ღართა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღართა.
სოფელი
ღართა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლი
მუნიციპალიტეტი ხაშური
კოორდინატები 41.949°00′00″ ჩ. გ. 43.656°00′00″ ა. გ. / 41.94900° ჩ. გ. 43.65600° ა. გ. / 41.94900; 43.65600
ცენტრის სიმაღლე 980
მოსახლეობა 15 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98 % [1]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ღართა — საქართველო
ღართა

ღართასოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. (ხალების თემი), თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 15 ადამიანი.[2]

მნიშვნელოვანი მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1625 წელი - სოფელ ღართას მიდამოებში ქართლის სამეფო ლაშქარმა გიორგი სააკაძის სარდლობით ამოწყვიტა ყიზილბაშთა ლაშქრის ჭარბი ძალები და შეაჩერა მტრის სვლა თბილისისაკენ.
  • 1778 წელი - სოფელ მუხრანიდან მომავალმა ქეთევან დედოფლის მხლებლებმა, 300-კაციანმა მორიგე ჯარის რაზმმა სოფელთან სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო 500-კაციანი ლეკთა რაზმი და დარბევას გადაარჩინა ახლო მდებარე სოფლები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
  2. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 5 ივნისი 2016.