ნიამეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
ნიამეი
ფრანგ. Niamey
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
შიდა დაყოფა 5 კომუნა, 44 რაიონი, 99 კვარტალი
კოორდინატები 13°31′17″ ჩ. გ. 2°06′19″ ა. გ. / 13.52139° ჩ. გ. 2.10528° ა. გ. / 13.52139; 2.10528
ქალაქის მერი Barry Bibata Niandou
დაარსდა 1890
ფართობი 239,30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 207
მოსახლეობა 978 029 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 4087,04 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
ნიამეი — ნიგერი
ნიამეი

ნიამეი (ფრანგ. Niamey) — ნიგერის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარე ნიგერზე, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ მის აღმოსავლეთ ნაპირზე დაარსდა. წარმოადგენს ნიგერის ადმინისტრაციულ, კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრს. 2006 წელს ნიამეის მოსახლეობა 774 235 ადამიანს შეადგენდა, თუმცა 2012 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ეს რიცხვი 978 029 ადამიანს აღწევს.[1] 1926-1960 წლებში იყო საფრანგეთის სამფლობელო ნიგერის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო 1960 წლიდან ნიგერის დედაქალაქია.

ქალაქში განვითარებულია დამუშავებითი მრეწველობა, აწარმოებენ აგურს, კერამიკას, ცემენტს და ქსოვილებს. ქალაქი სატრანსპორტო კვანძია, იქ მდებარეობს საფეიქრო ფაბრიკა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სავაჭრო ცენტრი, ფუნქციონირებს უნივერსიტეტი. ქალაქთან ახლოს მდებარეობს თბოელექტროსადგური და საერთაშორისო აეროპორტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ХIХ საუკუნის ბოლოს თანამედროვე ნიამეის ადგილას არსებობდა პატარა სოფელი, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობდა. იმ პერიოდში დაწყებული ნიგერის დაპყრობის დროს 1892 წელს ამ სოფელში ფრანგმა კოლონიზატორებმა დააარსეს თავიანთი დასაყრდენი სამხედრო პუნქტები. სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე ნიამეის განსაკუთრებულად მოხერხებულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო მის ზრდას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიამეი მდებარეობს მდინარე ნიგერის ორივე ნაპირზე, ქალაქის ტერიტორიას უკავია 239 კმ²[2]. ქალაქის საზღვრებში მდინარეში ასევე არსებობს რამდენიმე მომცრო კუნძული.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიამეი მდებარეობს საჰელის სამხრეთით და აქვს მისთვის ტიპური კლიმატი. ის წარმოადგენს რაღაც საშუალოს სუბეკვატორულ და ტროპიკულ კლიმატს შორის. კლიმატი საკმაოდ ცხელია, საშუალო ტემპერატურა მერყეობს იანვარში 24 °C-დან 34 °C-მდე მაისში, ხოლო წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 29 °C-ს. არსებობს გამოკვეთილი ხანმოკლე ნოტიო სეზონი, რომელიც გრძელდება მაისიდან სექტემბრის ჩათვლით და რომლის პიკი აღწევს ივლის-აგვისტოში. მთელი ნალექი მოდის ნოტიო სეზონის დროს. მშრალი სეზონის დროს ნალექები საერთოდ არ მოდის.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიამეისთვის, როგორც სხვა დიდი აფრიკული ქალაქებისთვის, დამახასიათებელია მოსახლეობის სწრაფი ზრდა XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში. ქალაქის მოსახლეობის 90 %-ზე მეტი — მუსლიმია. ქალაქის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია: სონგაი და ჯერმა, რომლებიც ერთად შეადგენენ მთელი მოსახლეობის 51,1 %-ს; მათ შემდეგ მოდის ჰაუსას ხალხი (34,4 %).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობა წლების მიხედვით[3]:

1977 1988 2001 2012
233 414 391 876 674 950 1 058 847

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ნიამეი შედგება 5 კომუნისაგან, რომლებიც იყოფიან 44 რაიონად:

კომუნა კვარტალი რუკა ქალაქის ადმინისტრაციული რუკა
ნიამეი I
20 კვარტალი
ნიამეი II
17 კვარტალი
ნიამეი III
17 კვარტალი
ნიამეი IV
17 კვარტალი
ნიამეი V
28 კვარტალი

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიამეი იმყოფება მეგობრულ დამოკიდებულებაში შემდეგ ქალაქებთან:

ქვეყანა, ქალაქი თარიღი წყარო
განის დროშა განა ტამალე 2007 [4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
  2. ADAMOU Abdoulaye. Parcours migratoire des citadins et problème du logement à Niamey დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine. . République du Niger. Université Abdou Moumouni de Niamey. Faculté des Lettres et Sciences Humaines Département de Géographie (2005), p. 34
  3. Niamey. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-19. ციტირების თარიღი: 2011-11-12.
  4. The Search Engine that Does at InfoWeb.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-14. ციტირების თარიღი: 2017-04-04.