გოგირდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10: ხაზი 10:


== ფიზიკური თვისებები ==
== ფიზიკური თვისებები ==
[[ფაილი:Soufresicile2.jpg|right|200px]]გოგირდი ყვითელი მყიფე კრისტალური ნივთიერებაა, სითბოსა და ელექტრობის ცუდი გამტარია. წყალში გოგირდი არ იხსნება, კარგად იხსნება გოგირდნახშირბადში CS<sub>2</sub> და ეთერში (C<sub>2</sub>H<sub>2)<sub>2</sub>O.
[[ფაილი:Soufresicile2.jpg|right|200px]]გოგირდი ყვითელი მყიფე კრისტალური ნივთიერებაა, სითბოსა და ელექტრობის ცუდი გამტარია. წყალში გოგირდი არ იხსნება, კარგად იხსნება გოგირდნახშირბადში CS<sub>2</sub> და ეთერში (C<sub>2</sub>H<sub>2</sub>O).


გოგირდის რამდენიმე ალოტროპული სახესხვაობაა [[ნობილი]]. ასეთია რომბული, პრიზმული და პლასტიკური.ოთახის [[ტემპერატურა]]ზე მდგრადია რომბული გოგირდი, 96 °–ზე და უფრო მაღლა მდგრადია პრიზმული გოგირდი. რომბული გოგირდი ლღვება 113°–ზე, ადუღებამდე გაცხელებული გოგირდი რომ ცივ [[წყალი|წყალში]] ჩავასხათ, გაცივებისას მივიღებთ პლასტიკურ გოგირდს, რომელიც რამდენიმე საათში მყიფე ხდება, ყვითლდება და ბოლოს რომბულ გოგირდად იქცევა. რომბული და პლაზმური გოგირდის [[მოლეკულა|მოლეკულების]] შედგენილობა ერთნაირია, თითოეული მოლეკულა 8 [[ატომი]]საგან შედგება S<sub>8</sub>. მაგრამ რომბულ კრისტალებში მოლეკულების წყობა სხვაგვარია ვიდრე პრიზმულში. ეს არის [[ალოტროპია|ალოტროპიის]] ერთ–ერთი სახე, [[პოლიფორმიზმი]] ეწოდება. პოლიმორფიზმი არის ზოგიერთი მარტივი და რთული ნივთიერების მიერ სხვადასხვა კრისტალური ფორმის სახესხვაობის წარმოქმნის უნარი.
გოგირდის რამდენიმე ალოტროპული სახესხვაობაა [[ნობილი]]. ასეთია რომბული, პრიზმული და პლასტიკური.ოთახის [[ტემპერატურა]]ზე მდგრადია რომბული გოგირდი, 96 °–ზე და უფრო მაღლა მდგრადია პრიზმული გოგირდი. რომბული გოგირდი ლღვება 113°–ზე, ადუღებამდე გაცხელებული გოგირდი რომ ცივ [[წყალი|წყალში]] ჩავასხათ, გაცივებისას მივიღებთ პლასტიკურ გოგირდს, რომელიც რამდენიმე საათში მყიფე ხდება, ყვითლდება და ბოლოს რომბულ გოგირდად იქცევა. რომბული და პლაზმური გოგირდის [[მოლეკულა|მოლეკულების]] შედგენილობა ერთნაირია, თითოეული მოლეკულა 8 [[ატომი]]საგან შედგება S<sub>8</sub>. მაგრამ რომბულ კრისტალებში მოლეკულების წყობა სხვაგვარია ვიდრე პრიზმულში. ეს არის [[ალოტროპია|ალოტროპიის]] ერთ–ერთი სახე, [[პოლიფორმიზმი]] ეწოდება. პოლიმორფიზმი არის ზოგიერთი მარტივი და რთული ნივთიერების მიერ სხვადასხვა კრისტალური ფორმის სახესხვაობის წარმოქმნის უნარი.

09:53, 9 მარტი 2019-ის ვერსია

გოგირდი / Sulphur (S)
ელემენტის რიგითი ნომერი 16
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა
ბუნებრივი გოგირდის კრისტალების ჯგუფი
ღია ყვითელი ნივთიერება, სუფთა სახით - უსუნო
მინერალი.
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
32,066 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 127 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
999.0(10.35) კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Ne] 3s23p4
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 102 პმ
იონური რადიუსი 30 (+6e) 184 (-2e) პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
2,58
ელექტროდული პოტენციალი 0
ჟანგვის ხარისხი 6, 4, 2, -2
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 2,070 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 22,61 /(·მოლი)
თბოგამტარობა 0,27 ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 386
დნობის სითბო 1,23 კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 717,824
აორთქლების სითბო 10.5 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 15,5 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა ორთორომბული
მესრის პერიოდი 10.437 12.845 24.369A Å
შეფარდება
დებაის ტემპერატურა
ემისიური სპექტრი
გოგირდი
16S
32,066
3s²3p4
გოგირდის ატომის სქემა

გოგირდი (სიმბოლო S) – პერიოდული სისტემის მეექვსე ჯგუფის ელემენტია. მისი რიგობრივი რიცხვია –16. მასური რიცხვი 32. მაშასადამე, ბირთვი შედგება 16 პროტონისა და 16 ნეიტონისაგან. ბირთვის ირგვლივ 16 ელექტრონია. გოგირდი ტიპური მეტალოიდია, მისი უარყოფითი ვალენტობა ვლინდება სულფიდებში, ნაერთებში SO2 და SO3 და მათ ნაწარმებში გოგირდის დაჟანგულობის რიცხვი არის +4 და +6.

ფიზიკური თვისებები

გოგირდი ყვითელი მყიფე კრისტალური ნივთიერებაა, სითბოსა და ელექტრობის ცუდი გამტარია. წყალში გოგირდი არ იხსნება, კარგად იხსნება გოგირდნახშირბადში CS2 და ეთერში (C2H2O).

გოგირდის რამდენიმე ალოტროპული სახესხვაობაა ნობილი. ასეთია რომბული, პრიზმული და პლასტიკური.ოთახის ტემპერატურაზე მდგრადია რომბული გოგირდი, 96 °–ზე და უფრო მაღლა მდგრადია პრიზმული გოგირდი. რომბული გოგირდი ლღვება 113°–ზე, ადუღებამდე გაცხელებული გოგირდი რომ ცივ წყალში ჩავასხათ, გაცივებისას მივიღებთ პლასტიკურ გოგირდს, რომელიც რამდენიმე საათში მყიფე ხდება, ყვითლდება და ბოლოს რომბულ გოგირდად იქცევა. რომბული და პლაზმური გოგირდის მოლეკულების შედგენილობა ერთნაირია, თითოეული მოლეკულა 8 ატომისაგან შედგება S8. მაგრამ რომბულ კრისტალებში მოლეკულების წყობა სხვაგვარია ვიდრე პრიზმულში. ეს არის ალოტროპიის ერთ–ერთი სახე, პოლიფორმიზმი ეწოდება. პოლიმორფიზმი არის ზოგიერთი მარტივი და რთული ნივთიერების მიერ სხვადასხვა კრისტალური ფორმის სახესხვაობის წარმოქმნის უნარი.

გოგირდის მიღება

თვითანაბადი გოგირდის მოპოვება საბადოებიდან შედარებით ადვილია. საბადოში მილით ჩაუშვებენ გახურებეულ ორთქლს მაღალი წნევის ქვეშ და მეორე მილით ამოაქვთ გალღობილი გოგირდი.

თვითნაბადი გოგირდის გარდა გოგირდს იღებდნენ გოგირდწყალბადისა და ჰაერის გატარებით გააქტივებულ ნახშირზე, რომელიც კატალიზატორის როლს ასრულებს:

2H2S + O2 → 2H2O + 2S

გოგირდს იღებენ ასევე გოგირდოვანი გაზის ნახშირით აღდგენით მაღალ ტემპერატურაზე:

SO2 + C → CO2 + S

გოგირდს იღებენ აგრეთვე რკინის ალმადანის (პირიტის) გახურებით ღუმელში 600°–მდე. ამ ტემპერატურაზე ალმადანი იშლება:

FeS2 → FeS + S

რის შედეგადაც მიიღება გოგირდოვანი რკინა და გოგირდი.

ქიმიური თვისებები

გოგირდის ცისფერი ალი წვისას

ქიმიურად გოგირდი აქტიური მეტალოიდია. ის მრავალ ელემენტს უერთდება, ელექტრონული გარე გარსის შევსებამდე გოგირდის ატომს ორი ელექტრონი აკლია. მაშასადამე, გოგირდი უერთდება ისეთ ელემენტებს, რომლებიც ადვილად გასცემენ თავის სავალენტო ელექტრონებს. ასეთია უპირველეს ყოვლისა მეტალები და წყალბადი. მაშასადამე, გოგირდი ძლიერი მჟანგავია. ამას გარდა გოგირდი მრავალ მეტალოიდსაც უერთდება. ის ადვილად შედის რეაქციაში ჟანგბადთან. ჰაერზე ანთებისას გოგირდი ცისფერი ალით იწვის და წარმოქმნის ძირითადად გოგირდის ორჟანგს:

S + O2 → SO2

ამ შემთხვევაში გოგირდი აღმდგენ თვისებებს იჩენს, თვითონ კი S+4 იჟანგება.

ჟანგბადის არეში გოგირდის წვა ენერგიულად მიმდინარეობს. გოგირდის ორჟანგის დაჟანგვით მიიღება გოგირდის ანჰიდრიდი SO3.

ქლორთან გოგირდი წარმოქმნის S2Cl2, SCl2–ს. ნახშირბადთან – გოგირდნახშირბადს CS2–ს, ფოსფორთან P2S3–ს და ა. შ.

გოგირდის გამოყენება

გოგირდი მრავალგვარ გამოყენებას ჰპოვებს. სოფლის მეურნეობაში დიდი გამოყენება აქვს გოგირდის მტვერს ვაზის მავნებლებთან ბრძოლაში. გოგირდი ხმარდება შავი დენთისა და ასანთის წარმოებას. იხმარება აგრეთვე მედიცინაში, დიდი რაოდენობით ხმარდება გოგირდი გოგირდმჟავას და გოგირდის სხვა ნაერთების დამზადებას.

ნედლი კაუჩუკის გოგირდთან გაცხელებით მიიღება რეზინი. კაუჩუკის რეზინად გარდაქმნას ვულკანიზაცია ეწოდება. გოგირდის დახმარებით კაუჩუკიდან მზადდება საბურავები, მილები, შლანგები, ჩექმები და სხვ.

გოგირდი ბუნებაში

გოგირდი ბუნებაში გვხვდება თავისუფალ მდგომარებაში (თვითნაბადი გოგირდი) და ნაერთების სახით. თვითნაბად გოგირდს ვხვდებით ჩამქრალი ან მოქმედი ვულკანების ახლოს.გოგირდის საბადოები მოიპოვება თურქმენეთში, ყარაყუმში, უზბეკეთში, კავკასიაში, ქერჩის ნახევარკუნძულზე და ვოლგისპირეთში.

გოგირდის ნაერთებიდან ძლიერ გავრცელებულია სულფიდები (გოგირდის ნაერთები მეტალებთან). ბევრი მათგანი მეტალების მოსაპოვებლად გამოიყენება, ასეთია რკინის ალმადანი FeS2,სპილენძის ალმადანი CuFeS2, სპილენძის კრიალა Cu2S, ტყვიის კრიალა PbS, თუთიის კრიალა ZnS და სხვა.

საკმაოდ გავრცელებულია ბუნებაში გოგირდმჟავას მარილები, მაგალითად თაბაშირი CaSO4 • 2H2O, ბარიტი BaSO4 და სხვა. ყურე ყარა–ბოღაზგოლი ყოველწლიურად იძლევა მილიონობით ტონა მირაბილიტს – ათ მოლეკულა წყალთან დაკრისტალებულ ნატრიუმ–სულფატს NaSO4 • 10H2O, მწარე მარილს MgSO4 • 7H2O.

თვითნაბადი გოგირდის სუბლიმაციით (აქროლებით) მიიღება გოგირდის მტვერი, ხოლო გამოდნობით იღებენ კოშტოვან გოგირდს.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: