მონტე-ტიტანო
| სან-მარინოს ისტორიული ცენტრი და მონტე-ტიტანოს მთა* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| მონტე-ტიტანო და მის მწვერვალზე მდებარე სამი ციხესიმაგრე
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
| ნომერი | 1245 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1245 რუს. • ინგლ. • ფრ. |
მონტე-ტიტანო (ტიტანების მთა)[1] — მთა აპენინის მთებში, სან-მარინოს უმაღლესი მწვერვალი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 739 მეტრია.[2] მდებარეობს დედაქალაქ სან-მარინოს აღმოსავლეთით. 2008 წელს მონტე-ტიტანო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა კომბინირებული სახელით „სან-მარინოს ისტორიული ცენტრი და მონტე-ტიტანოს მთა". ორივე ობიექტის ტერიტორია ერთად 55 ჰა-ს შეადგენს, მოიცავს მონტე-ტიტანოსა და სხვა სტრუქტურებს, მათ შორისაა თავდაცვითი კოშკები, კედლები, ჭიშკრები და ბასტიონები, ასევე ნეოკლასიკური ბაზილიკა.[3]
მონტე-ტიტანოს მთაგრეხილის დასაწყისში, მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი სან-მარინო, რომლის ისტორიაც ადრეული IV საუკუნიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, მთის წვერზე VIII საუკუნეში მონასტერი არსებობდა. მთიანი ლანდშაფტი არეალს საუცხოო იერს სძენს და მისმა ჩაკეტილმა მდებარეობამ სან-მარინო, როგორც რესპუბლიკა მრავალ საუკუნეთა მიღმა შემოინახა.[3][4]
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ (1898) The Numismatic circular (Italian), გვ. 531.
- ↑ Official Italian 1:25,000 mapping; other sources give slightly higher figures.
- ↑ 3.0 3.1 San Marino (pdf). UNESCO.org. წაკითხვის თარიღი: 2010-11-03.
- ↑ "Travel & Geography: Mount Titano". Encyclopedia Brittanica. http://www.britannica.com/EBchecked/topic/521449/San-Marino/236529/Geography?anchor=ref101628აკითხულია: 2010-11-03.