ვიტამინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ვიტამინი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვიტამინი (მრავალმნიშვნელოვანი).
B-ჯგუფის ვიტამინის ტაბლეტები.

ვიტამინი, ორგანული ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი არ ასინთეზებს (ან მცირე რაოდენობით ასინთეზებს) და მისი მიღება აუცილებელია დიეტით.შესაბამისად კონკრეტული ნვთიერება ზოგიერთი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ვიტამინი ხოლო სხვისთვის არა. მაგალითდ ვიტამინ C, ასკორბინმჟავა: ის ადამიანებისთვის ვიტამინია ხოლო სხვა დანარჩენი ორგანიზმების უმრავლესობისთვის არა, რადგან მათ ორგანიზმში ხდება მისი სინთეზი.

ვიტამინები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: წყალში და ცხიმში ხსნადად. წყალში ხსნად ვიტამინებს ეკუთვნის B ჯგუფის ყველა ვიტამინი და ვიტამინი C, ხოლო ცხიმსი ხსნად ვიტამინებს — A,D,E და K ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინები: თიამინი(ანუ ანევრინი) რიბოფლავინი(B2) ნიაცინი(ანუ ნიკოტინ მჟავა) პანტოთენის მჟავა(B5) პირდოქსინი(B6) ციანკობალამინი(ანუ კობალამინი)(B12) ფოლიუმის მჟავა(B9) ბიოტინი (B7) ლეციზინი

B ჯგუფის ვიტამინები გვხვდება ძალიან ბევრ პროდუქტში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, ხორცპროდუქტებში, რძის პროდუქტებში და ა.შ. ვიტამინი B12 კი გვხვდება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში, B ჯგუფის ზოგიერთ ვიტამს შეიცავს მარცვლეული კულტურები - მაგრამ არა B12-ს. B12 პასუხისმგებელია სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ის მთავარ როლს ასრულებს ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. B12-ის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ანემიას და ნერვული სისტემის დაზიანებას, იმ ადამიანებისთვის რომლებიც არ იღებენ ცხოველურ პროდუქტებს, მკაცრად რეკომენდირებულია B12-ს ტაბლეტების სახით ან B12-ით ხელოვნურად გამდიდრებული პროდუქტების მიღება. B12 -ით განსაკუთრებით მდიდარია ხორც პროდუქტები(ძროხის ხორცი,ღვიძლი, თევზი და ა.შ.), ის ასევე მოიპოვება კვერცხში და რძის პროდუქტებში. B ჯგუფის ვიტამინების უმრავლესობას შეიცავს აგრეთვე მარცვლეული კულტურები,ნიგოზი, და კარტოფილი.B6-ს ამზადებენ აგრეთვე ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები. გამოყენება:ძირითადათ საჭიროა ზრდისა და სიჯანსაღის სესანარჩუნებლად.ისენი აგრეთვე მონაწილეობენ საკვების დაშლაში ენერგიის მისაღებად.აგრეთვე B12და ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის,B5და B6აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის.

ვიტამინი C(ასკორბინის მჟავა) საჭიროა ზრდისა და ქსოვილთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის,განსაკუთრებით კანის,სისხლძარღვების,ძვლებისა და კბილებისათვის.აუცილებელ კოფერმენტს წარმოადგენს მრავალ მეტაბოლურ რეაქციაში,განსაკუთრებით ცილების დაშლასა და ახალი ცილების წარმოქმნაში.აგრეთვე ამაღლებს რეზისტენტობას ინფექციის წინააღმდეგ და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

ვიტამინი D(კალციფეროლი) წყარო:ღვიძლი,თევზის ღვიძლის ცხიმი,რძის პროდუქტები,კვერცხის გული,მარგარინი, სპეციალური ნივთიერება(პროვიტამინი D3)კანის უჯრედებში გარდაიქმნება D ვიტამინად მზის სინათლის ზემოქმედებით. გამოყენება:აუცილებელია კალციუმის და ფოსფორის შეწოვისთვის და მათი გადასვლისთვის ძვლებსა და კბილებში.შესაძლოა მოქმედებდეს პარათჰორმონთან ერთად.

E ვიტამინი(ტოკოფეროლი) წყარო:ხორცი,კვერცხის ყვითრი,ფოთლოვანი ბოსტნეულინიგოზი,რძის პროდუქტები,ხორბლის ჩანასახი,თესლისა და ბოსტნეულის ზეთი. აგრეთვე E ვიტამინი იცავს ზოგიერთ მემბრანებს რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.

K ვიტამინი(ფილოქვინონი ანუ მელაქვინონი) წყარო:ღვიძლი,ხილი,ნიგოზი,პომიდორი,მწვანე ბოსტნეული,განსაკუთრებით კომოსტო.აგრეთვე მას ამზადებენ ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები. K ვიტამინი აუცილებელია ღვიძლში პროტრომბინის სინტეზისათვის(საჭიროა სისხლის შედედებისთვის)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბიოლოგიის ლექსიკონი" ავტორი:ქორინ სტოკლი.„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" თბილისი 2005წ,"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტამინები(www.medportal.ge)

ვიტამინი B12


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.