იოსებ ფლავიუსი
იოსებ ფლავიუსი (დ. 37, იერუსალიმი – გ. 100 წლის შემდეგ, რომი) – ძველი ებრაელი ისტორიკოსი. წარმოშობით მაღალი სამღვდელოების წრიდან. აქტიურად მოღვაწეობდა იუდეის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იუდეველთა ომში (66-73 წწ.) რომის წინააღმდეგ იბრძოდა როგორც მხედართმთავარი, შემდეგ რომაელთა მხარეზე გადავიდა და მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივსაცემად ფლავიუსი დაირქვა. იერუსალიმის გარემოცვისა და დანგრევის დროს, როგორც თარჯიმანი, რომაელთა ბანაკში იყო. შემდეგ რომში დასახლდა და რომის მოქალაქეობა მიიღო. აქვე დაწერა ისტორიული თხზულებები: „იუდეველთა ომი“, „იუდეის სიძველენი“, „იუდეის ხალხის ძველი წარმოშობის შესახებ. აპიონის წინააღმდეგ“ – პოლემიკა I საუკუნის ეგვიპტელ მწერალ აპიონთან ან „ცხოვრება“. იოსებ ფლავიუსის თხზულებები ძვირფასი წყაროა ძველი აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის ხალხების ისტორიის შესასწავლად. მათი ავტორი გვევლინება პრორომაული ორიენტაციის მიმდევრად და იუდეველთა აპოლოგეტად.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 203, თბ., 1980 წელი.