ასპინძის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასპინძის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტი დროშა ასპინძის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

ასპინძა

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის მხარე

სიმჭიდროვე

15.8 [1] კაცი/კმ²

ფართობი

825 კმ2

მოსახლეობის რაოდენობა

10 372 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 82%
სომხები 17.5%
რუსები 0.2%
ოსები 0.1%
ბერძნები 0.1%[2]

ოფიციალური საიტი

www.aspindza.ge

ასპინძის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

ასპინძის ციხე დაბა ასპინძაში
ეკლესია ხვილიშა, VII საუკუნე

ასპინძის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში. 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — ახალციხის მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელით, 1930 წლიდან — ცალკე ტოლოშის რაიონია, 1933 წლიდან დაერქვა ასპინძის რაიონი. მუნიციპალიტეტის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ბუნება

მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია თრიალეთის მთების კალთებით, სამხრეთიდან — ერუშეთის მთების კალთებით. ტერიტორია შეადგენს 825 კვ.კმ-ს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 540 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი. მისის შენაკადებია: ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვები. სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს წუნდის ტბა.

ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით:

მოსახლეობა

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 13 262
2002 13 106
2014 10 372

ადგილობრივი თვითმმართველობა

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს გამგებელი. მუნიციპალიტეტიში შექმილია ტერიტორიული ორგანოები შემდეგ დასახლებებში:

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მიწათმოქმედება, მეხილეობა, მეცხოველეობა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და უმთავრესად ადგილობრივი დანიშნულებისაა. აქ არის ადგილობრივი მნიშვნელობის ორი ბალნეოლოგიური კურორტი: ასპინძა და ნაქალაქევი, ასევე ტურისტული ბაზა „ვარძია“.

კულტურა

მუნიციპალიტეტში 22 საჯარო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).

ღირსშესანიშნაობანი

ასპინძის მუნიციპალიტეტში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი, მათ შორის აღსანიშნავია: ვარძია, ზედა ვარძია, ვანის ქვაბები, თავკვეთურა, თმოგვის ციხე, ზედა თმოგვი, ხერთვისი, ხვილიშა, ჩიხორისი, შორეთი, ოთის ციხე, ოშორის ეკლესია, ჩიტიკიბე, ღართა, ყიზილდერესი, ვარნეთი, აგარა, ძველი, წუნდა, კოხტასთავი, ბერისხევი, ბერთაყანა, ქარზამეთი, ალანძა, გავეთი, გიორგიწმინდა, ოლოდა, სარო

ლიტერატურა