ტონი კროოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტონი კროოსი
კროოსი 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ტონი კროოსი
დაბადების
თარიღი
4 იანვარი, 1990 (1990-01-04) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
გრაიფსვალდი,
აღმოსავლეთი გერმანია
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
1997–2002 გრაისფვალდერი
2002–2006 ჰანზა
2006–2007 ბაიერნი მიუნხენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2007–2008 ბაიერნი-2 მიუნხენი 13 (4)
2007–2014 ბაიერნი მიუნხენი 130 (13)
2009–2010   ბაიერ 04 43 (10)
2014– რეალ მადრიდი 301 (22)
ეროვნული ნაკრები
2005–2007 გერმანია 17-წლ. 34 (17)
2009 გერმანია 19-წლ. 5 (3)
2008–2009 გერმანია 21-წლ. 10 (2)
2010–2021 გერმანია 106 (17)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 ივნისი, 2021

ტონი კროოსი (გერმ. Toni Kroos; დ. 4 იანვარი, 1990) — გერმანელი ფეხბურთელი, „რეალ მადრიდისა“ და გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი.[1] ის არის ბრემენის „ვერდერის“ ფორვარდის, ფელიქს კროოსის ძმა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კროოსი დაიბადა გრაიფსვალდში და თამაში დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გრაიფსვალდერში“, შემდეგ კი გადავიდა „როსტოკის ჰანზას“ ახალგაზრდულ კლუბში. 2006 წელს შეუერთდა „ბაიერნს“. 2007-08 წლების სეზონში გადაიყვანეს პირველ გუნდში, როდესაც ის იყო 17 წლის. ბაიერნის მწვრთნელმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ის ითამაშებდა 10-ნომრიანი მაისურით „ბაიერნში“, როდესაც მას ექნებოდა მეტი გამოცდილება.[2]

კროოსს ჰქონდა შესანშინავი სტარტი „ბაიერნში“, მისი დებიუტი შედგა 2007 წლის 26 სექტემბერს, როდესაც მისმა გუნდა 5-0 დაამარცხა „კოტბუსის ენერგია“. კროოსმა ორი საგოლე პასი გადასცა მიროსლავ კლოზეს მოედანზე გამოსვლიდან 18 წუთის განმავლობაში.[3] წარმატებული აღმოჩნდა მისი დებიუტი უეფა-ს ევროპის ლიგის მატჩში „რედ სტართან“, 81-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე, ჯერ მიროსლავ კლოზეს გადასცა საგოლე პასი, შემდეგ კი თვითონ გაიტანა და მოაგებინა მის გუნდს ურთულესი მატჩი.

იჯარით ლევერკუზენის ბაიერში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კროოსი იჯარით გადავიდა „„ბაიერ 04 ლევერკუზენში“ 2009 წლის იანვარში. 2009 წლის 18 აპრილს ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა „ვოლფსბურგის“ კარში, სადაც „ბაიერმა“ წააგო 1-2. 2009 წლის 27 ნოემბერს კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კროოსი დაბრუნდებოდა ბაიერნში. 2009 წლის 19 დეკემბერს, მან დუბლი შეასრულია „მიონხენგლადბახის ბორუსიასთან“ მატჩში, რომელიც „ბაიერმა“ 3-2 მოიგო და გახდა სეზონის პირველი ნახევრის ჩემპიონი 2009-10 წლების სეზონში.

2009 წლის დეკემბერში კიკერის მკითხველებმა დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერმა“ გამოთქვა მისი შენარჩუნების სურვილი, „ბაიერნმა“ უარი განაცხადა მის ბაიერში დატოვებაზე 2012 წლამდე.[4]

მიუნხენის ბაიერნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კროოსი დაბრუნდა „ბაიერნში“ წელიწადნახევრიანი განათხოვრების შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, მან ბაიერის მაისურით გაიტანა 10 გოლი ბუნდესლიგაში 43 მატჩში.

2010 წლის 16 აგვისტოს ითამაშა პირველად "გერმანია ვინდეკის" წინააღმდეგ გერმანიის თასის პირველ რაუნდში, გაიტანა მესამე გოლი, მისმა კლუბმა კი მოიგო 4-0. იმ სეზონში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა ბუნდესლიგის, გერმანიის თასის და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. პირველი გოლი ჩემპიონტაში გაიტანა 2010 წლის 29 ოქტომბერს, ფრაიბურგის კარში, სადაც ბაიერნმა მოიგო 4-1.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადავიდა „რეალ მადრიდში“ 20 მლნ ევროდ.

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტონის აძლევს ინტერვიუს გერმანია-თურქეთის (3-0) მატჩის შემდეგ 2010 წლის 20 ოქტომბერს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე.

ახალგაზრდული ნაკრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კროოსი დაჯილდოვდა ოქროს ბურთით, როგორც გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი და ვერცხლის ბუცით 5 გოლის გატანის შემდეგ.[5] კროოსის დებიუტი გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში შედგა 2008 წლის 5 სექტემბერს 2009 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ და გაიტანა გოლი მე-11 წუთზე,[6] მეორე გოლი კი გაიტანა იტალიელ თანატოლებთან მატჩში, სადაც მისმა ნაკებმა 1-0 გაიმარჯვა. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ჰორსტ ჰრუბეშმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ის არ შეიყვანა 2009 წლის ჩემპიონატის განაცხადში.[7]

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის იანვარში, კროოსი გამოიძახეს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში საწვრთნელ შეკრებაზე[8] და შეიყვანეს არგენტინის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის 2010 წლის 3 მარტს, სადაც შედგა მისი სანაკრებო დებიუტი.[9] კროოსი ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შიეყვანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სანაკრებო განაცხადში. მისი დებიუტი ჩემპიონატზე შედგა განის ნაკრებთან მატჩში, შემოვიდა მე-80 წუთზე, მისმა ნაკრებმა კი მოიგო 1-0. მან ასევე ითამაშა მეოთხედფინალში არგენტინასთან, ნახევარფინალში ესპანეთთან და მესამე ადგილისთვის მატჩში ურუგვაის ნაკრებთან.

ევრო 2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში კროოსი იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, ითამაშა ათი შესაძლებელი მატჩიდან რვაში. გერმანიამ მოიგო ათივე მატჩი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში. კროოსმა გაიტანა ორი გოლი ამ პერიოდში ამხანაგურ მატჩებში, ორივე მარჯვენა ფეხით.

ჩემპიონატზე კროოსმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში შეცვლიდან ითამაშა. ნახევარფინალში კი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ლევმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა იტალიელი ანდრეა პირლოს გასანეიტრალებლად მოედნის ცენტრში. ლევის ეს გადაწყვეტილება შემდგომში მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, რადგან გერმანიამ 1-2 წააგო.[10][11]

მუნდიალი 2014[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კროოსი უკვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. მან გააკეთა საგოლე გადაცემა კუთხურიდან პირველივე მატჩში პორტუგალიის წინააღმდეგ და გოლი გაატანინა ჰუმელსს. ასევე მისი პასი გაიტანა ჰუმელსმა გოლი მეოთხედფინალურ მატჩში საფრანგეთის წინააღმდეგ. ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრისას კროოსმა გაუკეთსა საგოლე გადაცემა თომას მიულერს, რომელმაც გახსნა ანგარიში, ხოლო თავად გაიტანა ორი გოლი და დასახელდა მატჩის, რომელიც გერმანიამ 7-1 მოიგო, საუკეთესო მოთამაშედ.

სანაკრებო გოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლი თარიღი ადგილი მეტოქე გატანა შედეგი გათამაშება
1. 6 სექტმბერი, 2011 PGE არენა გდანსკი, გდანსკი, პოლონეთი პოლონეთის დროშა პოლონეთი 1–1 2–2 ამხანაგური მატჩი
2. 11 ნოემბერი, 2011 ეროვნული ოლიმპიური სპორტული კომპლექსი, კიევი, უკრაინა უკრაინის დროშა უკრაინა 2–1 3–3 ამხანგური მატჩი
3. 12 ოქტომბერი 2012 ავივა, დუბლინი, ირლანდია ირლანდიის დროშა ირლანდია 5–0 6–1 მუნდიალი 2014-ის საკვალიფიკაციო ეტაპი
4. 6–0
5. 6 სექტემბერი 2013 ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია ავსტრიის დროშა ავსტრია 2–0 3–0 მუნდიალი 2014-ის საკვალიფიკაციო ეტაპი
6. 8 ივლისი 2014 მინეირანი, ბელუ ორიზონტი, ბრაზილია ბრაზილიის დროშა ბრაზილია 3–0 7–1 მუნდიალი 2014
7. 4–0

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის დროშა ბაიერნი:(11)

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი:(19)

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის დროშა გერმანია

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს ფეხბურთელი: 2006
  • ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი: 2007: საუკეთესო ბომბარდირი
  • 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: 2007: ოქროს ბურთი
  • 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: 2007: ვერცხლის ბუცი
  • Fritz-Walter-Medal 2008, ოქროს მედალი (კატეგორია U18)[12]

კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო სტატისტიკა ჩემპიონატი Cup ლიგის თასი საკონტინეტთაშორისო ჯამში
კლუბი ჩემპიონატი სეზონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
გერმანია ჩემპიონატი გერმანიის თასი სუპერთასი ევროთასები ჯამში
რეგიონალლიგა 2007–08 12 3 12 3
ბაიერნი გერმანია 2007–08 12 0 2 0 0 0 6 1 20 1
ბაიერნი II მე-3 ლიგა 2008–09 1 1 1 1
ბაიერნი ბუნდესლიგა 2008–09 7 0 1 1 0 0 8 1
ბაიერ 04 ლევერკუზენი 10 1 3 0 13 1
2009–10 33 9 2 0 35 9
ბაიერნი 2010–11 27 1 3 1 7 0 37 2
2011–12 30 4 5 1 13 2 48 7
კარიერის სტატიტიკა 132 19 16 3 0 0 26 3 174 25

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ის არის „ბრემენის ვერდერის“ ფორვარდის, ფელიქს კროოსის ძმა. მისი მამა მუშაობს როსტოკის „ჰანზას“ 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kroos auf Leihbasis zu Bayer German. kicker sportmagazin (31 January 2009). ციტირების თარიღი: 31 January 2009.
  2. FCB vow to nurture and protect Kroos’ rare talent. FC Bayern (19 September 2007). ციტირების თარიღი: 19 September 2007.
  3. Hitzfeld's Review. FC Bayern (21 May 2007). ციტირების თარიღი: 28 May 2007.
  4. „Nerlinger: Best youngsters will get a chance“. FCBayern.de. 1 December 2009.
  5. Shining Starlets Pocket Prizes. FIFA (9 September 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 9 September 2007.
  6. Kroos scores in his first match. German Football Association (5 September 2008). ციტირების თარიღი: 5 September 2008.
  7. Darum sind Kroos und Baumjohann nicht dabei German. tz-online.de (13 June 2009). ციტირების თარიღი: 12 December 2011.
  8. Robert Huth ist wieder da German. kicker sportmagazin (21 January 2010). ციტირების თარიღი: 22 January 2010.
  9. DFB-Team mit Müller und Kroos German. kicker sportmagazin (26 February 2010). ციტირების თარიღი: 26 February 2010.
  10. „Euro 2012: Spain v Italy — five key issues“. The Telegraph. 30 June 2012. ციტირების თარიღი: 5 October 2013.
  11. „Kroos emerges as talk of Bayern Munich, challenging German stars“. Sports Illustrated. 28 September 2012. ციტირების თარიღი: 5 October 2013.
  12. Florian Jungwirth erhält Fritz-Walter-Medaille in Silber German. TSV 1860 Munich Official Website (24 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 25 July 2007.
  13. Roland Kroos: “Jungs sind immer am Limit“ German. fc-hansa.de (17 December 2009). ციტირების თარიღი: 5 January 2010.