ხევსურეთის არაგვი
| ხევსურეთის არაგვი | |
|---|---|
|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი (მცხეთა-მთიანეთის მხარე) |
| მარჯვენა შენაკადები |
ბლოსწყალი როშკისწყალი |
| მარცხენა შენაკადები |
გუდანისჭალა ლიქოკისხევი |
| სათავე |
ხევსურეთის ქედი 42°35′31″ ჩ. გ. 44°59′26″ ა. გ. / 42.59194° ჩ. გ. 44.99056° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2635 მ |
| შესართავი |
ფშავის არაგვი 42°25′33″ ჩ. გ. 44°56′34″ ა. გ. / 42.42583° ჩ. გ. 44.94278° ა. გ. |
| სიგრძე | 24 კმ |
| აუზის ფართობი | 305 კმ² |
| მდინარის სისტემა | ფშავის არაგვი → არაგვი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 7,9 მ³/წმ |
|
| |
ხევსურეთის არაგვი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2635 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 24 კილომეტრი. აუზის ფართობი 305 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზფხულ-ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე, წყალმცირობა — ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარჯვნიდან — ბლოსწყალი, როშკისწყალი; მარცხნიდან — გუდანისჭალა, ლიქოკისხევი. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 7,9 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 452.
| ||||||||||||||