კურსივით მონიშნული ქართული შემოკლებები საჭიროებს წყაროებს

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წამი&oldid=4679694“-დან