პეტალიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტალიტი
საერთო
ქიმიური ფორმულაLi[AlSi4O10]
იდენტიფიკაცია
ფერიუფერული, თეთრი, რუხი, ვარდისფერი
მინერალის ელვარებამინისებრი

პეტალიტი (ძვ. ბერძნ. πέταλον — „ფოთოლი“), კასტორიტი — იშვიათი მინერალი, ლითიუმის ალუმინსილიკატი . აღიწერა და სახელი მიენიჭა 1800 წელს. ლითიუმი პირველად სწორედ პეტალიტიდან გამოყვეს. სახელი ეწოდება ტკეჩადობის სიბრტყეებზე ფოთლისებრად გახლეჩის უნარის გამო.

თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგონია მონოკლინურია. წარმოქმნის პრიზმისებრ ან ბრტყელ კრისტალებს, მსხვილკრისტალურ აგრეგატებს, დიდ ბლოკებს და სხვ. ტკეჩადობის სიბრტყეებზე უფერო, თეთრი, რუხი და ვარდისფერია; ელვარება — მინისებრი, სადაფისებრი. სიმაგრე მოოსის სკალით — 6,5; სიმკვრივე — 2,412–2,422 გ/სმ³. ტკეჩადობა სრულია. გვხვდება გრანიტის პეგმატიტებში. შედის ლითიუმის მადნებში.[1]

საბადოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვხვდება დასავლეთ ავსტრალიაში, ბრაზილიაში (მინას-ჟერაისის შტატი), იტალიაში (ელბას კუნძული), შვედეთში (უტოს კუნძული), ჩეხეთსა და ნამიბიაში.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰგავს ბევრ უფერო ქვას, დაწახნაგებული მინას წააგავს. გამოიყენება როგორც სანაკეთო ქვა. ღირებული ნედლეულია კერამიკისათვის. ძვირად ფასობს კოლექციონერებს შორის. კრისტალების მასა იშვიათად აღემატება 5 კარატს, თუმცა აღმოჩენილებიდან ყველაზე დიდის მასა 206 კარატია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nickel E. H., Nichols M. C. IMA/CNMNC List of Mineral Names (March 2007) — 2007.
  • Н. Гринвуд, А. Эрншо. Химия элементов : в 2 т. / пер. с англ.. — 3-е изд.. — М.: БИНОМ. Лаборатория знаний, 2015. — Т. 1. — С. 74. — 607 с. — (Лучший зарубежный учебник). — ISBN 978-5-9963-1733-2.
  • Шуман В. Мир камня. Драгоценные и поделочные камни. — М.: Мир, 1986. С.180.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пекова, Наталья Анатольевна. Петалит ru. Научно-образовательный портал «Большая российская энциклопедия» (2022-08-01). ციტირების თარიღი: 3 მაისი, 2023