შინაარსზე გადასვლა

აღმოსავლეთი სამარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
აღმოსავლეთი სამარი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ბორონგანი
შიდა დაყოფა არტეჩე, ბალანხიგა, ბალანგკაიანი, ბორონგანი, კან-ავიდი, დოლორესი (აღმოსავლეთი სამარი), ხენერალ-მაკართური (აღმოსავლეთი სამარი), ხიპორლოსი, გიუანი, ერნანი (აღმოსავლეთი სამარი), ხიპაპადი, ლავაანი, ლიორენტე (აღმოსავლეთი სამარი), მასლოგი, მაიდოლონგი, მერსედესი (აღმოსავლეთი სამარი), ორასი (აღმოსავლეთი სამარი), კინაპონდანი, სალსედო (აღმოსავლეთი სამარი), სან-ხულიანი (აღმოსავლეთი სამარი), სან-პოლიკარპო (აღმოსავლეთი სამარი), სულატი და ტაფტი (აღმოსავლეთი სამარი)
კოორდინატები 11°40′00″ ჩ. გ. 125°25′00″ ა. გ. / 11.66667° ჩ. გ. 125.41667° ა. გ. / 11.66667; 125.41667
მმართველი Ben Evardone
დაარსდა 19 ივნისი, 1965
ფართობი 4660.47 კმ²
მოსახლეობა 477 168 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 55
საფოსტო ინდექსი 6800–6822
ოფიციალური საიტი http://www.easternsamar.gov.ph/
აღმოსავლეთი სამარი — ფილიპინები
აღმოსავლეთი სამარი

აღმოსავლეთი სამარი (ოფიციალურად აღმოსავლეთ სამარის პროვინცია; ტაგალ. Silangang Samar[2]) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ბორონგანი. აღმოსავლეთ სამარს კუნძულ სამარის აღმოსავლეთი ნაწილი უკავია. ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი სამარი ესაზღვრება ხოლო დასავლეთიდან ― დასავლეთი სამარი. პროვინციის აღმოსავლეთით ფილიპინის ზღვა მდებარეობს, რომელიც წყნარი ოკეანის ნაწილია, ხოლო სამხრეთით ― ლეიტეს ყურე.

ესპანური კოლონიური ხანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის გარშემო მოგზაურობის დროს ფერნანდო მაგელანი სურსათის შესავსებად პროვინციის სამხრეთ ნაწილში, პატარა კუნძულ ჰომონჰონზე გადავიდა. წყაროების მიხედვით, დღევანდელი აღმოსავლეთ სამარის ნაწილი ფილიპინების პირველი ტერიტორია იყო, რომელიც ფერნანდო მაგელანმა და მისმა ეკიპაჟმა 1521 წლის 16 მარტს შენიშნა.[3][4][5]

ამერიკა-ფილიპინების ომის დროს სამარის ტერიტორიაზე პარტიზანთა ბრძოლებს გენერალი ვისენტე ლუკბანი მეთაურობდა.

ბალანხიგის ხოცვა-ჟლეტა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1901 წლის 28 სექტემბერს ფილიპინელი პარტიზანები, რომლებსაც ვალერიანო აბანადორი და ეუგენიო დასა ხელმძღვანელობდნენ, ბალანხიგაში ამერიკელ ჯარისკაცებს ჩაუსაფრდნენ და აშშ-ის მე-9 ქვეითი ნაწილის 54 წევრი მოკლეს.[6][7][8] შემთხვევა ცნობილია როგორც ბალანგიგის კონფლიქტი (ან ბალანგიგის ინციდენტი),[9] რასაც ამერიკელთა მხრიდან სამარზე მარში მოჰყვა, რომლის დროსაც 2 000-მდე ფილიპინელი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მარში ამერიკელი ჯარისკაცების მხრიდან შურისძიებადაა აღქმული.[10]

1944 წელს ფილიპინელთა და ამერიკელთა გაერთიანებულმა ჯარებმა ფილიპინების კამპანიის დროს გიუანში სამხედრო ბაზა დააარსეს. 1949 წელს იმავე ქალაქში კომუნისტურ ჩინეთიდან გამოქცეული 5 000-მდე ლტოლვილი ჩავიდა და დროებით კუნძულ ტუბაბაოზე დასახლდა. 1951 წელს ისინი ავსტრალიასა და აშშ-ში გადავიდნენ.[4]

დამოუკიდებლობის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთი სამარი დამოუკიდებელ პროვინციად 1965 წლსი 19 ივნისს ჩამოყალიბდა, როდესაც ფილიპინების კონგრესმა 4221-ე რესპუბლიკური აქტი მიიღო, რომლის საფუძველზეც პროვინცია სამ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ სამარად. აღმოსავლეთ სამარის დედაქალაქად ბორონგანი გამოცხადდა.[11]

2013 წელს პროვინციას ტაიფუნმა ჰაიანმა (იგივე სუპერ ტაიფუნი იოლანდა), ერთ-ერთმა უძლიერესმა ტაიფუნმა გადაუარა.[12]

პროვინციის ადმინისტრაციული ერთეულები

აღმოსავლეთ სამარის ფართობი 4 660.47 კმ²-ია. პროვინციას კუნძულ სამარის აღმოსავლეთი და სამხრეთ სანაპიროს დიდი ნაწილი უკავია. ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი სამარი ესაზღვრება ხოლო დასავლეთიდან ― დასავლეთი სამარი. პროვინციის აღმოსავლეთით ფილიპინის ზღვა მდებარეობს, რომელიც წყნარი ოკეანის ნაწილია, ხოლო სამხრეთით ― ლეიტეს ყურე.

ფილიპინების ზღვასთან სიახლოვის გამო აღმოსავლეთ სამარს ხშირად არტყამს ტაიფუნები.[3]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთი სამარი 22 მუნიციპალიტეტსა და ქალაქს მოიცავს. მუნიციპალიტეტები და ქალაქი ცალკე საკონგრესო რაიონსა და ორ პროვინციულ რაიონში შედის. პირველიდან წარმომადგენლობით, ხოლო მეორედან პროვინციული საბჭოს წევრებს ირჩევენ.

2000 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 97.78%-ს (366 787) ვარაიები შადგენენ, 0.55%-ს ― კაპამპანგანები, 0.43%-ს ― ვისაიანები, 0.18%-ს ― სებუელები, ხოლო 0.17%-ს ― ტაგალები.[13]

პროვინციის უდიდესი სავაჭრო ცენტრი ბორონგანში

პროვინციის მოსახლეობა ქრისტიანია, მეტწილად, რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევრები. კათოლიკური რწმენა გავლენას ახდენს პროვინციის განათლებაზე, პოლიტიკასა და სოციალურ მოვლენებზე. სხვა ქრისტიანული კონფესიების მიმდევრებს შორის არიან: ევანგელისტები, ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესიის მიმდევრები, იეჰოვას მოწმეები, ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები. პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ მუსლიმებიც.

პროვინციის კომერციული აქტივობები დედაქალაქ ბორონგანის ირგვლივაა კონცენტრირებული, ხოლო ტურისტული აქტივობები ― ქალაქ გიუანსა, კუნძულ კალიკოანსა და ისტორიულ კუნძულ ჰომონჰონზე. ტურიზმი ნაკლებადაა განვითარებული პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში. აღმოსავლეთ სამარის მთავარი ეკონომიკური საქმიანობა თევზჭერა და სოფლის მეურნეობაა, რომელიც ქოქოსის, სართავი ბანანის, ბრინჯის, სიმინდის, შაქრისა და ბოსტნეულის წარმოებას მოიცავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Mapa ng mga Wika (Rehiyon) - Rehiyon VIII tl. Commission on the Filipino Language. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 23 September 2021
  3. 3.0 3.1 Lancion, Jr., Conrado M.; cartography by de Guzman, Rey (1995) „The Provinces; Eastern Samar“, Fast Facts about Philippine Provinces, The 2000 Millenium, Makati, Metro Manila, Philippines: Tahanan Books, გვ. 72. ISBN 971-630-037-9. 
  4. 4.0 4.1 Labro, Vicente S. (11 June 2011). „Guiuan's treasure chest of history, natural wonders“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: 24 April 2016.
  5. The Province of Eastern Samar. ციტირების თარიღი: 24 April 2016
  6. Taylor, James O. (1931). The Massacre of Balangiga: Being an Authentic Account by Several of the Few Survivors. McCarn Printing Company. 
  7. Borrinaga, Rolando O. (2003). The Balangiga Conflict Revisited. New Day Publishers, გვ. 114, 194, 197. ISBN 978-971-10-1090-4. 
  8. Linn, Brian McAllister (2000), „Samar“, The Philippine War, 1899–1902, University Press of Kansas, pp. 306–321, , ISBN 9780700612253, https://www.jstor.org/stable/j.ctvgs0c6m
  9. „The Balangiga Incident: A Rare Filipino Victory During the Philippine-American War“. ABS-CBN News. December 12, 2018.
  10. Agoncillo, Teodoro C. (1990), History of the Filipino People (8th რედ.), Quezon City: Garotech Publishing, p. 228, ISBN 971-8711-06-6, https://archive.org/details/historyoffilipin00teod/page/228
  11. Republic Act No. 4221 - An Act Creating the Provinces of Northern Samar, Eastern Samar and Western Samar (19 June 1965). ციტირების თარიღი: 18 April 2016.
  12. Baylis, Paul; Te-Ping Chen (22 November 2013). „How One Philippine Town Avoided Calamity“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 20 December 2015.
  13. Eastern Samar: Home of the Warays; Table 4. Household Population by Ethnicity and Sex: Eastern Samar, 2000 (7 June 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 25 July 2016