მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსელო
MarceloRealMadrid.JPG
პირადი მონაცემები
სრული სახელი მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1988
დაბ. ადგილი    რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 174 სმ.
პოზიცია მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი რეალი
ნომერი 12
ახალგაზრდობის კლუბები
2002-2005 ფლუმინენსე
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
2005-2007
2007-
ფლუმინენსე
რეალ მადრიდი
29 (4)
32 (0)   
ეროვნული ნაკრები2
2006- ბრაზილია 3 (1)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 23 სექტემბერი, 2006 (UTC).
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი ან უბრალოდ მარსელო(დ. 1988 წ. 12 მაისს), ბრაზილიელი ფეხბურთელია, რომელიც მადირდის რეალში თამაშობს.

სექციების სია

[რედაქტირება] საკლუბო კარიერა

[რედაქტირება] ახალგაზრდული წლები

მარსელომ ფეხბურთის თამაში 9 წლისამ დაიწყო. 13 წლის ასაკში მისით საფეხბურთო კლუბ, ფლუმინენსეს სკაუტები დაინტერესდნენ. ფეხბურთელის ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. ამ მიზეზით ერთ ხანს მარსელომ სპორტის ამ სახეობის მიტოვებაც კი გადაწყვიტა, თუმცა ფლუმინენსეს მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინეს. ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, 2005 წლის 13 ნოემბერს ამ კლუბში მისი დებიუტიც შედგა, ვასკო და გამასთან შეხვედრაში, მარსელო მეორე ტაიმიდან ჩაერთო მატჩში, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა, ანგარიშით 2-0.

[რედაქტირება] მადრიდის რეალი

მარსელო რეალის ფეხბურთელი 2007 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გახდა. აი რა განაცხადა მადრიდელთა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა ბრაზილიელის პრეზენტაციაზე: "მარსელო ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. ის ახალგაზრდა და ენერგიულია და გუნდს უფრო გამოაცოცხლებს. გარდა ამისა, ბრაზილიელი ჩვენი სპორტული გეგმის ნაწილია, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას ეხება. ამ ტრანსფერის განხორციელებით ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ფეხბურთელის შეძენა თითქმის ნახევარ ევროპას სურდა."

მარსელოს დებიუტი ახალ კლუბში დეპორტივოს წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის 7 იანვარს. იმავე წლის 14 აპრილს ფეხბურთელმა სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად იასპარეზა. მას შემდეგ რაც რეალის სათავეში ბერნდ შუსტერი მოვიდა, ბრაზილიელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. მარსელო რეალის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და საფეხბურთო ექსპერტების ვარაუდით, გუნდის ერთერთი საკვანძო ფიგურაა.

[რედაქტირება] სანაკრებო კარიერა

მარსელო (მარცხნივ) არგენტინელ ლიონელ მესისთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზე.

2006 წელს, მარსელომ ბრაზილიის ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა. მან უელსის ნაკრებს გაუტანა შესანიშნავი შორეული გოლი, რომელიც როგორც ამბობენ, მხოლოდ ბრაზილიელი მცველებისთვისაა დამახასიათებელი. ფეხბურთელს ხშირად ადარებენ მის ცნობილ თანამემამულე მცველს, რობერტო კარლოსს.

მარსელომ ბრაზილიის ნარკების რიგებში მონაწილეობა მიიღო 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე. სადაც კარლოს დუნგას თავკაცობით, მან და მისმა თანაგუნდელებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

მარსელოს მარცხენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. გარდა ამისა, ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც ასრულებს.

[რედაქტირება] ტიტულები

  • გამარჯვებული (2) : 2006-07, 2007-08
  • გამარჯვებული (1): 2008
  • ფინალში დამარცხებული (1): 2007



Soccer.png  პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე