როჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როჭო
Black Grouse.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ქათმისნაირნი
გვარი: როჭო
ლათინური სახელი
Lyrurus

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



როჭო (ლათ. Lyrurus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. აერთიანებს 2 სახეობას: ჩვეულებრივი როჭო (Lyrurus tetrix), რომელიც გავრცელებულია ევროპასა და აზიის ტყისა და ტყე-ველის ზონებში და კავკასიური როჭო, რომელიც ბინადრობს დიდი და მცირე კავკასიონის მთიანეთში. მამალი ჩვეულებრივი როჭო შავია, ლურჯი და მწვანე ბზინვარება დაკრავს, ფრთაზე თეთრი „სარკე“ აქვს, კუდის გარეთა ბუმბულები ქნარს მოგვაგონებს. დედალი მომცრო და ჭრელია. ბუდობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. გაზაფხულზე მამლები ტიხრიხებენ. პოლიგამიური ფრინველებია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დედალი დებს 4-147 კვერცხს, ინკუბაცია გრძელდება 19-25 დღე. იკვებება მცენარეული საკვებით — კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ნაყოფით; ზამთარში გუნდებად ნომადობენ. ძვირფასი სანადირო-სარეწაო ფრინველია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=როჭო&oldid=2644261“-დან