ოსმან I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსმან I
Gazi Sultan Osman
Osman Gazi.jpg
ოსმალეთის იმპერიის 1-ლი სულთანი
მმართ. დასაწყისი: 17 იანვარი, 1299
მმართ. დასასრული: 29 ივლისი, 1326 (27 წელი)
წინამორბედი:
მემკვიდრე: ორჰან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1258
დაბ. ადგილი: სოღუთი
გარდ. თარიღი: 1 აგვისტო, 1326 (68 წლის)
გარდ. ადგილი: ბურსა
მეუღლე: მალჰუნ ხათუნი
რაბია ბალა ხათუნი
შვილები: ორჰან I
ალაედინ-ფაშა
ფაზარლი ბეი
ჩობან ბეი
ჰამიდ ბეი
მელიქ ბეი
სავჯი ბეი
შეჰზადე ერთუღრული
ფატმა ხათუნი
დინასტია: ოსმანები
მამა: ერთუღრულ გაზი
დედა: ჰალიმე ხათუნი
რელიგია: ისლამი

ოსმან I გაზი (თურქ. Osman I Gazi, ოსმალ.: عثمان بن أرطغل; ქართ. დამპყრობელი; დ. დაახლ. 1258, შუქუთი, თურქეთი — გ. 1326, ბურსა) — ოსმანთა სახელმწიფოს დამაარსებელი, ბეგი, რომელსაც სულთნადაც მოიხსენიებენ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმანი იყო თურქთა ურდოების ბეგის ერთუღრულისა და ჰალიმე ხათუნის შვილი და პირველი ბეგის სულეიმანის შვილიშვილი.

იგი თავდაპირველად თურქ-სელჩუკთა ვასალი იყო და მათ სამეფოს იცავდა ბიზანტიელებისაგან. 1288 წელს მამის სიკვდილის შემდგომ იგი მცირე აზიაში მოსახლე თურქთა ურდოების ბეგი გახდა, რომლებმაც შემდგომში მისი სახელი მიიღეს და იწოდებოდნენ „ოსმანებად“. 1299 წელს ოსმანი დამოუკიდებელი მმართველი გახდა და თითქმის მთელი მცირე აზია დაიპყრო. აქედან გამომდინარე იგი ითვლება „ოსმალეთის იმპერიის“ დამაარსებლად და მის პირველ სულთნად.

1326 წელს მან აიღო ქალაქები ბურსა და ნიკეა (დღევანდელი იზნიქი). იგი იმავე წელს გარდაიცვალა და ოსმანთა მეთაური გახდა მისი ვაჟი ორჰან I.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]