მესუთ ოზილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მესუთ ოზილი
Mesut Özil (9881761465) Cropped.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი მესუთ ოზილი
დაბადების
თარიღი
15 ოქტომბერი, 1988 (1988-10-15) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
გელზენკირხენი, დასავლეთ გერმანია
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
არსენალი
ნომერი 11
ახალგაზრდული კარიერა
1995-1998 ვესტფალია 04 გელზენკირხენი
1998-1999 ტევტონია (შალკე-ნორდი)
1999-2000 ფალკე (გელზენკირხენი)
2000-2005 როტ-ვაის ესენი
2005-2007 შალკე 04
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006-2008 შალკე 04 30 (0)
2008-2010 ვერდერი 71 (13)
2010-2013 რეალ მადრიდი 105 (19)
2013- არსენალი 11 (4)
ეროვნული ნაკრები
2006-2007 გერმანია 19 წლ. 11 (4)
2007-2009 გერმანია 21 წლ. 16 (5)
2009- გერმანია 52 (17)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

მესუთ ოზილი (გერმ. Mesut Özil; 15 ოქტომბერი, 1988) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ წევრი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება]

გერმანიაში[რედაქტირება]

ოზილმა თავისი პროფესიული კარიერა „შალკე 04“-ში დაიწყო, კონტრაქტი მან 2005 წელს გააფორმა. „შალკეს“ შემადგენლობაში მან პირველად ითამაშა ლიგის თასზე „ბაიერის“ წინააღმდეგ, სადაც მთავარი პლეიმეიქერი ლინკოლნი შეცვალა.[1]

2008 წლის 31 იანვარს ოზილმა კონტრაქტი გააფორმა „ვერდერთან“. 2010 წლის 17 აგვისტოს კი მან კონტრაქტი ესპანურ კლუბ „რეალ მადრიდთან“ გააფორმა.[2]

რეალ მადრიდი[რედაქტირება]

2010/11[რედაქტირება]

მესუთ ოზილი „მილანის“ წინააღმდეგ
ადებაიორი (მარცხნივ), ოზილი და რონალდუ (მარცხნივ) ალმერიას წინააღმდეგ

2010 წლის 29 აგვისტოს, შედგა ოზილის დებიუტი „რეალის“ რიგებში, „მალიორკას“ წინააღმდეგ. გერმანელი 59-ე წუთზე შევიდა მოედანზე სერხიო კანალესის ნაცვლად. მატჩი 0:0 დასრულდა[3]. თავისი პირველი გოლი „რეალში“ ოზილმა 2010 წლის 3 ოქტომბერს გაიტანა „დეპორტივო ლა-კორუნიას“ კარში, ამ შეხვედრაში მადრიდელებმა 6:1 იმარჯვეს. ოზილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 24-ე წუთზე გაიტანა[4]. მესუთმა გოლი გაიტანა „რასინგთან“, 2 გოლი გაიტანა „ატლეტიკოსთან“ ორ რაუნდიან დაპირისპირებაში, მან ასევე „სარაგოსას“ და „ხეტაფეს“ კარშიც მოახერხა გოლის გატანა. ოზილმა გააკეთა 17 საგოლე გადაცემა და ესპანეთში ამ მაჩვენებლით მე-2 იყო ლიონელ მესის შემდეგ. ესპანეთის ჩემპიონატში ოზილმა ითამაშა 36 შეხვედრა, 30 თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 6 თამაშში მოედანზე სათადარიგოდან შევიდა. ის 22-ჯერ იქნა გამოცვლილი.

ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი კი ოზილს „რეალ მადრიდის“ რიგებში „აიაქსის“ წინააღმდეგ ჰქონდა. ის მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდა და 88 წუთზე გავიდა. ოზილმა გაიტანა 1 გოლი, გააკეთა 6 საგოლე გადაცემა და გახდა ტურნირის საუკეთესო ასისტენტი. პირველი შეხვედრა ესპანეთის თასზე „რეალ მურსიასთან“ ჰქონდა გასვლაზე. მატჩი 0:0 დასრულდა. განმეორებით მატჩში, სანტიაგო ბერნაბეუზე, ოზილს მონაწილეობა შეხვედრაში არ მიუღია და მისმა გუნდმა 5:1 იმარჯვა. პირველ 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, „ლევანტეს“ წინააღმდეგ ოზილმა გოლი გაიტანა მე-9 წუთზე. 1/4 ფინალში კი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ნახევარფინალს განმეორებით შევხედრაში, „სევილიის“ წინააღდეგ ოზილმა მატჩში პირველი გოლი გაიტანა გუნდს შეხვერაში გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა. საბოლოოდ „რეალ მადრიდმა“ მოახერხა თასის მოგება და ეს ოზილის პირველი ტიტული იყო ახალ კლუბში.

2011/12[რედაქტირება]

ახალი სეზონის დასაწყისში იოზილმა 10 ნომერი აიღო, რადგან ლასანა დიარამ, რომელსაც წინა სეზონში ჰქონდა 10 ნომერი, 24 ნომრიანი მაისური მოირგო. ბოიკოტის გამო ესპანეთის ჩემპიონატი ახალ სეზონში მე-2 ტურიდან განახლდა, სადაც „სამეფო კლუბი“ სტუმრად „სარაგოსას“ დაუპირისპირდა. ოზილმა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო შეხვედრა და ის 78-ე წუთზე გამოცვალეს. ამ დროში იოზილმა 1 საგოლე გადაცემის გაკეთემა შეძლო ხოლო „რეალ მადრიდმა“ 0:6 დაამარცხა მეტოქე. ამ სეზონში ესპანეთში „რეალი“ პირველ ადგილზე გავიდა, მოაგროვა 100 ქულა და გაიტანა 121 გოლი. „ბლანკოსმა“ რეკორდი დაამყარა გატანილი გოლების რაოდენობით. გერმანელმა ნახევარმცველმა კი 4-ჯერ გამოიჩინა თავი და 17-ჯერ გაატანინა თანაგუნდელებს.

არსენალი[რედაქტირება]

2013 წლის 2 სექტემბერს „რეალ მადრიდმა“ ისკოსა და გარეთ ბეილის შეძენის შემდეგ გაყიდა ოზილი „არსენალში“, რომელმაც გერმანელ ფეხბურთელში 40 მლნ ფუნტზე მეტი გადაიხადა და ამით ოზილი ყველაზე ძვირადღირეუბლ გერმანელ ფეხბურთელად იქცა[5]

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება]

ოზილი აწვდის კუთხურს

2007 წელს ოზილი გამოიძახეს გერმანიის 21 წლამდელთა ნაკრებში. 2008 წელს მან ითამაშა ევრო 2008-ის ფინალური მატჩი ახალგაზრდული ნაკრების რიგებში. 2009 წლის 5 თებერვალს კი გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. 11 თებერვალს კი შედგა მისი დებიუტი ნორვეგიის წინააღმდეგ. მატჩი ნორვეგიელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

იოზილი და პოდოლსკი

მსოფლიო ჩემპიონატი 2010[რედაქტირება]

გერმანელები, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, D ჯგუფში მოხვდნენ. პირველი მატჩი ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. ოზილი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მე-12 წუთზე მან პირველივე შეხვედრაში მიიღო ყვითელი ბარათი. იოზილმა მოედანზე 74 წუთი დაჰყო და ის მარიო გომესმა ჩაანაცვლა. გერმანელებმა შეხვედრა 4:0 მოიგეს. შემდეგ მატჩში გერმანიამ მარცხი განიცადა. „ბუნდესნაკრებმა“ სერბეთთან შეხვედრა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დათმო. გერმანელები 37-ე წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ..ოზლიმა შეხვედრაში 70 წუთი ითამაშა. D ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გერმანია განის ნაკრებს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა. იოზილი მოედანზე მატჩის დაწყებისთანავე გამოჩნდა და მე-60 წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა. 1/8 ფინალში გერმანია ინგლისს დაუპირისპირდა. ოზილმა 83 წუთი გაატარა მოედანზე და გერმანელებმა 4:1 მოიგეს. 1/4 ფინალში მათი მეტოქე არგენტინა იყო და მათ გერმანელებმა 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. ოზილმა ამჯერად მთლიანი შეხვედრა ჩაატარა. ნახევარფინალში გერმანელები მომავალ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. მატჩი ესპანელების გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ჩემპიონატზე გერმანელებმა მე-3 ადგილი დაიკავეს. მათ მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ურუგვაი მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატზე იოზილმა 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და იყო კანდიდატი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთის მოგების.

ევრო 2012[რედაქტირება]

ევროპის ჩემპიონატზე იოზილის დებიუტი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 87 წუთი გაატარა. ამ მატჩში ოზილისაუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გერმანელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. მეორე ტურის მატჩში ისინი ჰოლანდიას დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს, მესუთ ოზილი 81-ე წუთზე გამოცვალეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში დანიასთან ოზილმა სრული შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. მეოთხეთფინალში გერმანელებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხეს 4:2. ოზილმა მე-3 გოლი გაიტანა და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა ფილიპ ლამზე და მიროსლავ კლოზეზე. ნახევარფინალში მათი მეტოქე იტალიის ნაკრები იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გერმანელები 0:2-ს აგებდნენ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ერთი გოლის გაქვითვა მესუთ იოზილმა 11 მეტრიანის საშუალებით მოახერხა და მატჩი 1:2 დასრულდა. გერმანელები ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.

სტატისტიკა[რედაქტირება]

2012 წლის 23 დეკემბრის მონაცემებით[6][7][8]

კლუბი სეზონი ლიგა თასი ევროთასები სულ
თამაშები გოლები პასები თამაშები თამაშები პასები გოლები გოლები პასები თამაშები გოლები პასები
შალკე 04 2006/07 19 0 1 1 0 0 1 0 0 21 0 1
2007/08 11 0 4 1 1 0 4 0 0 16 1 4
სულ 30 0 5 2 1 0 5 0 0 37 1 5
ვერდერი 2007/08 12 1 1 0 0 0 2 0 0 14 1 1
2008/09 28 3 12 5 2 1 14 0 7 47 5 20
2009/10 31 9 12 5 0 2 8 0 7 44 9 21
2010/11 1 0 1 1 0 1
სულ 71 13 25 11 2 4 24 0 14 106 15 43
მადრიდის რეალი 2010/11 36 6 17 6 3 2 11 1 6 53 10 25
2011/12 35 4 17 7 1 4 10 1 3 52 7 24
2012/13 17 4 4 3 0 1 4 1 2 24 5 7
სულ 88 14 38 16 4 7 25 3 11 129 22 56
სულ კარიერაში 189 27 68 29 7 11 56 5 25 272 38 104

ტიტულები[რედაქტირება]

კლუბური[რედაქტირება]

სანაკრებო[რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]