კამიგინი
კამიგინი | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | მამბახაო | ||||
შიდა დაყოფა | კატარმანი, გინსილიბანი, მაინოგი, მამბახაო და საგაი | ||||
კოორდინატები | 9°10′00″ ჩ. გ. 124°43′00″ ა. გ. / 9.16667° ჩ. გ. 124.71667° ა. გ. | ||||
მმართველი | Jurdin Jesus Romualdo | ||||
დაარსდა | 1966 | ||||
ფართობი | 237.95 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 92 808 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 88 | ||||
საფოსტო ინდექსი | 9100–9104 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.camiguin.gov.ph | ||||
| |||||
კამიგინი (ტაგ: Lalawigan ng Camiguin; სებ: Lalawigan sa Camiguin) — კუნძული-პროვინცია ჰილიპინებში. მდებარეობს მინდანაოს ზღვაში, კუნძულ მინდანაოს ჩრდილოეთ სანაპიროდან 10 კმ-ის მოშორებით. გეოგრაიფულად ეკუთვნის ჩრდილოეთი მინდანაოს რეგიონს (X რეგიონი). წარსულში შედიოდა აღმოსავლეთ მისამისის პროვინციის შემადგენლობაში.
კამიგინი ფილიპინების მასშტაბით მეორე ყველაზე პატარა პროვინციაა როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის მიხედვით, ბატანესის შემდეგ.[2] პროვინციული დედაქალაქი მამბაჯაოა, რომელიც პროვინციის უდიდესი მუნიციპალიტეტია მოსახლეობისა და ფართობის მიხედვით.[3]
პროვინცია ცნობილია ტკბილი ლანგსატით, რასთან დაკავშირებითაც კამაგინში ყოველწლიურად ლანგსატის ფესტივალი იმართება და შიდა სატყეო ნაკრძალებით, რომელთაც ერთობლივად ჰიბოკ-ჰიბოკის მთის დაცულ ლანდშაფტს უწოდებენ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის კულტურული მემკვიდრეობის პარკთა სიაშია შეტანილი. პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეროვნული კულტურული საგანძური: ძველი ბონბონის ეკლესიის ნანგრევები კატარმანში, სუნკენის სასაფლაო კატარმანში და ესპანური პერიოდის საგუშაგო კოშკი გინსილიბანში. გარდა ამისა, კუნძულოვან პროვინციაში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული საგანძური მდებარეობს: ძველი მამბაჯაოს შადრევანი, ძველი მამბაჯაოს მუნიციპალური შენობა, სანტო როსარიოს ეკლესიის ფასადი და 14 კულტურული მემკვიდრეობის სახლი. კულტურული ძეგლების სტატუსი ფილიპინების კულტურისა და ხელოვნების ეროვნული კომისიის მიერაა დადგენილი.[4]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება კამიგინი ადგილობრივი სიტყვიდან Kamagong წარმოდგება, რაც აბანოზის სახეობის ხეებს აღნიშნავს, რომლებიც უხვად იზრდება ჩრდილოეთ სურიგაოს პროვინციის ტერიტორიაზე, მაინიტის ტბის მახლობლად. კამაგინის უძველესი მოსახლეობა, მანობოს ტომი, სწორედ სურიგაოდან გადმოსახლდა კუნძულზე. ადგილობრივთა ენა (კამიგინი) მანობოს ენათა ჩრდილოური ვარიანტია.[5]
ადრეულ ესპანურ გეოგრაფიულ წიგნებში კუნძული მოხსენიებულია როგორც კამიგინგი, შუმცა სახელწოდებას შემდეგში ესპანურ დასახლებებში ბოლოკიდური გ ჩამოშორდა.[6]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკული კოლონიური ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1901 წელს ამერიკა-ფილიპინების ომის დროს კამიგინში ამერიკელი ჯარისკაცები ჩავიდნენ და კუნძულზე კონტროლი დამყარეს. კატარმანის ბრძოლაში დანებითა და შუბებით შეიარაღებული კამიგინელებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომელთაც ვალერო კამარო ხელმძღვანელობდა.[7] 1903 წელს კამიგინში პირველი საჯარო სკოლა მამბაჯაოში აიგო, ხოლო 1904 წელს პირველი საზოგადოებრივი წყლის სისტემა ჩამოყალიბდა.[7]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია ძირითადად კამიგინის კუნძულისგან შედგება, თუმცა მთავარი კუნძულის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პატარა კუნძულია, მათ შორის: თეთრი კუნძული მამბაჯაოს მუნიციპალიტეტის დასავლეთით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და მანტიგეს კუნძული, რომელიც მამბაჯაოს სამხრეთით 14 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
კამიგინის კუნძული მარგალიტის ფორმის კუნძულია. მისი ფართობი 238 კმ²-ია. კუნძული 23 კმ-ის სიგრძისა და 14.5 კმ-ის სიგანისაა. კუნძული მთებითაა დაფარული. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კუნძულზე სახმელეთო გზების სიგრძე 64 კმ-ია. 2007 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, პროვინცია შემოსავლების კლასიფიკაციით მეხუთე კლასს მიეკუთვნება.
კამიგინი ხუთი მუნიციპალიტეტისგან შედგება, რომლებიც 58 ბარანგაიდ იყოფა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერით კამიგინის პროვინციის მოსახლეობა 88 478 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 370 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.
კუნძულის მოსახლეობას კამიგინონებს უწოდებენ. მოსახლეობის უმრავლესობა სებუანურ ენაზე საუბრობს. ადგილობრივების ენას კინამგინი ეწოდება. დღეისთვის კინამიგინზე საგაისა და გინსილიბანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მცირე ნაწილი საუბრობს. ტაგალური და ინგლისური ენა მოსახლეობის დიდი ნაწილს ესმის.[8][9]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამაგინის ეკონომიკის წამყვანი სექტორები თევზჭერა და სოფლის მეურნეობაა. შემოსავლების უდიდესი წილი კოპრაზე მოდის. სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ლანგსატი იწარმოება. სხვა პროდუქტებს შორის აღსანიშნაივა: სართავი ბანანი, ბრინჯი, მანგო და სხვ. პროვინციის ეკონომიკის ზრდადი სექტორია ტურიზმი. კუნძულზე პატარა კოტეჯების ინდუსტრიის ზრდის შედეგად ვიზიტორთა განთავსების ობიექტების რაოდენობა იზრდება.[9]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამიგინში სამი კოლეჯი: კამიგინის ფატიმის კოლეჯი, კამიგინის სახელმწიფო პოლიტექნიკური კოლეჯი და კამიგინის ხელოვნებისა დ ავაჭრობის სკოლა მდებარეობს. ტექნიკური განათლების მიღებას ტექნიკური განათლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების სააგენტო მეთვალყურეობს. დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება კერძო და საჯარო სკოლებშია შესაძლებელი.[10]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Province of Camiguin official website
- Map of Camiguin from Visayan Silent Gardens
- Lanzones Festival Camiguin Island
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ "About Camiguin Province" დაარქივებული 2012-05-29 საიტზე Wayback Machine. . Province of Camiguin Official Website. Retrieved on 2012-04-25.
- ↑ List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2013. ციტირების თარიღი: 30 January 2013.
- ↑ Camiguin church ruins, Sunken Cemetery declared National Cultural Treasures (December 16, 2018).
- ↑ "Manobo, Cinamiguin a language of the Philippines" დაარქივებული 2020-07-16 საიტზე Wayback Machine. . OLAC Record. Retrieved on 2012-04-27.
- ↑ Becker, George F., "Report on the Geology of the Philippine Islands", p.42. Washington Government Printing Office, 1901.
- ↑ 7.0 7.1 "History" დაარქივებული 2012-05-29 საიტზე Wayback Machine. . Province of Camiguin Official Website. Retrieved on 2012-04-25.
- ↑ Yamit, Neil (2011-07-08). "Kinamigin: The Language of Camiguinons" დაარქივებული 2018-11-09 საიტზე Wayback Machine. . Camiguin Guide. Retrieved on 2012-04-27.
- ↑ 9.0 9.1 "People" დაარქივებული 2012-04-14 საიტზე Wayback Machine. . Province of Camiguin Official Website. Retrieved on 2012-04-27.
- ↑ Provincial Government of Camiguin (2009). "Education" დაარქივებული 2010-10-12 საიტზე Wayback Machine. . Province of Camiguin Official Web Site. Retrieved on 2010-10-25.
|
|