ავგუსტ კროგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავგუსტ კროგი
August Krogh Bain 32006.jpg
დაბ. თარიღი 15 ნოემბერი 1874(1874-11-15)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი გრენა
გარდ. თარიღი 13 სექტემბერი 1949(1949-09-13)[6] [2] [3] [4] [5] (74 წლის)
გარდ. ადგილი კოპენჰაგენი[6]
მოქალაქეობა Flag of Denmark.svg დანია
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
მუშაობის ადგილი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Marie Krogh
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[7] [8], კრუნის სახელობის პრემია, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ედინბურგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოსლოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი, Baly Medal და Q66881732?

შეკ ავგუსტ სტინბერგ კროგი (დან. Schack August Steenberg Krogh; დ. 15 ნოემბერი, 1874, გრენო, დანია, — გ. 13 სექტემბერი, 1949, კოპენჰაგენი) — დანიელი ფიზიოლოგი. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორი (1916-1945). იკვლევდა ადამიანის სუნთქვის შედარებითი ფიზიოლოგიის, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის ანატომიისა და ფიზიოლოგიის და უჯრედული ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა საკითხს. კაპილარული სისხლის მიმოქცევის რეგულირების მექანიზმის აღმოჩენისთვის 1920 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტ კროგი დაიბადა გრენოში (იუტლანდი), გემთმშენებლის ოჯახში 1874 წელს. სკოლაშივე გატაცებული იყო საბუნებისმეტყველო საგნებით. ფიზიოლოგიის მიმართ ინტერესი მისმა მასწავლებელმა ვილემ სორენსენმა. 1899 წელს კროგმა დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, სადაც ჯერ მედიცინას, შემდეგ კი ზოოლოგიას სწავლობდა. 1897 წლიდან მუშაობდა ცნობილ მეცნიერთან, კრისტიან ბორთან სამედიცინო ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში. 1903 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. 1908 წლიდან იყო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ზოოფიზიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, 1916-1945 წლებში კი — პროფესორი და ცხოველთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მისი კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია ასევე გენტოფტის კერძო ლაბორატორიაში, რომელიც კროგმა კომპანია „კარლსბერგისა“ და სკანდინავიის ინსულინის ფონდის დახმარებით შექმნა.

კროგმა განსაკუთრებით დაინტერესებული იყო სუნთქვის შედარებითი ფიზიოლოგიით, რომელსაც თავის ცოლთან, მარი იორგენსენთან ერთად სწავლობდა. ამ სამუშაოს მსვლელობისას კროგმა აღმოაჩინა, რომ კაპილარები ვიწროვდება ან ფართოვდება ქსოვილებში ჟანგბადის საჭიროების მიხედვით, რისთვისაც 1920 წელს ნობელის პრემია მიენიჭა. კროგმა აღწერა სხვადასხვა ორგანოს კაპილარული კედლის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები და დაასაბუთა ნივთიერებათა ცვლაში კაპილარული სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა. გამოიკვლია იონთა როლი უჯრედების ცხოველმოქმედებაში და ბიოლოგიური მემბრანების განვლადობა. ცოლ-ქმარმა კროგებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დანიაში ინსულინის წარმოებისა და გავრცელების საქმეში. 1923 წელს ავგუსტ კროგმა დააარსა ინსულინის მწარმოებელი „ნორდისკ ინსულინლაბორატორიუმ“, რომელიც შემდგომში, 1989 წელს კონკურენტ „ნოვო ტერაპეუტისკ ლაბორატორიუმს“ შეუერთდა და „ნოვო ნორდისკის“ (Novo Nordisk) სახელწოდებით ფარმაცევტულ გიგანტად იქცა.

ავგუსტ კროგი იყო ედინბურგის, ბუდაპეშტის, ლუნდის, ჰარვარდის, გეტინგენის, ოსლოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, დანიის მეცნიერებათა აკადემიის და მსოფლიოს სხვადასხვა სწავლული საზოგადოების, მათ შორის ლონდონის სამეფო საზოგადოების, უცხოელი წევრი. გარდაიცვალა კოპენჰაგენში 1949 წელს, 74 წლის ასაკში. ავგუსტ კროგსა და ბირტე მარი იორგენსენს ჰყავდათ 4 შვილი, მ. შ. ერიკ კროგი იყო აარჰუსის უნივერსიტეტის ანატომი, ხოლო ქალიშვილი ბოდილი კი — ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ფიზიოლოგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Larsen, E. H. (2001). "August Krogh and the laboratory of animal physiology situated at Ny Vestergade 11". Ugeskrift for Laeger 163 (51): 7240–7248. PMID 11797555.
  • Kardel, T. (1999). "About the seven little devils who changed physiology. August and Marie Krogh on pulmonary gas exchange". Ugeskrift for Laeger 161 (51): 7112–7116. PMID 10647306.
  • Schmidt-Nielsen, B. (1984). "August and Marie Krogh and respiratory physiology". Journal of Applied Physiology: Respiratory, Environmental and Exercise Physiology 57 (2): 293–303. . PMID 6381437.
  • Poulsen, J. E. (1975). "The impact of August Krogh on the insulin treatment of diabetes and our present status". Acta Medica Scandinavica. Supplementum 578: 7–14. . PMID 1098401.
  • Dejours, P. (1975). "August Krogh and the physiology of respiration". Scandinavian Journal of Respiratory Diseases 56 (6): 337–346. PMID 769148.
  • Kenez, J. (1965). "The Capillaries and Krogh". Orvosi Hetilap 106: 177–178. PMID 14275297.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]