სამარის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სამარი (პროვინცია))
ადმინისტრაციული ერთეული
სამარის პროვინცია
ტაგალ. Lalawigan ng Samar
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი Catbalogan
შიდა დაყოფა ალმაგრო (სამარი), ბასეი, Calbayog, კალბიგა, Catbalogan, დარამი (სამარი), განდარა (სამარი), ინაბანგანი, ხიაბონგი, მარაბუტი (სამარი), მატუგინაო, მოტიონგი, პაგსანგანი, პარანასი, პინაბაკდაო, სან-ხორხე (სამარი), სან-ხოსე-დე-ბუანი, სან-სებასტიანი (სამარი), სანტა-მარგარიტა (სამარი), სანტა-რიტა (სამარი), სანტო-ნინიო (სამარი), ტაგაპულ-ანი, ტალალორა, ტარანგნანი, ვილიარეალი (სამარი) და სუმარაგა (სამარი)
კოორდინატები 11°50′00″ ჩ. გ. 125°00′00″ ა. გ. / 11.83333° ჩ. გ. 125.00000° ა. გ. / 11.83333; 125.00000
მმართველი Milagrosa Tan
დაარსდა 19 ივნისი, 1965
ფართობი 6048.03 კმ²
მოსახლეობა 793 183 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 55
საფოსტო ინდექსი 6700–6725
ოფიციალური საიტი https://samar.lgu-ph.com/
სამარის პროვინცია — ფილიპინები
სამარის პროვინცია

სამარის პროვინცია (ყოფილი დასავლეთი სამარი) — პროვინცია ფილიპინებში, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია კატბალოგნაი. პროვინციას ესაზღვრება ჩრდილოეთი სამარი, აღმოსავლეთი სამარი, ლეიტე და ლეიტეს ყურე. მის შემადგენლობაშია სამარის ზღვის კუნძულებიც. კუნძულ ლეიტესთან დაკავშირებულია სან-ხუანიკოს ხიდით (მარკოსის ხიდი).

1768 წელს სამარი და ლეიტე სამარის ისტორიულ პროვინციაში გაერთიანდა. 1965 წელს ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი სამარი ჩამოყალიბდა.

პროვინციის ეკონომიკის წამყვანი სექტორები სოფლის მეურნეობა და თევზის მრეწველობაა.[2]

2013 წელს სამარის პროვინცია ძლიერ დააზიანია სუპერტაიფუნმა ჰაიანმა, განსაკუთრებით ბასეის, მარაბუტისა და სანტა-რიტას მუნიციპალიტეტები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც ესპანელებმა სებუში მმართველობა დაამყარეს, ლეიტე და სამარი მის შემადგენლობაში შევიდა. 1595 წელს იეზუიტებმა კარიგარაში მისიონერები გაგზავნეს, რომლებმაც 1 წლის შემდეგ პალოში, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ორმოკში დააფუძნეს მისიები. 1596 წელს იეზუიტი მისიონერები ტინაგოში (დღევანდელი დაპდაპი) ჩავიდნენ. ტინაგოდან ფრანსისკო დე ოტასომ, ბართოლომე მარტესმა და დომინგო ალონსომ კატეხიზმოს სწავლება და ქრისტიანობის გავრცელება დაიწყეს.

1735 წელს ლეიტე და სამარი სებუს გამოეყო და დამოუკიდებელ პროვინციად ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქადაც კარიგარა გამოცხადდა. 1768 წელს ლეიტე და სამარი ორ დამოუკიდებელ პროვინციად გაიყო.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს იაპონიის საიმპერიო შეიარაღებულმა ძალებმა სამარის პროვინციის ოკუპირება მოახდინეს. 1944 წლის 25 ოქტომბერს სამარის ბრძოლაში ამერიკეების საზღვაო-სამხედრო ძალები ვიცე-ადირალ ტაკეო კურიტას ცენტრალური შეიარაღებული ძალების ხომალდებს დაუპირსიპირდა. მაღთალია იაპონიის საიმპერიო სამხედრო-საზღვაო ძალებმა ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ამ ბრძოლას ფილიპინების კამპანიაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

ახალი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარსტული კუნძულები მარაბუტის სანაპიროსთან

1965 წლსი 19 ივნისს ფილიპინების კონგრესმა მიიღო 4221-ე რესპუბლიკური აქტი, რომლის საფუძველზეც სამარი სამ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ სამარად. სამივე პროვნციას საკუთარი დედაქალაქი ჰქონდა: კატბალოგანი (დასავლეთი სამარი), ბორონგანი (აღმოსავლეთი სამარი) და კატამანი (ჩრდილოეთი სამარი).[3]

1969 წლის 21 ივნისს მიღებული 5650-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით დასავლეთ სამარს სამარი ეწოდა. მისი დედაქალაქი კვლავ კატბალოგანი დარჩა.[4]

2013 წელს სამარის პროვინციას სუპერქარიშხალმა ჰაიანმა (აგრეთვე ცნობილი როგორც იოლანდა) გადაუარა,[5] რასაც პროვინციის 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.[6]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარის ადმინისტრაციული მოწყობა

სამარის პროვინციის ფართობი 6 048.03 კმ²-ია. ის სამარის კუნძულის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში მდებარეობს. პროვინციის ჩრდილოეთით ჩრდილოეთი სამარი მდებარეობს, აღმოსავლეთით — აღმოსავლეთი სამარი, სამხრეთით — ლეიტე და ლეიტეს ყურე, ხოლო დასავლეთით — სამარის ზღვა.

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარის პროვინცია ძირითადად მაღლობებითაა დაფარული. მთების სიმაღლე ზღვის დონიდან 200 - 800 მეტრამდეა. სანაპირო პერიფერიებზე დაბლობების ვიწრო ზოლია, ხოლო ფართო და გრძელი მდინარეების მახლობლად დელტები და ალუვიური ვაკეებია. პროვინციის უდიდესი დაბლობი ჩრდილოეთ სანაპიროზე, კატუბიგისა და კატარმანის მდინარეების ხეობებშია გადაჭიმული. პატარა დაბლობები კალბაიოგის ტერიტორიაზე და განდარისა და ულოტის მდინარეების დელტებსა და პატარა ხეობებში მდებარეობს. ფერდობები ძირითადად ციცაბო და უნაყოფოა გაუტყეურების გამო.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის აღმოსავლეთ სანაპიროზე მშრალი სეზონი არ არის გამოკვეთილი და ნალექიანობის მაქსიმუმი დეკემბრსა და იანვარშია. აქ ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონები ქრის. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მუნიციპალიტეტები ამ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნალექები მთელი წლის მანძილზეა განაწილებული.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარის პროვინცია 24 მუნიციპალიტეტს და 2 შემადგენელ ქალაქს მოიცავს, რომლებიც ორ საკანონმდებლო რაიონში ერთიანდება. პროვინციაში 592 ბარანგაი მდებარეობს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატბალოგანი — სამარის პროვინციული დედაქალაქი

2015 წლის აღწერით პროვნციის მოსახლეობა 780 481 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 130 ადამიანი 1 კვ. კმ-ზე.[7]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარის პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. Catholic Hierarchy-ის (2014) მიხედვით მოსახლეობის 95% რომაული კათოლიციზმის აღმსარებელია. რელიგურ უმცირესობას დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის, ქრისტეს ეკლესიის, უკანასკნელი დღის იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები, მეთოდისტები, იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები და მეშვიდე დღის ადვენტისტები შეადგენენ. მოსახლეობის რელიგიურ უმცირესობას მუსლიმებიც მიეკუთვნებიან, რომელთაც პროვინციის მასშტაბით რამდენიმე მეჩეთი აქვთ.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამარის პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობა ვარაიულ ენაზე საუბრობს. ვარაები ქვეყნის მეექვსე კულტურულ-ლინგვისტური ჯგუფია. შინამერუნეობების 90.2% ვარაიულ ენაზე საუბრობს, რომელთა 9.8% — სებუანურ ენაზეც საუბრობს. 8.1%-სთვის მშობლიური ენა ბოჰოლანურია, 0.07%-სთვის — ტაგალური, ხოლო 0.5%-სთვის სხვა ენები.

სებუანურ ენაზე პროვინციის პირველი რაიონის ზოგიერთ ნაწილში, ძირითადად კალბაიოგში, ალმაგროში, სანტო-ნინიოსა და ტაგაპულ-ანიში საუბრობენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვადასხვა დონეზე ინგლისურ ენასაც ფლობს.

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური გუბერნატორია. საკანონმდებლო ორგანოს პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-გუბერნატორი ხელმძღვანელობს, რომელიც გუბერნატორის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი და პროვინციული საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნენ არჩეული. სამარის ამჟამინდელი გუბერნატორი რეინოლდს მაიკლ ტანია, ხოლო ვიცე-გუბერნატორი — ანგელიკა გომესი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში პროვინციის პირველი რაიონის წარმომადგენელი ედგარ მერი სარმიენტოა, ხოლო მეორე რაიონის წარმოამდგენელი შარენ ენ ტანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. http://www.samar.lgu-ph.com/econo.htm დაარქივებული 2018-05-04 საიტზე Wayback Machine. Economical Data
  3. Republic Act No. 4221 - An Act Creating the Provinces of Northern Samar, Eastern Samar and Western Samar (19 June 1965). ციტირების თარიღი: 18 April 2016.
  4. Republic Act No. 5650 - An Act Changing the Name of the Province of Western Samar to Samar (21 June 1969). ციტირების თარიღი: 17 April 2016.
  5. News, ABS-CBN. World's most powerful typhoon lands in PH.
  6. Mangosing, Frances. 'Yolanda' kills 300 in Samar – official.
  7. Census of Population (2015). "Region VIII (Eastern Visayas)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved 20 June 2016.