განხილვა:მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადმინისტრატორის დონეზე დაცვა ზედმეტი მგონია. ავტომატურად დადასტურებულ მომხმარებლებზე საკმარისი იქნება. – BruTe () 14:32, 12 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრატორებზე რატომ იცავთ გვერდებს ?!. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა რედაქტორებს მუშაობას ვუკრძალავთ ვიკიპედიაში, რაც დაუშვებელია. აქ საუბარი მიდის შესაძლო პრევენციაზე და სასურველი არ არის გვერდების დაცვა არამც თუ ადმინისტრატორებზე, არამედ საერთოდ, ავტომატურად დადასატურებულ მომხმარებლებზედაც. ვანდალიზმი, რომ დაფიქსირდეს ეს არ ნიშნავს ახალ გლობალურ პრობლემას. აურაცხელი, რომ გახდება ვანდალიზმი აი მაშინ უნდა იქნას დაცული გვერდი, ისიც ავტომატურად დადასტურებულ მომხმარებლებზე, მხოლოდ დროებით (?). დაიმატეთ თქვენთვის საინტერესო გვერდები საკუთარ კონტროლის სიაში. - ოთოჯი განხილვა 10:02, 13 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ანონიმებზე მაინც დაიცავით, თუ იცავთ. წარმომიდგენია, ყოველი წაგების შემდეგ 1-2 მაინც შემოვა და პირს აიმყრალებს, ტრადიციისამებრ. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:20, 13 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]


მძიმეები რიცხვებში[წყაროს რედაქტირება]

ეს რიცხვებში მძიმეების წერა რა უბედურებაა ვერ გავიგე? დამკვიდრდა ეგ წესი საქართველოში? ცოტა ყველამ მივაქციოთ მაგ საკითხს ყურადრება თორე დამაბნეველია, მე სკოლაში მასწავლეს, რომ მძიმე მთელი რიცხვიდან წილადის გამოსაყოფად იხმარება--GagaVaa განხილვაწვლილი 18:40, 14 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]

არავითარ შემთხვევაში არ დამკვიდრდა! სადაც შემხვდება, „ვაშთობ“. მე მაგალითად, პირველი მტერი ვარ მძიმეების გამოყენების. — Mikheil მიწერა 18:47, 14 ივლისი 2014 (UTC)[უპასუხე]