ტიაგო სილვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიაგო სილვა
Thiago Silva
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Thiago Silva Brazil-England 2009.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ტიაგო ემილიანო და სილვა
დაბ. თარიღი 22 სექტემბერი, 1984
დაბ. ადგილი    რიო დე ჟანეირო, ბრაზილიის დროშა ბრაზილია
სიმაღლე 183 სმ.
პოზიცია ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი პარი სენ-ჟერმენი
ნომერი --
ახალგაზრდობის კლუბები
2001-2003 პედრაბრანკა
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
2004
2004-2005
2005

2005-2006
2009-2012
2012-
ხოვენტუდი
პორტუ
დინამო
ფლუმინენსე
მილანი
პსჟ
28 (3)
0 (0)
0 (0)

81 (6)
92 (5)
0 (0)   
ეროვნული ნაკრები2
2008- ბრაზილია 27 (1)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 10:25, 15 ივლისი, 2012 (UTC).
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

ტიაგო ემილიანო და სილვა (პორტ. Thiago Emiliano da Silva; დ. 22 სექტემბერი, 1984, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

ტიაგო სილვამ კარიერა 2003 წელს ბრაზილიური სერია ა-ს კლუბ „ხოვენტუდში“ დაიწყო, სეზონი კარგად ჩაატრა და ევროპული გუნდების ყურადღებაც მიიპყრო. 2004 წელს სილვამ „პორტუს“ ფორმა მოირგო თუმცა არც ერთი მატჩი არ უთამაშია, სეზონის დასრულების შემდეგ სილვამ მოსკოვის „დინამოს“ მიაშურა, თუმცა მოვლენები იქაც ისევე განვითარდა როგორც „პორტუში“, ამიტომ იძულებული გახდა ბრაზილიაში დაბრუნებულიყო. 2006 წელს სილვა ფლუმინენსეში გადავიდა და გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მალე დაიმკვიდრა. „ფლუმინენსეში“ შესანიშნავი ორი სეზონის შემდეგ მისით იტალიური „მილანი“ დაინტერსედა სადაც მალევე გადაბარგდა იტალიელთა ბრაზილიელი მთავარი მწვრთნელის დამსახურებით. სილვა 2009-10 წლების სეზონში მილანის დაცვის ბურჯი გახდა ალესანდრო ნესტასთან ერთად. მისი ტრანსფერი ევროპაში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ტიაგომ მიწვევა ბრაზილიის ნაკრებშიც მიიღო, რომელსაც 2010 წლის მუნდიალზე გაჰყვა, სხვა „მილანელი“ ბრაზილიელების – რონალდინიოსა და პატოსგან განსხვავებით.

ტიტულები[რედაქტირება]

  • ბრაზილიის თასის მფლობელი (1): 2007
  • იტალიის სერია A-ს გამარჯვებული (1): 2011
  • იტალიის სერია A-ს წლის საუკეთესო მცველი (1): 2011

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]