13 ივლისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ივლისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | 31 | ||||
| 2013 | ||||||
13 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 194-ე დღე (ნაკიან წლებში – 195-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 171 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1822 : საბერძნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - ბერძნები ამარცხებენ ოსმალებს თერმოფილესთან.
- 1837 : ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია ბუკინგების სასახლეში გადადის და მისი პირველი ბინადარი მონარქი ხდება.
- 1878 : ბერლინის ხელშეკრულება - ევროპის სუპერსახემწიფოები ბალკანეთის რუქას ხელახლა ხაზავენ: სერბია, მონტენეგრო და რუმინეთი ოსმანთა იმპერიისგან დამოუკიდებლები ხდებიან.
- 1908 : ქალები პირველად მონაწილეობენ თანამედროვე ოლიმპიურ შეჯიბრში.
- 1923 : ჰოლივუდის წარწერა ოფიციალურად გაიხსნა ჰოლივუდის მაღლობზე, ლოს-ანჯელესში. თავდაპირველად მასზე ეწერა "Hollywoodland", თუმცა ბოლო ოთხი ასო 1949 წლის განხლებისას ჩამოაშორეს.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი - მონტენეგროელები იწყებენ პირველ საყოველთაო აჯანყებას ევროპაში ნაცისტურ მოკავშირეთა წინააღმდეგ.
- 1948 : კოპტური და ეთიოპიური ეკლესიები შეთანხმებას აღწევენ, რასაც შედეგად ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის რანგში აყვანა მოჰყვა.
- 1977 : ნიუ-იორკ სიტი ბლეკაუტი - ქალაქს ელექტრონერგია გამოერთო 25 საათით, რასაც შედეგად არნახული ძარცვა და არეულობები მოჰყვა.
- 1985 : Live Aid მასობრივი საქველმოქმედო კონცერტები იმართება ლონდონში, ფილადელფიაში, სიდნეისა და მოსკოვში.
- 2000 : საქართველოში საზეიმოდ აღინიშნება ქართლის მოქცევის 1700 და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავი.
- 2002 : მეხის დაცემის გამო გაჩნდა ხანძარი, რომელმაც 2.000 კვ.კმ-ზე მეტი ფათობის ტყე გადაწვა ორეგონსა და ჩრდ. კალიფორნიაში. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 5 სექტემბერს მოხერხდა.
- 2008 : ევროკავშირისა და ჩრდილოეთ აფრიკის ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებმა ხმელთაშუა ზღვის კავშირი შექმნეს.
- 2009 : ავსტრია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და თურქეთი სამთავრობათშორისო ხელშეკრულებას დებენ ნაბუკოს გაზსადენის მშენებლობაზე.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- ძვ. წ. 100 : გაიუს იულიუს კეისარი
- 1863 : შმერლინგი, ოსკარ - ფერმწერი და გრაფიკოსი.
- 1888 : სანდრო შანშიაშვილი - ქართველი მწერალი (გ. 1979)
- 1894 : ბაბელი, ისააკ - უკრაინელი მწერალი (გ.1940)
- 1940 : სტიუარტი, პატრიკ - ამერიკელი მსახიობი
- 1942 : ფორდი, ჰარისონ - ამერიკელი მსახიობი
- 1954 : აკსუ, სეზენ - თურქი მომღერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1645 : მიხეილ I - რუსეთის ცარი.
- 1900 : ბახტაძე, ილია - ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი (დ.1859)
- 1951 : შონბერგი, არნოლდ - ავსტრიელი კომპოზიტორი (დ.1874)
- 1952 : ასპისოვი, ნიკოლოზ - საბჭოთა ოტოლარინგოლოგი. (დ.1877)
- 1954 : კალო, ფრიდა - მექსიკელი ფერმწერი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- დინარ დედოფალი
- კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა: პეტრესი, ანდრიასი, იაკობ ზებედესი, იოანესი, ფილიპესი, ბართლომესი, თომასი, მათესი, იაკობ ალფესისა, იუდა-იაკობის (თადეოზისა), სვიმონ მოშურნესი და მატათასი – სვეტიცხოვლობა
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის