ჯიბუტი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ჯიბუტი
ფრანგ. Ville de Djibouti
არაბ. جيبوتي
გერბი

ქვეყანა ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
კოორდინატები 11°36′00″ ჩ. გ. 43°10′00″ ა. გ. / 11.60000° ჩ. გ. 43.16667° ა. გ. / 11.60000; 43.16667
დაარსდა 1888
ფართობი 200 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0
მოსახლეობა 475 332 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 2376,66 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
ჯიბუტი (ქალაქი) — ჯიბუტი
ჯიბუტი (ქალაქი)

ჯიბუტი (არაბ. جيبوتي, სომალი: Magaalada Jabuuti, ფრანგ. Ville de Djibouti) — ჯიბუტის რესპუბლიკის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, უდიდესი დასახლება ტაჯურის ყურეზე. გაშენებულია ნახევარკუნძულზე, რომელიც ტაჯურის ყურეს ადენის ყურისგან გამოყოფს. ფართობი — 200 კმ². მოსახლეობა — 475 332 ადამიანი[1][2][3] (2009 წელი). იგი ქვეყნის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია სხვა დანარჩენ 5 რეგიონთან ერთად.

მდებარეობის გამო ის ცნობილია როგორც „ტაჯურის ყურის მარგალიტი“. ქალაქ ჯიბუტის ეკონომიკა მეორე, ყველაზე მსხვილ ეკონომიკას წარმოადგენს სომალის ნახევარკუნძულზე ადის-აბებას შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის აღმოსავლეთ სანაპიროზე დასახლება ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანით თარიღდება.

ქალაქი დაარსდა 1888 წელს. 1892 წლიდან საფრანგეთის კოლონია სომალის ნაპირის ადმინისტრაციული ცენტრია. 1981 წლიდან ქალაქი თავისუფალი ნავსადგურია.

მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი იტალიურმა საჰაერო ძალებმა დაბომბეს, კონკრეტულად კი - 1940 წლის 21 ივნისს.

27 ივნისს, 1977 წელს, როდესაც ჯიბუტიმ დამოუკიდებლობა ოფიციალურად გამოაცხადა, ქალაქის მოსახლეობა 110 000-ს შეადგენდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ადენის ყურის სანაპიროზე.

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ჯიბუტი წარმოადგენს ჯიბუტის დედაქალაქს და უდიდეს დასახლებას. ქალაქი სომალის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. დედაქალაქი ჯიბუტის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, დაახლოებით 21 კილომეტრით (13 მილი) შორს სომალის საზღვრიდან. ქალაქში პორტიც მდებარეობს, რომელიც ტაჯურის ყურის დასავლეთ სანაპიროზე ცუდი ამინდის დროს ამ რეგიონში ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. ქალაქის ლადშაფტი მეტწილად უდაბნოს და ნახევარ-უდაბნოს წარმოადგენს. ქალაქის ქვიშიანი პლაჟები მოიცავს სიესტას და ჰერონის სანაპიროებს. ჯიბუტი თავისი მდებარეობის გამო ცნობილია როგორც „ტაჯურის ყურის მარგალიტი“.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტის კლიმატი საკმაოდ ცხელია, ჰგავს ხართუმის კლიმატს და უდაბნოს ტროპიკულია. მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მცირე სეზონური მერყეობა. ზამთარი ზომიერად ცხელია, ნალექების მცირე რაოდენობით. ქალაქში ზაფხული განსაკუთრებით ცხელია — ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც იქნა ქალაქში დაფიქსირებული, შეადგინა +54 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +25 °C, ივლისის +36 °C. ნალექები საკმაოდ ცოტა მოდის — სულ 160 მმ და ისიც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

უბნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ურბანული ნაწილი 31 უბნისაგან შედგება. დასახლება ბალბალა, რომელიც ჯიბუტის გარეუბანს წარმოადგენს თავის მხრივ კიდევ 18 უბნისაგან შედგება.

ჯიბუტის 49 უბანი
1. ჰერონი 26. არჰიბა
2.მარაბოუტი 27. აკკა ალ მოუკარამა
3.გარე 28. ვუადგირ
4.განცალკევებული 29. გაჩამალეჰ
5.რესპუბიკა 30. პალმერაიე
6.ფინანსური ცენტრი 31. პროგრესი
7.ბოულაოს 32. ფიიეტნამი
8.ეინგუიელა 33. შაიხ მოუსა
9.საცუუდი 34. შაიხ ოსმან
10.ქიუ1 35. ბალბალა ჩაადი
11.ქიუ2 36. ბაჰაახე
12.ქიუ4 37. ბალბალა 6
13.ქიუ3 38. გოულედი
14.ქიუ6 39. ბარვუაგო
15.ქიუ5 40. ჰაიაბლეჰ
16.ქიუ7 41. ჩაგდაალის
17.სტადი 42. ბამბადა
18.გაბოდე 43. ვუაჰლე დაბა
19.გუელეჰ ბატალ 44. ნასსიბ
20.ჰარამოუსი 45. ჰოდან
21.ავიაცია 46. ლაიაბლეჰ
22.დჯებელი 47. გარ გაარ
23.ამბოული 48. პი ქიუ 12
24.კარტილეჰი 49. პი ქიუ 13
25.პუდრიერი
ჯიბუტის პანორამა

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტის განსხვავებული არქიტექტურული ნაგებობები ქალაქის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს აღწერს. ქალაქის ძველი ნაწილი მოიცავს ბაზრებს და მოვაჭრეებით სავსე ვიწრო ქუჩებს. იგი წარმოადგენს როგორც კომერციულ და გასართობ ცენტრს, ასევე საცხოვრებელ ადგილსაც. საშუალო კლასისთვის ქალაქში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ახალი შენობები აშენდა და ეს ახლაც გრძელდება. ქალაქის ზოგიერთი ნაგებობა მე-19 საუკუნით თარიღდება. მენელიქის სასახლე ქალაქის ცენტრში მდებარეობს და შთაგონებულია მორიშული არქიტექტურული სტილით. მრავალრიცხოვანი ეგზოტიკური შენობებისა და აზიურ- აფრიკული ნაგებობების მიუხედავად ქალაქში ევროპული სტილის შენობებიც მრავლადაა. ადგილი ხშირად ტურისტებისათვის ევროპასთან ასოცირდება.[4]

ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტის ეროვნული ასამბლეა ქალაქის ცენტრში

ქალაქ ჯიბუტის რეგიონი ქვეყნის ექვსი რეგიონიდან ერთ-ერთია. ის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ტაჯურის ყურეს ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან და დასავლეთიდან არტის რეგიონს. ჯიბუტის რეგიონი ქვეყნის ყველაზე პატარა პროვინციაა, ტუმცა ამავდროულად ყველაზე მეტად დასახლებული. რეგიონი 200 კვადრატულ კილომეტრს (77 კვადრატული მილი) მოიცავს. ეს რეგიონი დედაქალაქთან ერთად მიმდებარე დასახლებებსაც მოიცავს.

ჯიბუტი ჯიბუტის დედაქალაქი, დამოუკიდებლობის დღიდან, 1977 წლის შემდეგაა. ახალგაზრდა რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრისთვის ქალაქი მდებარეობის მხრივ საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენდა. ქალაქი ჯიბუტი ქვეყნის კულტურილი და პოლიტიკური ცენტრის სტატუსს დღესაც ინარჩუნებს. სწორედ აქ მდებარეობს მთავრობის სახლი და ქვეყნის ეროვნული ინსტუტუტების უმრავლესობაც. მათ შორისაა: მთავრობის სახლი, პარლამენტი, სამინისტროები, პრეზიდენტის სასახლე, ვიცე-პრეზიდენტის რეზიდენცია, საკონსტიტუციო სასამართლო, სასამართლო ორგანოები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

ჯიბუტი ასევე წარმოადგენს ცენტრს კონტინენტური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ასევე კერძო უწყებებისათვის. ჯიბუტის სოციალური განვითარების სააგენტოს (Agence de Développement Sociale de Djibouti) მთავარი სატაო ოფისი წორედ დედაქალაქში მდებარეობს. სომალის ენების რეგიონალური აკადემია 2013 წლის ივნისში ჯიბუტის, სომალის და ეთიოპიის ძალისხმევით სწორედ ქალაქ ჯიბუტში დაარსდა. [5]

ჯიბუტის მთავარ სამხედრო ძალების მთავარ ცენტრს ქალაქი 1969 წლის 1 ნოემბრიდან წარმოადგენს.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტის ეროვნული არქივი და ბიბლიოთეკა ქალაქ ჯიბუტის უმთავრეს მუზეუმებს წარმოადგენს. თავისი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ქალაქი ხასიათდებოდა გზისპირა ბაზრებითა და მცირე ზომის მაღაზიებით, სადაც მრავალფეროვანი საქონელი იყიდებოდა. ქალაქ ჯიბუტის კულტურა განვითარდა მრავალი სხვადასხვა ხალხისა და ცივილიზაციის გავლენის ქვეშ, რომელთა შორისაა სომალიური, აფარული, იემენური და ფრანგული ტრადიციები. ქალაში მდებარეობს დიდი რაოდენობით მეჩეთები, რომელებიც ქალაქში სხვადასხვა არქიტექტურულ სტილშია ნაგები და სხვადასხვა პერიოში აშენდა. დღეში ხუთჯერ ქალაქის მთავარი მეჩეთის მინარეთიდან მუსლიმებს სალოცავად უხმობენ. გარდა ამისა, ქალაქში მდებარეობს ოპერის შენობა, რომელიც მთელი ერისათვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს. ჯიბუტური სტილი სომალის ნახევარკუნძულის მრავალ ქალაქში მისაბაძ სტილს წარმოადგენს.

ჯიბუტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაფე

გასტრონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ჯიბუტი თავისი მრავალფეროვანი სამზარეულოთი ძალიან ცნობილია. ტრადიციული სომალური, აფარული და იემენური სამზარეულო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სამზარეულოს წარმოადგენს. განსაკუთრებულია ფრანგული კულინარიის გავლენა. ტრადიციული იემენური კერძი მანდი პოპულარული საჭმელია, განსაკუთრებით ლი ლანჩის დროს. სხვა პოპულარული კერძები მეტწილად ზღვის პროდუქტებსა და თევზს შეიცავს, რომელთა შორისაა ფაჰ-ფაჰი (მწარე სუპი).

ქალაქში მრავალი რესტორანი მდებარეობს. ამ დაწესებულებებში როგორც ადგილობრივი ტრადიციული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი ასევე შესაძლებელია სწრაფი კვების პროდუქტებისა და წასახემსებლების გასინჯვაც. ქალაქში სწრაფი კვების ობიექტების საერთაშორისო ქსელების ხილვაცაა შესაძლებელი.

ფესტივალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტში ყოველწლიური ღონისძიებები და დღესასწაულები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს, როგორიცაა დამოუკიდებლობის დღე, რომელიც 27 ივნისს აღინიშნება. ასევე მნიშვნელოვანია მუსლიმანური ფესტივალები. 950

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტი მულტი-ეთნიკური ქალაქია. 529 000 მცხოვრებლით ის ქვეყანაში ყველაზე მსხვილ დასახლებას წარმოადგენს.[6] უდიდეს ეთნიკური წარმომადგენლები სომალელები და აფარები არიან. ჯიბუტის სთნიკური შემადგენლობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქალაქში ეთიოპიელი და სომალელი მიგრანტები შევიდნენ. ამ ფაქტის გამო ქალაქს „ფრანგული ჰონგ-კონგი წითელ ზღვაზე“ დაერქვა.[7]

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საუბრობს სომალის ენაზე (303 100 მოსაუბრე) ან აფარულ ენაზე, როგორც მშობიურ ენაზე. ორივე მათგანი აფრაზიული ენები არიან. ჯიბუტში ორი ოფიციალური ენაა, ესენია არაბული და ფრანგული. [8]

არაბულ ენას სოციალური, კულტურული და რელიგიოური მნიშვნელობა აქვს. ფორმალურად ის თანამედროვე სტანდარტულ არაბულს წარმოადგებს, თუმცა დაახლოებით 40 000 ადგილობრივი სამხრეთ იემენურ არაბულად საუბრობს, რომელიც ცნობილია როგორც ჯიბუტური არაბული. ფრანგული ენა ოფიციალურ ენას კოლონიალური პერიოდიდან წარმოადგენს და ქალაქში მცხოვრებთაგან 14 200 საუბრობს ფრანგულად, როგორც მშობლიურ ენაზე. ქალაქში მიგრანტების უმრავლესობა საუბრობს ომანურ არაბულზე (დაახ. 38 900) და ამჰარულ (დაახ. 1 400) ენებზე.[9]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია.[10] ქალაქში განტავსებულია როგორც მუსლიმანური მეჩეთები, ასევე ქრისტიანული ტაძრები.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ ჯიბუტის ხედი

პორტი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ტაჯურის ყურის სამხრეთ ნაპირზე. იგი ემსახურება სუეცის არხის გავლით მომავალ ტვირთების ტრანზიტს, ძირითადად ტყავის გატანას, ასევე ეთიოპიიდან ყავის ექსპორტს, ნავთობის და ნავთობპროდუქტების, მზა საწარმოო ნაკეთობების (ასევე ემსახურება ეთიოპიის საგარეო ვაჭრობის ოპერაციების ნახევარზე მეტს) შემოტანას. არის სატრანსპორტო კვანძი. მუშაობს საერთაშორისო აეროპორტი და გემების სარემონტო ვერფი.

როგორც ჯიბუტის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ადგილობრივ ბიზნესის უმეტესობა ჯიბუტშია თავმოყრილი. ჯიბუტის ტელეკომი, რომელიც ქვეყნის უდიდეს სატელევიზიო კომპანიას წარმოადგენს სწორედ აქ დაარსდა. არსებობის განმავლობაში, ჯიბუტის ავიახაზების შტაბ-ბინა ასევე ამ ქალაქში მდებარეობდა.[11] ქალაქი ჯიბუტი არის მრავალი სამეწარმეო ინდუსტრიის ფინანსური კერა, როგორიცაა სამშენებლო, საცალო, იმპორტის, ექსპორტის და ინტერნეტ-კაფეების ინდუსტრიები.

სატვირთო ოპერაციები ჯიბუტის პორტის მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს. ქალაქის პორტი ასევე არის ეთიოპიის ნავთობის ტრანსპორტირებისა და ექსპორტისთვის განკუთვნილი ტერმინალი. რკინიგზის განვითარებამ ეთიოპიური და ერიტრეული ნავთობის დედაქალაქამდე მიწოდება მეტად გამარტივებული გახადა.

საბანკო სექტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბანკო სექტორი ჯიბუტის ეკონომიკის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. ქვეყნის ფინანსური სექტორი ბოლო წლებში აქტიურად იზრდება. ჯიბუტი ითვლებოდა მშვიდობის ოაზისად და პოლიტიკური სტაბილურობის მოდელად რეგიონში.

ბიზნესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ჯიბუტი თავის თავს წარმოადგენს როგორც ქვეყნის ბიზნესის ცენტრს. ქალაქის ხედი ახალი პროექტების შედეგად მუდმივად გარდაიქმნება. ბიზნეს სექტორი უმეტესად კონცენტრირებულია მომსახურების სექტორში.

ჯიბუტის პრეზიდენტის სასახლე

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტის მთავარი ტურისტული ობიექტები ჯიბუტის რეგიონშია თავმოყრილი. ქალაქის ღირსშესანიშნაობებში შედის ისტორიული შენობები, საჯარო მოედნები. მრავალი კერძო ტურისტული კომპანია ტურებს მეტწილად სწორედ ამ ობიექტების გარშემო აწყობს. „ტაჯურის ყურის მარგალიტის“ ქვიშიანი სანაპიროები ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილმდებარეობას წარმოადგენს.

სიესტას სანაპირო

ხორ ამბადო ქალაქ ჯიბუტის გარეუბანში მდებარეობს, დაახლოებიტ 15 კილომეტრით დაშორებით ქალაქის ცენტრიდან. პოპულარულ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობას, პლაჟს მრავალი რესტორანი აქვს, სადაც ზღვის ხედით ტკბობაა შესაძლებელი. დორალეჰი ქალაქის კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ სანაპიროს წარმოადგენს, რომელიც 13 კილომეტრით შორსაა დედაქალაქიდან. თავისი მთავარი რესტორანით დორალეჰი პარასკევობით საუკეთესო განსატვირთ ადგილს წარმოადგენს, რომელიც ხშირად შაბათ-კვირასაც გრძელდება. სხვა მნიშვნელოვანი პლაჟები არის: სიესტასა და ჰერონის სანაპიროები.

ორი პატარა მასკალისა და მოუჩას კუნძულები ქალაქ ჯიბუტიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს. კუნძულებს ზღვის მდიდარი ფსკერი და ფერადი წყალმცენარეები გააჩნიათ.

ქალაქის მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას 27 ივნისის მოედანი წარმოადგენს, რომელსაც სახელწოდება ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად ეწოდა. მაჰმუდ ჰარბის მოედანს სახელწოდება ადგილობრივი ფიგურის პატივსაცემად დაერქვა, ის ამჟამინდელი მთავრობის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია.

სასტუმროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტში დაახლოებით 40 სასტუმრო მდებარეობს. მათი უმეტესობა კემპინსკის სანაპიროს გასწვრივაა განლაგებული.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-31. ციტირების თარიღი: 2015-11-02.
  2. Citypopulation
  3. Statoids
  4. Kevin Anglin, Becca Blond and Jean-Bernard Carillet, Africa on a Shoestring (London: Lonely Planet, 2004), p. 698.
  5. [1] დაარქივებული 2015-01-21 საიტზე Wayback Machine.
  6. [2] დაარქივებული 2020-05-04 საიტზე Wayback Machine.
  7. Kevin Anglin, Becca Blond and Jean-Bernard Carillet, Africa on a Shoestring (London: Lonely Planet, 2004), p. 698.
  8. [3]
  9. [4]
  10. [5]
  11. [6]