ნესტორ პიტანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესტორ პიტანა
დაბადების თარიღი 17 ივნისი, 1975 (1975-06-17) (48 წლის)
საქმიანობა საფეხბურთო მსაჯი
აქტიური 2010-დან ფიფას მიერ ლიცენზირებული
დამსაქმებელი ფიფა; არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია

ნესტორ ფაბიან პიტანა (დ. 17 ივნისი, 1975) — არგენტინელი საფეხბურთო მსაჯი და ყოფილი მსახიობი. ნამსაჯები აქვს 2014 და 2018 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე.[1] მან იმსაჯა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს შორის..[2] 2018 წლის 15 ივლისს პიტანამ იმსაჯა 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც საფრანგეთმა ხორვატიის ნაკრები დაამარცხა. ის გახდა მეორე მსაჯი რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ გათამაშებაზე იმსაჯა როგორც გახსნითი შეხვედრა, აგრეთვე ფინალური შეხვედრა (თანამემამულე ჰორაციო ელიზონდოს შემდეგ, რომელმაც ეს 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე გააკეთა).[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Profile დაარქივებული 2014-02-01 საიტზე Wayback Machine. on worldreferee.com.
  2. Nestor Pitana to referee the Opening Match of 2018 FIFA World Cup Russia. FIFA.com (12 June 2018). ციტირების თარიღი: 14 June 2018
  3. Nestor Pitana to referee World Cup Final. FIFA.com (12 July 2018). ციტირების თარიღი: 12 July 2018