ალექსის სანჩესი
| ალექსის სანჩესი | ||
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად. |
||
|---|---|---|
| პირადი მონაცემები | ||
| სრული სახელი | ალექსის ალეხანდრო სანჩესი | |
| დაბ. თარიღი | 19 დეკემბერი, 1988 | |
| დაბ. ადგილი | ტოკოპილა, ჩილე | |
| სიმაღლე | 169 სმ. | |
| პოზიცია | თავდამსხმელი | |
|
|
||
| ამჟ. კლუბი | ბარსელონა | |
| ნომერი | 9 | |
|
|
||
| 2004-2005 | კობრელოა | |
| 2006-2007 | კოლო-კოლო (არენდით) | |
| 2007-2008 | რივერ პლეიტი (არენდით) | |
| პროფესიული კლუბები1 | ||
| წლები | კლუბი | მატჩი (გოლი)* |
| 2006-2011 | უდინეზე | 95 (20) |
| 2011- | ბარსელონა | 25 (12) |
| ეროვნული ნაკრები2 | ||
| 2007 | ჩილე U20 | 12 (2) |
| 2006- | ჩილე | 47 (14) |
|
|
||
ალექსის ალეხანდრო სანჩესი (ესპ. Alexis Alejandro Sánchez Sánchez; დ. 19 დეკემბერი 1988) — ჩილელი ფეხბურთელი. თამაშობს ფორვარდის პოზიციაზე. ამჟამად ასპარეზობს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ და ჩილეს ეროვნულ ნაკრებში.
სექციების სია |
ადრეული წლები [რედაქტირება]
სანჩესი დაიბადა ჩილეს ქალაქ ტოკოპილაში, მეთევზის ოჯახში. მან კარიერა დაიწყო 15 წლის ასაკში, ადგილობრვი კლუბ „კობრელოაში“. ალექსისი სწორედ ამ კლუბში აღიზარდა. მისი დებიუტი ადრეულ ასაკში შედგა და უკვე 18 წლის ასაკში იგი გახდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ითვლებოდა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად.
საკლუბო კარიერა [რედაქტირება]
უდინეზე [რედაქტირება]
2006 წელს იგი იყიდა იტალიის სერია A-ს კლუბმა „უდინეზემ“ $3მილიონად, რომელმაც იგი მშობლიურ „კოლო-კოლოში“ არენდით გაანათხოვრა. მან თითქმის 50 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში იგი გადავიდა არგენტინულ კლუბ „რივერ პლეიტში“. 2008 წელს კი იგი კვლავ დაბრუნდა „უდინეზეში“ და იტალიური კლუბის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. 2008 წლის ზაფხულში საუბარი იყო ალექსისი გადასვლაზე „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც მას უნდა შეეცვალა კრიშტიანუ რონალდუ თუმცა ეს ტრანსფერი არ განხორციელდა.
ბარსელონა [რედაქტირება]
2011 წლის 21 ივლისს ალექსის სანჩესი იყიდა კატალონიურმა კლუბმა „ბარსელონამ“. ახალ კლუბში იგი მოედანზე გამოჩნდა 9 ნომრიანი მაისურით. მისი დებიუტი „ბარსელონაში“ შედგა 14 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კატალონიის „ბარსელონა“ და სამეფო კლუბი „რეალ მადრიდი“. 2011 წლის 29 აგვისტოს, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში 46 წუთზე მან გაიტანა მისი პირველი გოლი „ვილიარეალის“ კარში „ბარსელონას“ მაისურით. 2011 წლის 1 ნოემბერს კი მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა, „ვიქტორია პლზენის“ წინააღმდეგ, სადაც იგი შეცვლაზე შემოვიდა ერიკ აბიდალის ნაცვლად. 12 თებერვალს კი მან გაიტანა მისი პირველი და მეორე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის ლევერკუზენის“ წინააღმდეგ.
ეროვნული ნაკრები [რედაქტირება]
სანჩესის დებიუტი ეროვნულ დაკრებში შედგა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი 18 წლისაც კი არ იყო. 2007 წელს ჩილეს ახალგაზრდულ ნაკრებში მან მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში და მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდულ ნაკრებთა შორის.
2010 წელს კი იგი გამოიძახეს ჩილეს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე.
სტატისტიკა [რედაქტირება]
| კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | კონტინენტური | სხვა | სულ | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მატჩი | გოლი | პასი | მატჩი | გოლი | პასი | მატჩი | გოლი | პასი | მატჩი | გოლი | პასი | მატჩი | გოლი | პასი | ||
| კობრელოა | 2005 | 35 | 3 | – | – | 3 | 0 | - | – | 38 | 3 | – | ||||
| 2006 | 12 | 9 | – | – | – | – | 12 | 9 | – | |||||||
| Total | 47 | 12 | – | – | 3 | 0 | – | – | 50 | 12 | – | |||||
| კოლო-კოლო | 2006 | 18 | 4 | – | – | 9 | 1 | – | – | 27 | 5 | – | ||||
| 2007 | 14 | 1 | – | – | 7 | 3 | – | – | 21 | 4 | – | |||||
| Total | 32 | 5 | – | – | 16 | 4 | – | – | 48 | 9 | – | |||||
| რივერ პლეიტი | 2007-08 | 23 | 4 | – | – | 8 | 0 | – | – | 31 | 4 | – | ||||
| Total | 23 | 4 | – | – | 8 | 0 | – | – | 31 | 4 | – | |||||
| უდინეზე | 2008–09 | 32 | 3 | 2 | 2 | 0 | 0 | 9 | 0 | 0 | – | 43 | 3 | 2 | ||
| 2009–10 | 32 | 5 | 3 | 4 | 1 | 0 | – | – | 36 | 6 | 3 | |||||
| 2010–11 | 31 | 12 | 6 | 2 | 0 | 0 | – | – | 33 | 12 | 6 | |||||
| Total | 95 | 20 | 11 | 8 | 1 | 0 | 9 | 0 | 0 | – | 112 | 21 | 11 | |||
| ბარსელონა | 2011–12 | 25 | 12 | 5 | 7 | 1 | 0 | 6 | 2 | 0 | 3 | 0 | 0 | 41 | 15 | 5 |
| 2012–13 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | |
| სულ | 25 | 12 | 5 | 7 | 1 | 0 | 6 | 2 | 0 | 3 | 0 | 0 | 41 | 15 | 5 | |
| სულ კარიერაში | 222 | 53 | 16 | 15 | 2 | 0 | 42 | 6 | 0 | 3 | 0 | 0 | 282 | 61 | 16 | |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- FC Barcelona profile
- La Liga profile
- Transfermarkt profile
- 2010 FIFA World Cup profile
- ალექსის სანჩესი — ფიფას ჩანაწერი (ინგლისური)
|
|||||