ედინსონ კავანი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდინსონ კავანი
Edinson Cavani
STOP nuvola.svg
ეს თარგი აღარ გამოიყენება. გთხოვთ იხილოთ თარგი:ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია ახალი სტანდარტების შესაბამისად.
Edinson Cavani 2011.jpg
პირადი მონაცემები
სრული სახელი ენდინსონ რობერტო კავანი გომესი
დაბ. თარიღი 14 თებერვალი 1987 (1987-02-14) (ასაკი 26)
დაბ. ადგილი    სალტო, ურუგვაის დროშა ურუგვაი
სიმაღლე 188 სმ.
პოზიცია თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბი ნაპოლი
ნომერი 7
ახალგაზრდობის კლუბები
2000–2005 დანუბიო
პროფესიული კლუბები1
წლები კლუბი მატჩი (გოლი)*
2005–2007
2007–2010
2010–
დანუბიო
პალერმო
ნაპოლი
25 (9)
109 (34)
86 (65)   
ეროვნული ნაკრები2
2006–2007
2008–
2012
ურუგვაი U20
ურუგვაი
ურუგვაი U23
14 (9)
45 (13)
5 (3)


2 ეროვნულ მატჩებში მონაწილეობა და გოლები სწორია
თარიღით 14 ნოემბერი 2012.
* მატჩებში მონაწილეობა (გოლები)

ენდინსონ რობერტო კავანი გომესი[1] (ესპ. Édinson Roberto Cavani Gómez; დ. 14 თებერვალი; 1987; სალტო, ურუგვაი) — ურუგვაელი ფეხბურთელი, იტალიის სერია A-ს კლუბ „ნაპოლის“ და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. როგორც ბომბარდირი, გამოირჩევა შთამბეჭდავი გოლების გატანის უნარით და დაუღალავობით.[2]

სექციების სია

საკლუბო კარიერა [რედაქტირება]

დანუბიო [რედაქტირება]

კავანი დაიბადა მონტევიდეოში და 12 წლის ასაკში შეუერთდა „დანუბიოს“ ბავშვთა გუნდს. პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2006 წელს. იმ წელს კლუბთან ერთად მოიგო აპერტურა და გაიტანა 9 გოლი სადებიუტო სეზონში.[3]

პალერმო [რედაქტირება]

2007 წლის სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, კავანის მიმართ ინტერესი გამოთქვა რამდენიმე კლუბმა, მათ შორის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“.[4] თუმცა, 2007 წლის 29 იანვარს ფეხბურთელმა „პალერმოსთან“ გააფორმა კონტრაქტი. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 31 იანვარს.[5] €4,475 მილიონის სანაცვლოდ.[6]

მისი დებიუტი „პალერმოში“ შედგა 2007 წლის 11 მარტს ფიორენტინასთან მატჩში.[7] ის მატჩში 55-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი კლუბი მარცხდებოდა 0-1 და გაიტანა მნიშვნელოვანი გოლი მატჩის დასრულებამდე ისეთ სტილში, როგორშიც მარკო ვან ბასტენმა გაიტანა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში.[8]

ნაპოლი [რედაქტირება]

2010 წლის ივლისში კავანიმ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ნაპოლისთან“. კონტრაქტის საფასურმა 5 მილიონი ევრო შეადგინა, 12 მილიონი ევრო შეადგენს მისი ტრანსფერის ფასს. სადებიუტო მატჩში კავანიმ ორი გოლი გაიტანა „ელფსბორგთან“ ევროპის ლიგის მატჩში.

სანაკრებო კარიერა [რედაქტირება]

კავანი 2007 წელს გამოიძახეს ურუგავის 20 წლამდელთა ნაკრებში, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატისთვის. მან 9 მატჩში 7 გოლი გაიტანა და გახდა გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი.

2008 წლის 6 თებერვალს მისი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში კოლუმბიასთან 2-2 დასრულებულ მატჩში, სადაც ის გოლით გამოირჩა.

კარიერის სტატისტიკა [რედაქტირება]

განახლდა: 6 იანვარი 2013
კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი ევროთასები ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დანუბიო 2005 10 4 5 3 15 7
2005–06 15 5 15 5
ჯამში 25 9 5 3 0 0 30 12
პალერმო 2006–07 7 2 7 2
2007–08 33 5 2 0 2 0 37 5
2008–09 35 14 1 1 36 15
2009–10 34 13 3 2 37 15
ჯამში 109 34 6 3 2 0 117 37
ნაპოლი 2010–11 35 26 2 0 10 7 47 33
2011–12 35 23 5 5 8 5 48 33
2012–13 16 16 2 2 5 7 23 25
ჯამში 86 65 9 7 23 19 118 91
ჯამში კარიერაში 220 108 20 13 25 19 265 140

ჯამში კარიერაში [რედაქტირება]

ჯამში პროფესიონალურ კარიერაში
კლუბები მატჩები გოლები გოლები საშუალოდ ერთ თამაშში
კლუბები
265
140
0.53
ეროვნული ნაკრები
45
13
0.29
ოლიმპიადის ფინალი
3
0
0
ჯამში
313
153
0.49

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Edinson Roberto Cavani Gómez. US Città di Palermo. წაკითხვის თარიღი: 13 September 2008.
  2. Messi? Falcao? Don't forget Napoli's Edinson Cavani. Bleacher Report (9 November 2012). წაკითხვის თარიღი: 8 January 2013.
  3. Scheda – Edison Cavani (Italian). La Gazzetta dello Sport. წაკითხვის თარიღი: 5 September 2007.
  4. Calciomercato.biz. Cavani, il Palermo sorpassa tutti (Italian). წაკითხვის თარიღი: 30 January 2007.
  5. Gazzetta dello Sport. Palermo, arriva il gioiello Cavani (Italian). წაკითხვის თარიღი: 31 January 2007.
  6. US Città di Palermo Report and Accounts on 30 June 2007 (იტალიური)
  7. Tactical Formation. Football-Lineups.com. წაკითხვის თარიღი: 14 March 2007.
  8. Edison Cavani: South America's best-kept secret“, CBC Sports. წაკითხვის თარიღი: 5 September 2007.