თრდატი (რევის ძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თრდატი
იბერიის მეფე
წინამორბედი: ვარაზ-ბაკური
მემკვიდრე: ფარსმან IV
შვილები: ბაკური
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: რევი

თრდატიფარნავაზიანთა სახლის რევიანთა შტოს დაამარსებელი. მირიან III-ის უფროსი ძის — რევის ძე. თრდატი და მისი დედა სალომე კახეთსა და კუხეთს ფლობდნენ და უჯარმაში ცხოვრობდნენ. დაახლოებით 338-341 წლებში მათ სომხების დახმარებით მოინდომეს ბაკურ მეფის ტახტიდან გადაყენება, მაგრამ დამარცხდნენ. 368 წელს რომაელთა და სომეხთა დახმარებით თრდატი ქართლში გამეფდა, თუმცა მალე იძულებული გახდა ტახტი დაეტოვებინა. რომსა და ირანს შორის ქართლის გაყოფის შემდეგ, თრდატი რომაელთა გავლენის სფეროში მოქცეულ ქართლის ნაწილში მეფობდა. რადგან ირანის გავლენის ქვეშ მყოფ ქართლის მეფეს ვარაზ-ბაკურს გარდაცვალებისას მცირეწლოვანი ვაჟიშვილები დარჩნენ, თრდატი, როგორც ვარაზ-ბაკურის სიმამრი და უკვე „კაცი მოხუცებული“, ირანის გავლენის სფეროში მყოფ ქართლში გამეფდა. დაახლოებით 395 წელს თრდატი სამეფო ტახტიდან ვარაზ-ბაკურის უფროსმა ძემ ფარსმანმა გადააყენა.

მეფეთა ცხოვრების დახასიათებით თრდატი იყო „კაცი მორწმუნე, ბრძენი და გონიერი“. მანვე ააშენა ეკლესია ნეკრესში, ხოლო მშენებლობა დაიწყო რუსთავში. თრდატი ამიანე მარცელინუსის მიერ მოხსენიებული საურმაგის იდენტური პიროვნებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოილაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 109.
  • გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, ჟურნ. „მნათობი“, № 3 თბ. 1983