დამასკი
|
ქალაქი
დამასკი
دمشق
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 20 რუს. • ინგლ. • ფრ. |
დამასკი (دمشق ტრანსლიტ: დიმაშკ, ასევე ცნობილი როგორც الشام ash-Shām) — სირიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი; მსოლფიოში ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი. მისი მოსახლეობა ამჟამად შეადგენს 4,5 მილიონს.
ისტორია [რედაქტირება]
პირველი ცნობები დამასკის შესახებ განეკუთვნება ძვ. წ. XVI საუკუნეს, როდესაც დამასკი ეგვიპტის ფარაონებს ემორჩილებოდა. დამასკი მოხსენიებულია ბიბლიაშიც. ძვ. წ. XI–ძვ. წ. X საუკუნეების მიჯნიდან ძვ. წ. 732 წლამდე იყო დამასკის სამეფოს დედაქალაქი, შემდეგ შედიოდა ასურეთის, ახალბაბილონური სამეფოს, აქემენიდების, ალექსანდრე მაკედონელის, სელევკიდების სახელმწიფოებისა და რომის იმპერიის შემადგენლობაში. 635 წელს დაიპყრეს არაბებმა. 661-750 წლებში ომაიანთა სახალიფოს დედაქალაქი იყო. ამ პერიოდში დამასკი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ადრეული მუსლიმანური კულტურისა და აღმოსავლეთ ქრისტიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აბასიანთა სახალიფოში დამასკი ამავე სახელწოდების პროვინციის მთავარი ქალაქი იყო. IX საუკუნეში ემორჩილებოდა ტულუნიდებს, ხოლო X–XI საუკუნის შუა წლებში - ფატიმიდებს. XI საუკუნის II ნახევარში - სელჩუკებს, XII-XIII საუკუნეებში - აიუბიდებს. ჯვაროსნებმა სამჯერ (1125, 1129, 1148 წლები) უშედეგოდ სცადეს მისი აღება. 1260 წელს დამასკი მიიტაცეს მამლუქებმა, 1401 წელს აიღო თემურლენგმა. 1516 წლიდან I მსოფლიო ომის დასასრულამდე შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1920-1943 წლებში იყო საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიის - სირიის ადმინისტრაციული ცენტრი. 1943 წლიდან სირიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქია.
ღირსშესანიშნაობები [რედაქტირება]
შემორჩენილია ძველი და შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები. ზოგ კვარტალს სელევკიდების (ძვ. წ. 312-64 წწ.) დროინდელი ქუჩების სწორკუთხოვანი დაგეგმარება აქვს. რომის ბატონობის პერიოდიდან შემორჩენილია ქალაქის გალავანი, ჭიშკარი, მონუმენტური თაღის ნანგრევები და მაღალი კორინთული კოლონადით შემკული დამასკის იუპიტერის საკურთხევლის ნაშთი.
შუა საუკუნეების ძეგლთა ძირითადი ჯგუფია ომაიანთა მეჩეთი (705-715 წწ.), ნურ-ალ-დინის ჰოსპიტალი (1154 წლის შემდეგ) და მედრესე ალ-ნურია (1171 წელი), სალაჰ ალ-დინის მავზოლეუმი (XII საუკუნე), ციხესიმაგრის კოშკები და ჭიშკარი (XII-XV სს.), აზემის სასახლე (1749 წელი).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 352, თბ., 1978 წელი.
|
||||||||
|
|||||