კოლხიდა (დაბა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კოლხიდა (გაგრის მუნიციპალიტეტი))
Jump to navigation Jump to search
დაბა
კოლხიდა
Ҧсахара
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°14′00″ ჩ. გ. 40°18′00″ ა. გ. / 43.23333° ჩ. გ. 40.30000° ა. გ. / 43.23333; 40.30000
ცენტრის სიმაღლე 20
მოსახლეობა 3102 კაცი (1989)
კოლხიდა (დაბა) — საქართველო
კოლხიდა (დაბა)
კოლხიდა (დაბა) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კოლხიდა (დაბა)
კოლხიდა (დაბა) — გაგრის მუნიციპალიტეტი
კოლხიდა (დაბა)

კოლხიდა (აფხ. Ҧсахара[1] „ფსახარა“) — დაბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გაგრის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ალპიისკოე, გაგრაფსტა, გრუზინსკოე-უშჩელიე, ზემო ხევი, ოტრადნოე). დაბის სტატუსი მიენიჭა 1982 წელს. კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა ფსახარა უწოდა და კვლავ დაუბრუნა სოფლის სტატუსი.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისიდან ფიქსირდება წყაროებში. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ღია ტიპის ძეგლი, პალეოლითის ხანის მასალა და ნეოლითური იარაღი. XIX საუკუნეში აქ იყო რუსული სიმაგრე კოლხიდა და დიდი მთავრის ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვის მამული „კოლხიდა“. შემდეგ შეიქმნა დასახლებული პუნქტი. 1923 წელს გაგრის მაზრაში შედიოდა კოლხიდა-ალახაძის, ხოლო 1925 წელს — ალახაძე-კოლხიდის თემის სახელწოდებით (2 სოფლით). 1930 წელს კოლხიდის თემში შედიოდა სოფლები: კოლხიდა ზემო, კოლხიდა ქვემო, შადრევანი (ფონტანი), ხევი (უშჩელიე). ვ. კვარჭიას ცნობით, XIX საუკუნეში აქ იყო სოფლები აძაფშ და ფსახარა. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა ფსახარა (Ҧсахара) დაარქვეს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობდა 3 102 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 3 102 -- --

1959 წლის მონაცემებით, დღევანდელი დაბა კოლხიდის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი სოფელი: ზემო კოლხიდა და ქვემო კოლხიდა. ზემო კოლხიდაში ცხოვრობდა 486 ადამიანი, უმეტესად სომხები, ხოლო ქვემო კოლხიდაში — 1 667 ადამიანი, სომხები და ქართველები. მთლიანად კოლხიდის სასოფლო საბჭოს მოსახლეობა 8 019 ადამიანი იყო[3]. 1989 წლის აღწერით დაბა კოლხიდაში ცხოვრობდა 3 102 ადამიანი, ასევე სომხები და ქართველები.

2011 წლის აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით, ფსახარის სასოფლო საბჭოს მოსახლეობა შეადგენს 2 492 ადამიანს, მათგან 1486 — სომეხი (59,6 %), 727 — აფხაზი (29,2 %), 170 — რუსი (6,8 %), 56 — ქართველი (2,2 %), 21 — პონტოელი ბერძენი (0,8 %), 12 — უკრაინელი (0,5 %), ხოლო 20 ადამიანი სხვა ეთნიკურობისაა (0,8 %).[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]