შინაარსზე გადასვლა

გოგირდწყალბადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოგირდწყალბადი
გოგირდწყალბადი: ქიმიური ფორმულა
გოგირდწყალბადი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაწყალბადის სულფიდი
ქიმიური ფორმულაH2S
მოლური მასა34.082 /მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−82.30 °C
დუღილის ტემპერატურა−60.28 °C
უსაფრთხოება
NFPA 704

კლასიფიკაცია
CAS 7783-06-4

გოგირდწყალბადი — H2S გოგირდის ნაერთი წყალბადთან. უფერო აირი, აქვს ლაყე კვერცხის სუნი. წყალში კარგად იხსნება. მისი წყალხსნარი სუსტი მჟავაა. გოგირდწყალბადი ძლიერი აღმდგენელია. ძლიერი დამჟანგველები გოგირდწყალბადს გოგირდმჟავად ჟანგავენ. ჰაერზე ნელა იჟანგება, გაცხელებისას იწვის და იძლევა გოგირდოვან აირს და წყალს. ბუნებაში მოიპოვება ვულკანურ აირებში, გოგირდოვან მინერალურ წყლებში (მაგალითად თბილისში). წარმოიქმნება ცილოვან ნივთიერებათა დაშლის დროს. მიიღება 200-400°C-ზე გოგირდისა და წყალბადის ურთიერთქმედებისას, სულფიდებზე განზავებული მჟავას მოქმედებით და სხვა. გოგირდწყალბადი ნერვულ სისტემაზე მოქმედი საწამლავია. წარმოებაში მისი ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია ჰაერში არის 0,01 მგ/ლ.