ანხელ დი მარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანხელ დი მარია
ანხელ დი მარია 2018 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანხელ ფაბიან დი მარია ერნანდესი
დაბადების
თარიღი
14 თებერვალი, 1988 (1988-02-14) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
როსარიო, არგენტინა
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბენფიკა
ნომერი 11
ახალგაზრდული კარიერა
1991–1992 ტორიტო
2001–2005 როსარიო სენტრალი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2005–2007 როსარიო 35 (6)
2007–2010 ბენფიკა 76 (7)
2010–2014 რეალი 124 (22)
2014–2015 იუნაიტედი 27 (3)
2015–2022 პარი სენ-ჟერმენი 197 (56)
2022–2023 იუვენტუსი 26 (4)
2023– ბენფიკა 9 (5)
ეროვნული ნაკრები
2007 არგენტინა 20-წლ. 13 (3)
2008 არგენტინა 23-წლ. 6 (2)
2008– არგენტინა 135 (29)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 ნოემბერი, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 17 ნოემბერი, 2022

ანხელ ფაბიან დი მარია ერნანდესი (ესპ. Ángel Fabián Di María Hernández; 14 თებერვალი, 1988, როსარიო, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, „როსარიო სენტრალის“ აღზრდილი, „ბენფიკას“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების გარემარბი. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს არგენტინელ ფეხბურთელად.[1][2][3][4][5][6][7]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანხელ დი მარიამ ფეხბურთის თამაში ექიმის რჩევით დაიწყო. ექიმმა თქვა, რომ ის ტექნიკური და სწრაფი ბავშვი იყო და ძალები სპორტში უნდა მოესინჯა. მან თამაში დაიწყო 7 წლის ასაკში, თავისი მშობლიური ქალაქის კლუბში „ატლეტიკო ელ ტორიტოში“, საიდანაც 13 წლის ასაკში „როსარიო სენტრალში“ გადავიდა. 17 წლის ასაკში მას მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი „ინდეპენდიენტეს“ წინააღმდეგ, 2005 წლის „აპერტურას“ ბოლო ტურში. 2 წლის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გამოთქვეს ევროპულმა კლუბებმა. მისით დაინტერესებული იყო რუსული „რუბინი“ და 2007 წელს ახლოს იყო რუსულ კლუბში გადასვლასთან.

2007 წელს, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესანიშნავად ჩატარების და გამარჯვების შემდეგ (ტურნირის განმავლობაში ანხელმა 3 გოლი გაიტანა) დი მარია იყიდა პორტუგალიურმა გრანდმა „ბენფიკამ“, 6 მილიონ ევროდ. „ბენფიკის“ პრეზიდენტი ლუიშ ფელიპე ვიეირა ამბობდა, რომ მისმა კლუბმა სიმაო სამბროსას ღირსეული შემცვლელი შეიძინა.

2008 წელს დი მარია ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის წინააღმდეგ, 1/4 ფინალურ შეხვედრაში, 105-ე წუთზე, ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ, ანხელმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ფინალში ნიგერიის წინააღმდეგ 58-ე წუთზე ანხელმა ერთადერთი გოლი გაიტანა, რამაც არგენტინის ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონობა მოუტანა.

ანხელის საფეხბურთო კარიერა „ბენფიკაში“ შესანიშნავად წარიმართა: ის გულშემატკივრებმა შეიყვარეს. ორი წარუმატებელი წლის შემდეგ (ორ წელიწადში კლუბმა მხოლოდ ლიგის თასი მოიგო) „ბენფიკამ“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ზედიზედ მეორედ ლიგის თასიც მოიგო. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე არგენტინელი „მადრიდის რეალში“ მოხვდა.

დი მარია „რეალის“ შემადგენლობაში. 2010.

2009 წლის დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოლაპარაკებები ჰქონდა დი მარიასთან. „წითელი ეშმაკები“ მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა მოლაპარაკებები „ბენფიკამ“ ჩაშალა.[8]

„სამეფო კლუბმა“ ანხელი ოფიციალურად 2010 წლის 28 ივნისს გაიფორმა. მათ შორის 6 წლიანი კონტრაქტი დაიდო. დი მარიას სანაცვლოდ გადახდილი იქნა 25 მილიონი ევრო, ამას დამატებული 5 მილიონი თუ ანხელი კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევდა და მინიმუმ ერთ ტიტულს მაინც მოიგებდა პირველ წელს[9] „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დი მარიას ტრანსფერის თაობაზე „რეალსაც“ მიმართა, „ინგლისელები“ მის სანაცვლოდ 8 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდნენ და დამატებით ანდერსონსაც სთავაზობდნენ. თუმცა მათი მცდელობა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა. მისი დებიუტი 29 აგვისტოს შედგა, როდესაც „სამეფო კლუბი“ პირველ ტურში „მალიორკას“ დაუპირისპირდა.[10] პირველი გოლი არგენტინელმა 18 სექტემბერს გაიტანა „რეალ სოსიედადის“ კარში. 10 დღეში მან გაიტანა თავისი პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც, „ოსერის“ კარში. 2010 წლის 19 დეკემბერს „სევილიის“ კარში ანხელმა ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. 3 დღის შემდეგ 22 დეკემბერს ესპანეთის თასის 1/8 ფინალში დი მარიამ 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ლიონთან“ განმეორებით შეხვედრაში ანხელმა მესამე და უკანასკნელი გოლი გაიტანა და გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. 1/4 ფინალში მან კვლავაც მოახერხა თავის გამოჩენა „ტოტენჰემის“ მატჩში. 2011 წლის 20 აპრილს ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონას“ წინააღმდეგ 120-ე წუთზე მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. „კრიშტიანუ რონალდუს“ ერთადერთი გოლის წყალობით მადრიდელებმა 1:0 მოიგეს. ანხელისთვის ეს ტიტული პირველი იყო „რეალის“ რიგებში. 2011 წლის 1 მაისს მან თავისი 50-ე შეხვედრა ჩაატარა „მადრიდის რეალის“ რიგებში. სეზონის ბოლოს, ანხელმა გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი.[11]

დი მარიამ დიდი წვლილი შეიტანა „რეალ მადრიდის“ ტრიუმფში 2014 წელს. კლუბმა მოიგო ესპანეთის საფეხბურთო თასი, რომლის ფინალში დი მარიამ გოლი გაუტანა „ბარსელონას“ და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, რომელიც „რეალს“ ბოლო 12 წელი არ მოეგო. დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა.

2014 წლის ზაფხულში დი მარია 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა. ეს ბრიტანეთისთვის რეკორდული ტრანსფერია.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში. 2011.

2007 წელს დი მარია არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, პარაგვაიში გასამართი სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, სადაც 2 გოლი გაიტანა. ანხელი ასევე გამოიძახეს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, კანადაში. ამ ტურნირზე მან გაიტანა 3 გოლი და მისმა ნაკრებმა ჩემპიონობა იზეიმა.

2008 წელს დი მარია ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის წინააღმდეგ, 1/4 ფინალურ შეხვედრაში, 105 წუთზე, ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ, ანხელმა შეძლო და გოლი გაიტანა. დი მარიას ბიოგრაფიის მთავარი მომენტი იყო ფინალში ნიგერიის წინააღმდეგ 58-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლი, რომელმაც არგენტინის ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა.

დი მარია წასული იყო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე. ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი მან ამხანაგურ შეხვედრაში ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა[12].

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტუგალიის დროშა ბენფიკა
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
საფრანგეთის დროშა პარი სენ-ჟერმენი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინის დროშა არგენტინის 20-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ოლიმპიური ნაკრები
არგენტინის დროშა არგენტინის ეროვნული ნაკრები

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Ranking Argentina's 5 greatest footballers of the 21st century“. Sports Keeda. 30 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. „Angel Di Maria beats Lionel Messi to win Argentina's Player of the year Award“. 17 დეკემბერი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. „Angel Di Maria: The silent force behind Argentina's World Cup success“. 20 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. „Jamie Carragher leads the praise for Angel Di Maria's goal for Argentina in the World Cup final“. 18 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. „Angel Di Maria: Argentina's overlooked World Cup hero“. 19 დეკემბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. „Angel Di Maria interview: 'I will tell my grandchildren I played with Messi'. 1 ივლისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  7. „5 best Argentina players in the world right now (2021)“. 22 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. «Чемпионат» (23 დეკემბერი, 2009). "Бенфика" не продала ди Марию "МЮ". წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2018.
  9. «Чемпионат» (29 ივნისი, 2010). A Bola: за трансфер ди Марии "Реал" заплатит "Бенфике" € 30 млн. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2018.
  10. «Чемпионат» (1 მაისი, 2011). Ди Мария провёл 50-й матч в составе "Реала". წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2018.
  11. «Чемпионат» (14 ივლისი, 2011). Серхио Рамос: пусть ди Мария думает не о деньгах, а о футболе. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2018.
  12. RTÉ Sport (12 აგვისტო, 2010). Republic of Ireland 0–1 Argentina. Angel Di Maria flicks in the winning goal for the visitors. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2018.
  13. „PSG clinch Ligue 1 title by thrashing Monaco“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-12. ციტირების თარიღი: 2018-08-02.
  14. Graham, Bryan Armen (11 ივლისი 2021). „Argentina 1-0 Brazil: Copa América final – live!“. The Guardian. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2021.
  15. 2014 FIFA World Cup Brazil ™ წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2018.
  16. Neil Morrison (24 ივლისი, 2014). World Cup 2014 Final – Germany 1–0 Argentina Match Details. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2018.
  17. 2014 FIFA World Cup Brazil ™ Technical Report and Statistics წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2018.
  18. Neil Morrison (24 ივლისი, 2014). World Cup 2014, Final Tournament Statistics. წაკითხვის თარიღი: 1 აგვისტო 2018.
  19. History - The FIFA FIFPRO World 11 Of 2014 // fifpro.org
  20. 2014 FIFA World Cup All-Star Team // Gran Futbolista
  21. FIFA Announce Dream Team Of 2014 World Cup // snl24.com
  22. 2014 World Cup Dream Team // footalist.com
  23. Top assists - Ligue 1 Uber Eats // ligue1.com
  24. Top assists - Ligue 1 Uber Eats // ligue1.com
  25. Zlatan scoops record third Ligue 1 Player of the Year award // Sky Sports
  26. Mbappé Wins Awards Double // ligue1.com