კატალიზატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კატალიზატორინივთიერება, რომელიც რეაქციაში მონაწილე ნივთიერებებთან მრავალჯერადი შუალედური ქიმიური ურთიერთქმედების შედეგად ცვლიან ქიმიური რეაქციების სიჩქარეს, მაგრამ არ შედიან საბოლოო პროდუქტების შემადგენლობაში. ბიოლოგიური კატალიზატორების - ფერმენტების საშუალებით ხორციელდება ყველა ცოცხალი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლა.

კატალიზატორის უმნიშვნელოვანესი თვისებაა მოქმედების სპეციფიკურობა: თითოეული ქიმიური რეაქცია ან მსგავსი რეაქციათა ჯგუფი შეიძლება დაჩქარდეს მხოლოდ გარკვეული კატალიზატორის მოქმედებით. ამავე დროს ერთი და იმავე ნივთიერებების ურთიერთქმედებისას სხვადასხვა კატალიზატორის მონაწილეობით სხვადასხვა პროდუქტი მიიღება. კატალიზატორის მნიშვნელოვანი მახასიათებელია კატალიზური აქტიურობა, რაც წარმოადგენს ქიმიური რეაქციის სიჩქარეთა სხვაობას კატალიზატორით და მის გარეშე. [1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე) ტ. 5