კრაკ-დე-შევალიე
| კრაკ-დე-შევალიე* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | ii, iv |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
| ნომერი | 1229 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1229 რუს. • ინგლ. • ფრ. |
კრაკ-დე-შევალიე (არაბულისა და ფრანგულის ნაზავით - ცხენოსნების ციხესიმაგრე) — ჯვაროსნების ციხესიმაგრე სირიაში. წარმოადგენს შუა საუკუნეების ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ სახედრო ციხესიმაგრეს მთელს მსოფლიოში. თუმცა, ციხის ადრეული ვარიანტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. მდებარეობს ქალაქ ჰომსიდან 40 კმ-ით დასავლეთით, ლიბანის საზღვართან. 2006 წელს, კრაკ-დე-შევალიე, კალათ-სალადინის ციხესთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
ციხესიმაგრის პირველი ვარიანტი 1031 წელს ალეპოს ემირმა ააშენა. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას, 1099 წელს, იგი რაიმონდ IV ტულუზელმა აიღო, მაგრამ მალევე მიატოვეს, რადგან ჯვაროსნებმა იერუსალიმისკენ მსვლელობა განაგრძეს. 1110 წელს მას იპყრობს გალილეის პრინცი ტანკარდი.
1142 წელს, იგი ტრიპოლის გრაფ რაიმონდ II-ს გადაეცა და 1271 წლამდე ევროპელ რაინდთა ჰოსპიტალს წარმოადგენდა. სწორედ ამ პერიოდში ხდება მისი გაფართოება. 1271 წელს კი მას მამლუქი სულთანე ბაიბარსი იპყრობს.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Christian Sahner, "A Medieval Castle in the Middle East," The Wall Street Journal, 31 January 2009
- Picture tour (over 270 pictures) through castle
|
|||||