გონსალო იგუაინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გონსალო იგუაინი
Gonzalo Higuaín
Gonzalo Higuaín609.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი გონსალო ხერარდო იგუაინი
დაბადების
თარიღი
10 დეკემბერი, 1987 (1987-12-10) (27 წლის)
დაბადების
ადგილი
ბრესტი, საფრანგეთი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ნაპოლი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
რივერ პლეიტი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004–2006 რივერ პლეიტი 35 (13)
2007–2013 რეალ მადრიდი 190 (107)
2013– ნაპოლი 44 (24)
ეროვნული ნაკრები
2011- არგენტინა 46 (25)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 29 ნოემბერი, 2014.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
29 ნოემბერი, 2014.

გონსალო ხერარდო იგუაინი (ესპ. Gonzalo Gerardo Higuaín; დ. 12 აპრილი, 1987, ბრესტი, საფრანგეთი) — არგენტინელი ფეხბურთელი, „ნაპოლის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

იგუაინი ბრესტში დაიბადა. ის 3 წლის იყო, როდესაც იგუაინების ოჯახი საცხოვრებლად არგენტინაში დაბრუნდა. მას ბურთის თამაში ადრინდელი ასაკიდანვე შეუყვარდა და ფეხბურთზე მისვლაც გადაწყვიტა. 9 წლისა ის „რივერ პლეიტის“ საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს ძმა ფედერიკოსთან ერთად. იგუაინი თანდათან უფრო იხვეწებოდა, რივერის ახალგაზრდულ გუნდში არგენტინის იუნიორთა ჩემპიონატიც მოიგო და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის ასეთი წარმატებული თამაში „რივერის“ მწვრთნელებმაც შეამჩნიეს და გონსალო პირველ გუნდში გადაიყვანეს.

იგუაინის დებიუტი „რივერის“ რიგებში 2005 წლის 29 მაისს შედგა, „ხიმნასია ლა პლატას“ წინააღმდეგ. იგუაინი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. მე-10 წუთზე საგოლე პასიც გააკეთა, თუმცა ეს მის გუნდს გასამარჯვებლად არ ეყო, „რივერი“ 1-2 დამარცხდა. იმ სეზონში იგუაინმა 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

მომდევნო სეზონი იგუანმა საკმაოდ კარგად დაიწყო, 2006 წლის 19 მარტს „ოლიმპოსთან“ მატჩში დუბლიც შეასრულა. ახალგაზრდა არგენტინელი დანიელ პასარელას ხელში მთლიანად გაიხსნა. სახელგანთქმულმა არგენტინელმა სპეციალისტმა იგუაინი 4 სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა, რომ მისთვის იდეალური სათამაშო ამპლუა ეპოვა, და საბოლოოდ ამდენი ცდას შემდეგ იგუაინს ადგილი მარცხნივ მიუჩინა. მარცხენა თავდამსხმელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ნახევარდაცვაშიც ნაყოფიერად იმოქმედებდა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ არგენტინაში თამაშისას, მას“არგენტინელ რობინიოს” ეძახდნენ. რობინიოს მსგავსად მასაც დიდებულად შეუძლია მარჯვნივ ასპარეზობა, თუმცა მარცხენა ფლანგზე ამჯობინებს თამაშს.

2006 წლის 8 ოქტომბერს მან მონაწილეობა მიიღო არგენტინულ სუპერკლასიკოში. ეს მატჩი 2 ფეხბურთელის დაპირისპირებად მოინათლა. ერთი მათგანი რივერის ლიდერი გონსალო იგუანი იყო, მეორე კი ბოკას წამყვანი ფებხურთელი - ფერნანდო გაგო. ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იგუაინის განეიტრალებაში. გონსალომ მატჩში დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. „ბოკა“ სეზონის მანძილზე პირველად დამარცხდა, რაშიც დიდი როლი სწორედ იგუაინმა შეასრულა. ამ მატჩის შემდეგ იგუაინმა არგენტინის ჩემპიონატში კიდევ 2 გოლი გაიტანა და მისით გრანდები დაინტერესდნენ. განსაკუთრებით „მილანი“ აქტიურობდა, რომელიც ახალგაზრდა, იმედისმომცემი თავდამსხმელის ყიდვით იყო დაინტერესებული. „ჩელსი“, „მანჩესტერი“, „ლაციო“, „მილანი“, „პსჟ“ და „რეალი“, - გონსალომ არჩევანი მადრიდულ გუნდზე შეაჩერა.

რეალ მადრიდი[რედაქტირება]

„რეალმა“ იგუაინი ზამთარში შეიძინა, 13 მილიონ ევროდ.

იგუანის დებიუტი პრიმერაში „სარაგოსას“ წინააღმდეგ შედგა, 2007 წლის 14 იანვარს. გონსალომ დიდებულად იასპარეზა. გარდა იმისა, რომ პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა, ფლანგებზე საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა და არც მეტოქე გუნდის მცველების მოტყუებას “ერიდებოდა”. განსაკუთრებით სტუმართა კაპიტანს, გაბრიელ მილიტოს გაუშრო სისხლი, რომელსაც 3-ჯერ ბურთი თავზე გადაუგდო და 2-ჯერ ფეხებს შორისაც გაუტარა.

იგუანმა რამდენიმე გადამწყვეტი გოლი გაიტანა მნიშვნელოვან მატჩებში, მათ შორის აღსანიშნავია „ატლეტიკოსთან“ და „ესპანიოლთან“ გატანილი გოლები.

2007 წლის ზაფხულში კი გუნდში ბერნდ შუსტერი მოვიდა, რომელმაც გუნდიდან ხოსე-ანტონიო რეიესი გაუშვა და არჩევანი იგუანის სასარგებლოდ გააკეთა. თუმცა აგვისტოში გერმანელმა სპეციალისტმა კვლავ მოითხოვა უმაღლესი კლასის გარემარბის გადაბირება და ფლორენ მალუდასა და რიკარდო კვარეზმას ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ, მადრიდელებმა არიენ რობენი გადაიბირეს.

მიმდინარე სეზონში იგუანი მოედანზე იშვიათად ჩნდება, თუმცა ერთი ასპექტი მაინც დახვეწა, - მას გოლები შედარებით მეტი რაოდენობით გააქვს: „ალმერიასთან“ შეცვლაზე, საკმაოდ ლამაზ სტილში გატანილი გოლი და მეორე გოლი „უელვასთან“ მატჩში, ასევე საკმაოდ ლამაზად, ვარდნაში. მიუხედავად ყველაფრისა, შუსტერი აცხადებდა, რომ იგუანს კვლავ ენდობოდა და ადრე თუ გვიან მას შანსს აუცილებლად მისცემდა.

სანაკრებო კარიერია[რედაქტირება]

მაშინ როდესაც იგუანი რივერში ბრწყინავდა და არგენტინელებიც ახალი ვარსკვლავის ნაკრებში გამოძახების მოლოდინში იყვნენ, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, რაიმონ დომენეკი სადღაც ფეხბურთელის ნათესავს შეხვდა და გაარკვია, რომ გონსალო საფრანგეთში იყო დაბადებული. შედეგად მომდევნო სანაკრებო შეხვედრაზე იგუანი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახე. გონსალომ უარი განაცხადა საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ არგენტინის ეროვნული გუნდის ფორმას მოირგებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: